მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში მომხდარ ავარიას გაცვლითი პროგრამის 14 სტუდენტი ემსხვერპლა
 ესპანეთში მომხდარ ავარიას გაცვლითი პროგრამის 14 სტუდენტი ემსხვერპლა

სულ მცი­რე 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა დღეს ეს­პა­ნე­თის პრო­ვინ­ცია ტა­რა­გო­ნა­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად. ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 06:00 სა­ათ­ზე, ქა­ლაქ ამ­პოს­ტას­თან ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­საც 56 ადა­მი­ა­ნი ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­დაჰ­ყავ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის უმე­ტე­სო­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტია, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნეთ­ში "ერას­მუ­სის" სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით არი­ან ჩა­სუ­ლე­ბი. ამ დრო­ის­თვის ტრა­სა, სა­დაც ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­და, გა­და­კე­ტი­ლია. ავა­რი­ის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის მიერ მარ­თვის და­კარ­გვაა.

იხი­ლეთ ვი­დეო

AMBEBI.GE არ­კვევს, არი­ან თუ არა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი "ერას­მუ­სის" პროგ­რა­მით აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­შა­ვე­ბის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი წე­სით იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ავა­რია მოხ­და, არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ამას­თან, თსუ-ში აცხა­დე­ბენ, რომ სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის, "ერას­მუ­სის" ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს და­ეგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რათა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა მოხ­დეს ეს­პა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან.

წა­ი­კი­თხეთ: რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ ეს­პა­ნეთ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით მყოფ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­ზე თსუ-ში

ესპანეთში მომხდარ ავარიას გაცვლითი პროგრამის 14 სტუდენტი ემსხვერპლა

 ესპანეთში მომხდარ ავარიას გაცვლითი პროგრამის 14 სტუდენტი ემსხვერპლა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა დღეს ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქალაქ ამპოსტასთან ავტომანქანას შეეჯახა ავტობუსი, რომელსაც 56 ადამიანი ბარსელონაში გადაჰყავდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა უცხოელი სტუდენტია, რომლებიც ესპანეთში "ერასმუსის" სტუდენტური გაცვლითი პროგრამით არიან ჩასულები. ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მძღოლის მიერ მართვის დაკარგვაა.

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE არკვევს, არიან თუ არა ქართველი სტუდენტები "ერასმუსის" პროგრამით აღნიშნულ რეგიონში. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან წასული სტუდენტების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც AMBEBI.GE-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, საქართველოდან გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტები წესით იმ რეგიონში, სადაც ავარია მოხდა, არ უნდა ყოფილიყვნენ. ამასთან, თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტური გაცვლითი პროგრამის, "ერასმუსის" ყველა მონაწილეს დაეგზავნა შეტყობინება, ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რათა დამატებითი დეტალების მოძიება მოხდეს ესპანეთში საქართველოს საელჩოდან.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ესპანეთში გაცვლითი პროგრამით მყოფ ქართველ სტუდენტებზე თსუ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია