წარმატებული ადამიანები ინტერვიუებში წარმატების საიდუმლოდ მუდამ ოჯახს ასახელებენ, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ცნობილ ქართველ მრავალშვილიან მამებზე მოგიყვებით:
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი მრავალშვილიანი მამა გახლავთ. მას 4 შვილი ჰყავს - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის გვანცას და ცოტნეს მსგავსად ხშირად არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით ბერა ივანიშვილზე. ბერა მღერის და პროდიუსერიცაა. მუსიკით არის გატაცებული გვანცა ივანიშვილიც.
გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი - ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს ჰყავს: ნინო, ანა, გიორგი და ნიკოლოზი. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერმა გაამხილა, ხასიათთ მას ყველაზე მეტად უმცროსი ვაჟი ჰგავს: "ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმე".
ლაშა პაპაშვილი
საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენს 6 შვილი ჰყავს. ის თურმე აქტიურად ერევა საკუთარი შვილების სწავლა-განათლებაში და ცდილობს წიგნები შეაყვაროს. "ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც. ვცდილობ შაბათ-კვირა უპირატესად მათთან გავატარო. რაც წამოიზარდნენ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქტიურად ვერევი მათ სწავლა-განათლებაში. მინდა, ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და შვილებს თვითონ წაუკითხოს წიგნები.
დიმიტრი ლორთქიფანიძე
პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძეს 8 შილი ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, უმცროსი ვაჟის დაბადებას თურმე ცოტა მოუმზადებლად შეხვდა: "რამდენიმე დღე მივლინებით საზღვარგარეთ მომიწია ყოფნა, იქიდან ანდრიას პატარა ფეხსაცმელი ჩამოვუტანე. ერთი სიტყვით, სანამ დაიბადებოდა, წინასწარ გამოვაწყვეთ. როგორც მოგეხსენებათ, ახლა ბავშვებს საფენებით აღარ კოჭავენ, თავისუფლად აცმევენ, მე კი ეს მომზადებული ნივთები თავის კალათიანად სახლში დამრჩა. ანდრია სამშობიაროდან ისე გამოვიყვანეთ, როგორც იქიდან არავინ გამოჰყავთ. ხალხი გაკვირვებული იყო, ასეთი მოუმზადებელი რომ ვჩანდით. ყველა ცდილობს, ბავშვი სამშობიაროდან პომპეზურად გამოიყვანოს, ამასაც თავისი რიტუალური დატვირთვა აქვს, ამ შემთხვევაში ანდრია ჩაუცმელი იყო, უბრალოდ სახვევში გადახვეული" განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა