მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა
მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 29-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­ვი­გეთ, ასე­თი ან­გა­რი­შე­ბი ერ­თკვი­რი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით არ მო­დის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­მი­ნე­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრე­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "ბორ­ჯღა­ლო­სან­თა" გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 29-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­ვი­გეთ. ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია და ეს ერ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. ასე­თი ან­გა­რი­შე­ბი ერ­თკვი­რი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით არ მო­დის, ამი­ტომ მი­ხა­რია, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ. რამ­დე­ნი­მე მო­რაგ­ბეს თუ არ ჩავ­თვლით, ეს იყო ის უძ­ლი­ე­რე­სი შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გვყავს, თუმ­ცა ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა არ არის ეს 23 მო­თა­მა­შე - გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის წევ­რე­ბი ნო­ემ­ბრის ტეს­ტებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აქე­დან­ვე მინ­და იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი ნო­ემ­ბე­რი გვე­ლის", - გა­ნა­ცხა­და მილ­ტონ ჰე­იგ­მა.

ამას­თან, მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელს რჩე­ვა მის­ცა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელს, რო­გორც უცხო­ელს, ვურ­ჩევ, აქ ჩა­მო­ვი­დეს და იცხოვ­როს, შე­იგ­რძნოს აქა­უ­რო­ბა და აქა­უ­რი კულ­ტუ­რა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვე­რა­ნა­ირ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს", - გა­ნა­ცხა­და ჰე­იგ­მა.

თა­ვის მხრივ, "ბორ­ჯღა­ლო­სან­თა" კა­პი­ტან­მა შალ­ვა სუ­თი­აშ­ვილ­მა პრე­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ნაკ­რე­ბი "ექვს ერში" სა­თა­მა­შოდ მზა­დაა.

"დიდი და სა­ა­მა­ყო გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა ამ მატ­ჩის შემ­დეგ. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დით. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მო­ვი­და სტა­დი­ონ­ზე და გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სა­თა­მა­შოდ მზად ვართ. თუ ვინ­მეს ეჭვი ეპა­რე­ბა, ჩა­მო­ვი­დეს აქ და და­ვა­ნა­ხებთ", - გა­ნა­ცხა­და სუ­თი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო-რუ­მი­ნე­თის მატ­ჩი "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მორ­გა­ბე­თა ნაკ­რებ­მა მე­ტო­ქეს 6 ლელო გა­უ­ტა­ნეს და ან­გა­რი­შით 38:9 გა­ი­მარ­ჯვეს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ევ­რო­პის ერთა თას­სა და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის თასს და­ე­უფლნენ, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­მი­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში თა­მაშ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა

მილტონ ჰეიგი - საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვურჩევ, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს, შეიგრძნოს აქაური კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ, ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საქართველო-რუმინეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით დამთავრდა.

"ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ყველა ბედნიერია და ეს ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, ამიტომ მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას. აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ამასთან, მან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რჩევა მისცა.

"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ჰეიგმა.

თავის მხრივ, "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა პრეკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნაკრები "ექვს ერში" სათამაშოდ მზადაა.

"დიდი და საამაყო გრძნობა მეუფლება ამ მატჩის შემდეგ. თითოეული ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სათამაშოდ მზად ვართ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს აქ და დავანახებთ", - განაცხადა სუთიაშვილმა.

საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორგაბეთა ნაკრებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს. გამარჯვებული "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"