მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები
სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც PALITRANEWS-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ცე­ცხლი ელექტრო­კა­ბე­ლებს გა­უჩ­ნდა. არის ვერ­სი­აც, თით­ქოს ხან­ძა­რი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სტამ­ბი­დან გაჩ­ნდა.

"საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტა­ძარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უ­წყდა დე­ნის მი­წო­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ამ ხან­ძრის გამო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა თვი­თონ­ვე გა­თი­შეს ელექტრო­ე­ნერ­გია, რომ უფრო სა­ში­ში არ გამ­ხდა­რი­ყო ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა" - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი თე­ი­მუ­რა­ზი PALITRANEWS-თან სა­უ­ბარ­ში.

იხი­ლეთ კად­რე­ბი სა­მე­ბის ტაძ­რი­დან

არ­ქი­მან­დრიტ იო­ა­ნეს თქმით კი, იმ სარ­თულ­ზე სა­დაც ცე­ცხლი გაჩ­ნდა, გან­თავ­სე­ბუ­ლია "ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი, ასე­ვე აქ არის სა­წყო­ბი მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლე­ბის, რო­მელ­საც ხალ­ხი წი­რავს და სტამ­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ იქ გაჩ­ნდა ცე­ცხლი, და­ზუს­ტე­ბით ვერ გე­ტყვით".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კვამ­ლი სა­მე­ბის ტაძ­რის პირ­ველ სარ­თულ­ზეა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო და სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟე­ბი. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაძ­რი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდა. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები

სამებაში ხანძრის გაჩენის რა ვერსიებზე საუბრობენ სასულიერო პირები

სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის ვერსიებზე საუბრობენ. როგორც PALITRANEWS-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა. არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა.

"საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარს მოულოდნელად შეუწყდა დენის მიწოდება. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ამ ხანძრის გამო, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ შესაძლოა თვითონვე გათიშეს ელექტროენერგია, რომ უფრო საშიში არ გამხდარიყო ხანძრის გავრცელება" - ამბობს დეკანოზი თეიმურაზი PALITRANEWS-თან საუბარში.

იხილეთ კადრები სამების ტაძრიდან

არქიმანდრიტ იოანეს თქმით კი, იმ სართულზე სადაც ცეცხლი გაჩნდა, განთავსებულია "ახალგაზრდული ცენტრი, ასევე აქ არის საწყობი მეორადი ტანსაცმელების, რომელსაც ხალხი წირავს და სტამბა. სავარაუდოდ, სწორედ იქ გაჩნდა ცეცხლი, დაზუსტებით ვერ გეტყვით".

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია