პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან
"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან

მსოფ­ლიო შო­უ­ბიზ­ნესს კი­დევ ერთი ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი შე­ე­მა­ტა. რო­გორც E! News წერს "მის სამ­ყა­რო 2015"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პია ალონ­სო ვურცბა­ხი და პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ექი­მად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ხა­ილ ვარ­შავ­სკი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან.

წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ერთი თვის წინ გაჩ­ნდა პრე­სა­ში, როცა პა­პა­რა­ცებ­მა მია და მი­ხა­ი­ლი ნიუ-იორ­კის რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს. პირ­ვე­ლად ექი­მი გა­მო­უ­ტყდა მე­დი­ას, რომ ულა­მა­ზეს ფი­ლი­პი­ნელს ხვდე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პიამ ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სი შეც­ვა­ლა ფე­ის­ბუქ­ზე.

ვურცბახ­მა სამ­ყა­როს ულა­მა­ზე­სი ქა­ლის ტი­ტუ­ლი 20 დე­კემ­ბერს ლას-ვე­გას­ში, საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რად მო­ი­პო­ვა. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ ინ­ცი­დენ­ტი, როცა შოუს წამ­ყვა­ნის, სტივ ჰარ­ვის შეც­დო­მის გამო, გვირ­გვი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად 21 წლის კო­ლუმ­ბი­ელს არი­ან­დე გუ­ტი­ე­რეს არე­ვა­ლოს გა­დას­ცეს. მას შემ­დეგ, რაც კო­ლუმ­ბი­ელს თავ­ზე გვირ­გვი­ნი და­ად­გეს, ჰარ­ვიმ გა­ნა­ცხა­და, რომ არას­წო­რად ამო­ი­კი­თხა ბა­რათ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სა­ხე­ლი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ტი­ტუ­ლი მის ჭეშ­მა­რიტ მფლო­ბელს ფი­ლი­პი­ნელ პიას გა­დას­ცეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხა­ილ ვარ­შავ­სკის, ნიუ ჯერ­სე­ლი ექი­მი ინ­სტაგ­რამ­ზე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ქა­ლე­ბი პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ექი­მად აღი­ა­რე­ბენ. მან ცოტა ხნის წინ საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ონ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბულ­საც ექიმ­თან რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მო­და. აუქ­ცი­ო­ნის დროს შეგ­რო­ვი­ლი ფული საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უწევს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან

"მის სამყარო" და პლანეტის ყველაზე სექსუალური ექიმი შეყვარებულები არიან

მსოფლიო შოუბიზნესს კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი შეემატა. როგორც E! News წერს "მის სამყარო 2015"-ის გამარჯვებული პია ალონსო ვურცბახი და პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად დასახელებული მიხაილ ვარშავსკი ერთმანეთს ხვდებიან.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები ერთი თვის წინ გაჩნდა პრესაში, როცა პაპარაცებმა მია და მიხაილი ნიუ-იორკის რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს. პირველად ექიმი გამოუტყდა მედიას, რომ ულამაზეს ფილიპინელს ხვდება, მოგვიანებით კი პიამ ურთიერთობის სტატუსი შეცვალა ფეისბუქზე.

ვურცბახმა სამყაროს ულამაზესი ქალის ტიტული 20 დეკემბერს ლას-ვეგასში, საკმაოდ სკანდალურად მოიპოვა. ალბათ ყველას გახსოვთ ინციდენტი, როცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი თავდაპირველად 21 წლის კოლუმბიელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი და რამდენიმე წუთში ტიტული მის ჭეშმარიტ მფლობელს ფილიპინელ პიას გადასცეს.

რაც შეეხება მიხაილ ვარშავსკის, ნიუ ჯერსელი ექიმი ინსტაგრამზე ძალიან პოპულარულია და ქალები პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარებენ. მან ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულსაც ექიმთან რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობა მიეცემოდა. აუქციონის დროს შეგროვილი ფული საქველმოქმედო ფონდს გადაეცა, რომელიც სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს უწევს ფინანსურ დახმარებას.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს