სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და პატიმრები სძულს
ეკა ბესელია - ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და პატიმრები სძულს

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მა­ტყუ­ა­რა, თაღ­ლი­თი, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბე­ლი, მე­რო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭუ­ნაა, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი და კი­დევ უფრო მე­ტად პა­ტიმ­რე­ბი სძულს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევრ, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"არ მგო­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეკა ბე­სე­ლია ალე­კო ელი­საშ­ვი­ლით გა­იც­ნო. მე­გო­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რად უფრო ადრე გა­მიც­ნო, მა­შინ როცა ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, მა­ში­ნაც კარ­გად გა­მიც­ნო, რო­დე­საც მან­და­ტი დავ­ჭე­რი და პარ­ლა­მეტნ­ში არ შე­ვე­დი და კი­დევ უკე­თე­სად გა­მიც­ნო მა­შინ, როცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ორი მძე­ვა­ლი ჰყავ­და – ჩემი შვი­ლი და ძმა და ორი წელი მარ­თლაც ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რე. არა­ვის არ ვუ­სურ­ვებ იმას, რაც მე პი­რა­დად გა­ვი­ა­რე. ამ უბე­დურ­მა ელი­საშ­ვილ­მა რითი უნდა გა­მომ­ცა­დოს და გა­აც­ნოს ჩემი თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ მან თქვა, რომ ის ახ­ლად დამ­წყე­ბი პოლ­ტი­კო­სია და რო­გორც ჩანს, ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად გა­ეც­ნო. მა­ტყუ­ა­რა, თაღ­ლი­თი, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბე­ლი, მე­რო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭუ­ნაა, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი და კი­დევ უფრო მე­ტად პა­ტიმ­რე­ბი სძულს. მას მი­ზა­ნი ჰქონ­და ის, რომ იმ გუნ­და­თან ერ­თად, რომ­ლის ძა­ლი­ან მდა­რე ნარ­ჩე­ნიც ის გახ­ლავთ, შე­ტე­ვე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ და დას­ძი­ნა, რომ ელი­საშ­ვი­ლის გუნდში მათ გუ­ლის­ხმობს, ვინც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არის.

რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, რომ ინ­დულ­გენ­ცია შე­ექ­მნა, რად­გან დე­პუ­ტა­ტის თქმით, მან ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე პა­ტიმ­რის წე­რი­ლი მი­ი­ღო, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ელი­საშ­ვი­ლი მათ­გან გარ­კვე­ულ თან­ხას ითხოვ­და.

ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, მან წე­რი­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­და­აგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ეკა ბესელია - ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და პატიმრები სძულს

ეკა ბესელია - ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და პატიმრები სძულს

ალეკო ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, ყველაფრისმკადრებელი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და კიდევ უფრო მეტად პატიმრები სძულს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში თბილისის საკრებულოს წევრ, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა.

"არ მგონია საზოგადოებამ ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილით გაიცნო. მეგონია, საზოგადოებამ ბევრად უფრო ადრე გამიცნო, მაშინ როცა ადვოკატი ვიყავი, მაშინაც კარგად გამიცნო, როდესაც მანდატი დავჭერი და პარლამეტნში არ შევედი და კიდევ უკეთესად გამიცნო მაშინ, როცა წინა ხელისუფლებას ორი მძევალი ჰყავდა – ჩემი შვილი და ძმა და ორი წელი მართლაც ჯოჯოხეთი გავიარე. არავის არ ვუსურვებ იმას, რაც მე პირადად გავიარე. ამ უბედურმა ელისაშვილმა რითი უნდა გამომცადოს და გააცნოს ჩემი თავი საზოგადოებას, მაგრამ მან თქვა, რომ ის ახლად დამწყები პოლტიკოსია და როგორც ჩანს, ამით საზოგადოებას თავად გაეცნო. მატყუარა, თაღლითი, ყველაფრისმკადრებელი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და კიდევ უფრო მეტად პატიმრები სძულს. მას მიზანი ჰქონდა ის, რომ იმ გუნდათან ერთად, რომლის ძალიან მდარე ნარჩენიც ის გახლავთ, შეტევები განეხორციელებინა", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ელისაშვილის გუნდში მათ გულისხმობს, ვინც ახლა ხელისუფლებაში არ არის.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ალეკო ელისაშვილი ცდილობდა, რომ ინდულგენცია შეექმნა, რადგან დეპუტატის თქმით, მან ციხიდან რამდენიმე პატიმრის წერილი მიიღო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი მათგან გარკვეულ თანხას ითხოვდა.

ეკა ბესელიას თქმით, მან წერილები საგამოძიებო ორგანოში გადააგზავნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."