სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ
რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ

სო­ცი­ა­უ­რი ქსე­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტე­ბი­თა თუ ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბით ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა უწევთ პა­ცი­ენ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გამ­გზავ­რე­ბის დროს, რო­დე­საც მათ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სი არ არ­სე­ბობს? ამ შე­კი­თხვით AMBEBI.GE ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, მა­რი­ნა და­რახვე­ლი­ძეს მი­მარ­თა.

- ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს და სა­ხელ­მწი­ფო ქვეყ­ნის შიგ­ნით უამ­რავ სერ­ვისს აფი­ნან­სებს. მაგ­რამ თუ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ქვეყ­ნის გა­რეთ, მა­შინ ჩვენ ვა­ფი­ნან­სებთ ასეთ ოპე­რა­ცი­ებს.

ზო­გა­დად, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს აქვს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, პა­ცი­ენტს კი ესა­ჭი­რო­ე­ბა ოპე­რა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ, იმის გა­სარ­კვე­ვად ქვეყ­ნის შიგ­ნით შე­უძ­ლია თუ არა შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა, პა­ცი­ენ­ტი დარ­გის ექ­სპერტთან იგ­ზავ­ნე­ბა.

თუ ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ ასე­თი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს მსგავ­სი სერ­ვი­სი ან არ არის შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იხი­ლავს ამ პა­ცი­ენ­ტის მიერ შე­მო­ტა­ნილ გა­ნა­ცხადს და კო­მი­სია გა­და­წყვეტს და­ა­ფი­ნა­სოს თუ არა პა­ცი­ენ­ტი. და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა იმ ვა­ლუ­ტა­ში, რო­მელ­ზეც მო­თხოვ­ნაა კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი მი­ი­ღებს სერ­ვისს. მაქ­სი­მუ­მი, რაც ტექ­ნი­კუ­რად გა­ცე­მუ­ლა, არის 100 000 დო­ლა­რი ან ევრო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პა­ცი­ენ­ტმა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სა­ბუ­თე­ბი იმ კლი­ნი­კი­დან, სა­დაც უნდა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

- თუმ­ცა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, ასეთ დროს წუ­თებ­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რამ­დე­ნად სწრა­ფად იხი­ლავს ექ­სპერ­ტი პა­ცი­ენ­ტის გა­ნა­ცხადს?

- ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად, რო­გორც კი შე­მო­დის გან­ცხა­დე­ბა, იმ დღეს ან მე­ო­რე დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს პა­სუ­ხი, ამას­თა­ნა­ვე ექ­სპერ­ტმა პი­რა­დად უნდა ნა­ხოს პა­ცი­ენ­ტი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის ვერ გას­ცემს დას­კვნას.

- რო­დე­საც კო­მი­სია გას­ცემს და­დე­ბით დას­კვნას, რა არის შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ფორმ­დე­ბა იმ კლი­ნი­კას­თან, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი მი­დის.

- თუ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო იყოს მის­თვის წო­ლი­თი რე­ჟი­მი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა?

- დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. საქ­მის გან­ხილ­ვა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა არ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ფე­რა­ლუ­რი ან კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნა, თუმ­ცა ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რად­გან უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ის წევ­რი არ ვარ.

- თუ, მა­გა­ლი­თად, მაქვს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა, რომ თა­ვად დავ­ფა­რო სა­ზღვარ­გა­რეთ ოპე­რა­ცი­ის ხარ­ჯი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მი­ნის­ტროს­თან აღარ მი­წევს შე­ხე­ბა?

- არა, როცა თა­ვად იხ­დით, ამ შემ­თხვე­ვა­ში აღარ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზის სა­კითხს, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, პა­ცი­ენ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად აგ­ვა­რებს ამ სა­კითხს იმ ქვეყ­ნის სა­ლე­ჩოს­თან, სა­დაც მი­დის. ხოლო უწყე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ე­რე­ვა, თუ სა­ელ­ჩო შექ­მნის პრობ­ლე­მას სა­ა­ვად­მყო­ფოს მოწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ

რა პროცედურების გავლა უწევთ ქართველ პაციენტებს, როდესაც მათ საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ

სოციაური ქსელებით, სხვადასხვა საიტებითა თუ ტელეგადაცემებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ. რა პროცედურების გავლა უწევთ პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების დროს, როდესაც მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, საქართველოში კი შესაბამისი სერვისი არ არსებობს? ამ შეკითხვით AMBEBI.GE ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს, მარინა დარახველიძეს მიმართა.

- ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს და სახელმწიფო ქვეყნის შიგნით უამრავ სერვისს აფინანსებს. მაგრამ თუ კონკრეტული სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის გარეთ, მაშინ ჩვენ ვაფინანსებთ ასეთ ოპერაციებს.

ზოგადად, როდესაც სახელმწიფოს აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, პაციენტს კი ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ, იმის გასარკვევად ქვეყნის შიგნით შეუძლია თუ არა შესაბამისი სერვისით სარგებლობა, პაციენტი დარგის ექსპერტთან იგზავნება.

თუ ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია, ვინაიდან საერთოდ არ არსებობს მსგავსი სერვისი ან არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კომისიის სხდომაზე ინდივიდუალურად იხილავს ამ პაციენტის მიერ შემოტანილ განაცხადს და კომისია გადაწყვეტს დააფინასოს თუ არა პაციენტი. დაფინანსება ხდება იმ ვალუტაში, რომელზეც მოთხოვნაა კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც პაციენტი მიიღებს სერვისს. მაქსიმუმი, რაც ტექნიკურად გაცემულა, არის 100 000 დოლარი ან ევრო. რასაკვირველია, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს საბუთები იმ კლინიკიდან, სადაც უნდა მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

- თუმცა, როდესაც ადამიანს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, ასეთ დროს წუთებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად სწრაფად იხილავს ექსპერტი პაციენტის განაცხადს?

- ძალიან ოპერატიულად, როგორც კი შემოდის განცხადება, იმ დღეს ან მეორე დღესვე შეიძლება გაიცეს პასუხი, ამასთანავე ექსპერტმა პირადად უნდა ნახოს პაციენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გასცემს დასკვნას.

- როდესაც კომისია გასცემს დადებით დასკვნას, რა არის შემდგომი პროცედურები?

- განსაკუთრებული არაფერი, ხელშეკრულება ფორმდება იმ კლინიკასთან, სადაც პაციენტი მიდის.

- თუ პაციენტს სჭირდება სპეციალური მომსახურება, შეიძლება საჭირო იყოს მისთვის წოლითი რეჟიმი, შესაძლებელია ასეთი მომსახურების გაწევა?

- დიახ, შესაძლებელია. საქმის განხილვა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული რეფერალური ან კატასტროფის მანქანა, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან უშუალოდ კომისიის წევრი არ ვარ.

- თუ, მაგალითად, მაქვს შესაბამისი თანხა, რომ თავად დავფარო საზღვარგარეთ ოპერაციის ხარჯი, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან აღარ მიწევს შეხება?

- არა, როცა თავად იხდით, ამ შემთხვევაში აღარ.

რაც შეეხება ვიზის საკითხს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, პაციენტი დამოუკიდებლად აგვარებს ამ საკითხს იმ ქვეყნის სალეჩოსთან, სადაც მიდის. ხოლო უწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ საელჩო შექმნის პრობლემას საავადმყოფოს მოწვევასთან დაკავშირებით.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია