სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში
 რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში

სა­ქარ­თვე­ლო­დან ეს­პა­ნეთ­ში სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­სუ­ლი არც ერთი სტუ­დენ­ტი არ და­შა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში "ერას­მუ­სის" გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით 2 ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ხერ­ხდა და ისი­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლან.

თსუ-ს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თეა გერ­გე­და­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­ძი­ე­ბა.

"ამ დრო­ის­თვის, "ერას­მუ­სის" მო­ბი­ლო­ბით ეს­პა­ნეთ­ში 2 სტუ­დენ­ტი გვყავს და ორი­ვე მათ­გა­ნი კარ­გა­დაა. მაგ­რამ გვყავს ასე­ვე სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი. "ერას­მუ­სის" პროგ­რა­მით სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლე­ბი არი­ან იტა­ლი­ა­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, სლო­ვა­კეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში. ეს იყო "ერას­მუ­სე­ბის" სა­ერ­თო შეკ­რე­ბა, ფეს­ტი­ვა­ლი. ამ­ჟა­მად ვეხ­მი­ა­ნე­ბით ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს, თუმ­ცა არ მგო­ნია ვინ­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო წა­სუ­ლი. სა­ეჭ­ვო იყო ეს­პა­ნე­თი და იტა­ლია, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის დას­ტურ­დე­ბა, რომ არც ერთი ამ ქვეყ­ნი­დან ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტთა­გა­ნი არ მი­დი­ო­და აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე", - გა­ნა­ცხა­და თეა გერ­გე­და­ვამ.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბარ­სე­ლო­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ეს­პა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია. "ამ ეტაპ­ზე რა მო­ნა­ცე­მე­ბიც აქვთ ეს­პა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან", - აღ­ნიშ­ნეს უწყე­ბა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ დად­გე­ნის პრო­ცეს­შია.

ეს­პა­ნე­თის პრო­ვინ­ცია ტა­რა­გო­ნა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 14 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია 30-ზე მეტი. და­ღუ­პულ­თა შო­რის უმე­ტე­სო­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტია, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნეთ­ში "ერას­მუ­სის" სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით არი­ან ჩა­სუ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში

 რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში

საქართველოდან ესპანეთში სტუდენტური გაცვლითი პროგრამით წასული არც ერთი სტუდენტი არ დაშავებულა. როგორც AMBEBI.GE-ს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, ამჟამად ესპანეთში "ერასმუსის" გაცვლითი პროგრამით 2 ქართველი სტუდენტი იმყოფება, მათთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან.

თსუ-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თეა გერგედავას ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართველი სტუდენტების შესახებ ინფორმაციით მოძიება.

"ამ დროისთვის, "ერასმუსის" მობილობით ესპანეთში 2 სტუდენტი გვყავს და ორივე მათგანი კარგადაა. მაგრამ გვყავს ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუდენტები. "ერასმუსის" პროგრამით საქართველოდან წასულები არიან იტალიაში, პორტუგალიაში, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, სლოვაკეთსა და ესპანეთში. ეს იყო "ერასმუსების" საერთო შეკრება, ფესტივალი. ამჟამად ვეხმიანებით ყველა ქვეყანაში გამგზავრებულ სტუდენტებს, თუმცა არ მგონია ვინმე რომ ყოფილიყო წასული. საეჭვო იყო ესპანეთი და იტალია, თუმცა ამ დროისთვის დასტურდება, რომ არც ერთი ამ ქვეყნიდან ქართველი სტუდენტთაგანი არ მიდიოდა აღნიშნულ ფესტივალზე", - განაცხადა თეა გერგედავამ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ესპანელ სამართალდამცველებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. "ამ ეტაპზე რა მონაცემებიც აქვთ ესპანელ სამართალდამცავებს, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან", - აღნიშნეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დეტალები ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია.

ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-ზე მეტი. დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია