პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ
რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბის პრობ­ლე­მა ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­შია, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მათი საქ­მი­ა­ნო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა ფუნ­ქცი­ე­ბი უნდა ჰქონ­დეს სტუ­დენ­ტურ თვით­მარ­თვე­ლო­ბას და რე­ა­ლუ­რად რას აკე­თე­ბენ ისი­ნი.

გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას თქმით, თვით­მარ­თვე­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ას უნდა ას­რუ­ლებ­დეს.

-ამ ორ­გა­ნომ უნდა იზ­რუ­ნოს სტუ­დენ­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ზრდა­ზე, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კულ­ტუ­რა­ში სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბი არის ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ აკა­დე­მი­ურ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პერ­სო­ნა­ლის გა­რე­შე თა­ვა­დაც შეძ­ლონ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც მათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ამ­დიდ­რებს. გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ კურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, უნა­რებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არ გუ­ლის­ხმობს. გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს ასე­ვე სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა­საც.

-გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა დღეს ბევ­რი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ო­ბას უწუ­ნებს სტუ­დენ­ტურ თვით­მარ­თვე­ლო­ბას

-რო­დე­საც რა­ი­მე ინ­სტი­ტუტს არ აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, ტრა­დი­ცია და ა.შ. ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბა. ის, რომ და­სავ­ლურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბის მი­მართ არის კრი­ტი­კა, მაგ­რამ მა­ინც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად ით­ვლე­ბა, ეს ათწლე­უ­ლე­ბის და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლო პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმართველობების პრობლემა ბევრ უნივერსიტეტშია, რადგან სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათი საქმიანობით უკმაყოფილოა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს სტუდენტურ თვითმართველობას და რეალურად რას აკეთებენ ისინი.

განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, თვითმართველობა სტუდენტებისთვის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

-ამ ორგანომ უნდა იზრუნოს სტუდენტების პრობლემების გადაჭრაზე, საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნების ზრდაზე, სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაფართოვებასა და სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო კულტურაში სოციალიზაციაზე.

სტუდენტური თვითმართველობები არის ასევე შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალის გარეშე თავადაც შეძლონ საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ საგანმანათლებლო გამოცდილებას გაამდიდრებს. განათლება მხოლოდ კურსების ფარგლებში მიღებულ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს არ გულისხმობს. განათლება გულისხმობს ასევე საკუთარი პროექტების განხორციელებას, თვითორგანიზებული სასწავლო პროცესების წარმართვასაც.

-გასაგებია, თუმცა დღეს ბევრი სტუდენტი მუშაობას უწუნებს სტუდენტურ თვითმართველობას

-როდესაც რაიმე ინსტიტუტს არ აქვს გამოცდილება, ტრადიცია და ა.შ. ყოველთვის ასე ხდება. ის, რომ დასავლურ უნივერსიტეტებში თვითმართველობების მიმართ არის კრიტიკა, მაგრამ მაინც უნივერსიტეტების ორგანულ ნაწილად ითვლება, ეს ათწლეულების და ზოგ შემთხვევაში საუკუნეების დამსახურებაა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია