პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის ძალიან მნიშვნელოვანია" - რისთვის აძლევს პატრიარქი მრევლს რეკომენდაციებს
"სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის ძალიან მნიშვნელოვანია" - რისთვის აძლევს პატრიარქი მრევლს რეკომენდაციებს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დელ ქა­და­გე­ბა­ზე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი და ტუ­ბელ­კუ­ლოზ­თან მებ­რძო­ლი ექი­მე­ბი და­ლო­ცა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა დღე­ვან­დელ ქა­და­გე­ბა­ზე აღ­ნიშ­ნა, 24 მარ­ტი ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. მან­ვე მრევლს ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა.

"დღეს ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვი­ფიქ­როთ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ფი­ზი­კუ­რად უჭირთ. 24 მარტს არის ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. დღეს აქ არი­ან სა­ხე­ლო­ვა­ნი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბენ ამ სენს. მაგ­რამ ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რით შეგ­ვიძ­ლია ვებ­რძო­ლოთ ამ ავად­მყო­ფო­ბას. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი, რომ­ლი­თაც უნდა გა­ვუმკლავ­დეთ ამ და­ა­ვა­დე­ბას, ეს არის პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა და ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს თა­ვის პი­რის ღრუ­ზე. პი­რის ღრუ არის მთა­ვა­რი ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ინ­ფექ­ცია ვრცელ­დე­ბა. ამი­ტომ სი­სუფ­თა­ვე ლო­გი­ნის, ტან­საც­მლის, სახ­ლის, ჰა­ე­რის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ, თუ რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ამ და­ა­ვა­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, ადრე ცი­ხე­ე­ბი იყო ამ მხრივ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. დღეს სი­ტუ­ა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ახლა თან­და­თან უფრო მე­ტად სი­სუფ­თა­ვეა, თუმ­ცა ადრე ცი­ხე­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო და მთა­ვა­რი გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სწო­რედ ციხე იყო. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბაც ნაკ­ლე­ბია. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან მებ­რძო­ლი ექი­მე­ბი", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის ძალიან მნიშვნელოვანია" - რისთვის აძლევს პატრიარქი მრევლს რეკომენდაციებს

"სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის ძალიან მნიშვნელოვანია" - რისთვის აძლევს პატრიარქი მრევლს რეკომენდაციებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ტუბერკულოზით დაავადებულები და ტუბელკულოზთან მებრძოლი ექიმები დალოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე აღნიშნა, 24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მანვე მრევლს ტუბერკულოზთან საბრძოლველად კონკრეტული რეკომენდაციები მისცა.

"დღეს ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ. 24 მარტს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეს აქ არიან სახელოვანი ექიმები, რომლებიც მკურნალობენ ამ სენს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ავადმყოფობას. პირველი და მთავარი, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, ეს არის პირადი ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობს თავის პირის ღრუზე. პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, საიდანაც ინფექცია ვრცელდება. ამიტომ სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადრე ციხეები იყო ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს სიტუაცია ამ მიმართულებით გამოსწორებულია. "ძალიან მნიშვნელოვანია ციხეებში არსებული მდგომარეობა. ახლა თანდათან უფრო მეტად სისუფთავეა, თუმცა ადრე ციხეში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და მთავარი გავრცელების ადგილი ტუბერკულოზის სწორედ ციხე იყო. ჩვენი ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს და შესაბამისად, გავრცელებაც ნაკლებია. ღმერთმა დალოცოს ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები და ტუბერკულოზთან მებრძოლი ექიმები", - ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია