საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია
რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჟურ­ნა­ლისტ ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვას სახ­ლში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­ვაზ კ. და­ა­კა­ვეს. 26 წლის მა­მა­კაცს ყა­ჩა­ღო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა ედე­ბა ბრა­ლად.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რე­ვაზ კ.-მ 14 მარტს, ღა­მით, თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, ზაზა ცი­ციშ­ვი­ლი­სა და ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვას სახ­ლში უკა­ნო­ნოდ შე­აღ­წია, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვას ია­რა­ღის მუ­ქა­რით გას­ტა­ცა ოქ­როს ბე­ჭე­დი, 200 ლარი, 2 ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, 2 ნო­უთ­ბუ­ქი, 400 დო­ლა­რი და რა­რი­ტე­ტუ­ლი მედ­ლე­ბი. მან სახ­ლში მყოფ ხუთ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, ერთ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს, ერთ სა­ათ­ზე მეტი ნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

ბო­როტ­მოქ­მედ­თან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ზაზა ცი­ციშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვას და­ნით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ად­გათ. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რე­ვაზ კ. ყა­ჩა­ღო­ბი­დან 5 დღე­ში ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "აბა­ზა­ნის ხა­ლა­თი ეცვა, დე­და­ჩე­მის ფი­რუ­ზის­ფე­რი ხელ­თათ­მა­ნი ეკე­თა და ორი დანა ეჭი­რა" - ქე­თე­ვან იგ­ნა­ტო­ვა და­ყა­ჩა­ღე­ბის დე­ტა­ლებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია

რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. დააკავეს. 26 წლის მამაკაცს ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ციციშვილისა და ქეთევან იგნატოვას სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან იგნატოვას იარაღის მუქარით გასტაცა ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები. მან სახლში მყოფ ხუთ ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი ნის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

იხილეთ დაკავების კადრები

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ზაზა ციციშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან იგნატოვას დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რევაზ კ. ყაჩაღობიდან 5 დღეში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ: "აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ