პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალაიებმა სიხარულით ამცნეს სააკაშვილს, რომ 2 სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი" - ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
"ახალაიებმა სიხარულით ამცნეს სააკაშვილს, რომ 2 სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი" - ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს ერთ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ძმებ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მი­უ­ტა­ნეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

"მე რა­საც შე­ვეს­წა­რი იყო ორი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ახა­ლა­ი­ებ­მა დიდი სი­ხა­რუ­ლით ამ­ცნეს, რომ ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ჰყავ­დათ ჩა­წე­რი­ლი. უთხრეს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს შე­მო­ი­ნა­ხავ­დნენ მათ­თან სა­ურ­თი­ერ­თო­ბოდ. ეს იყო ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ახა­ლი მო­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამის შემ­დეგ, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, მსგავ­სი რამ არ გა­მი­გია.. მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩემი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და და მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო სი­ბინ­ძუ­რე. ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი, მისი გარ­ყვნი­ლი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­იძ­ლე­ბა მას უშუ­ა­ლოდ ვინ­მეს­თვის არ და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ნება და­ერ­თო უთ­ქმე­ლად", - ამ­ბობს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "დი­ას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

ექსმი­ნის­ტრი ბოლო დღე­ებ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქტსაც ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვალს გა­მო­რი­ცხავს.

"ამ სა­კითხს გა­მომ­ძი­ებ­ლის მიდ­გო­მე­ბით უნდა მი­ვუდ­გეთ, გა­ვი­გოთ მო­ტი­ვი და და­ვად­გი­ნოთ წარ­მო­მადვ­ლო­ბა. მო­ტი­ვი არის ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვა. ეს გა­მო­რი­ცხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძავ­ბა აწყობ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იწე­რე­ბო­და. ეს ყვე­ლამ იცის, რომ ესე იყო", - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ახალაიებმა სიხარულით ამცნეს სააკაშვილს, რომ 2 სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი" - ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"ახალაიებმა სიხარულით ამცნეს სააკაშვილს, რომ 2 სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი" - ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების დაშანტაჟება წინა ხელისუფლების დროს აქტიურად ხდებოდა. ოქრუაშვილი იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც ძმებმა ახალაიებმა სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიუტანეს მიხეილ სააკაშვილს.

"მე რასაც შევესწარი იყო ორი შემთხვევა, როდესაც ახალაიებმა დიდი სიხარულით ამცნეს, რომ ორი სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი. უთხრეს, რომ ამ ყველაფერს შემოინახავდნენ მათთან საურთიერთობოდ. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსულები ვიყავით ხელისუფლებაში. ამის შემდეგ, სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, მსგავსი რამ არ გამიგია.. მე ამ ყველაფერზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა და მაშინვე ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი იყო სიბინძურე. ყველაფრის სათავე იყო სააკაშვილი, მისი გარყვნილი ბუნებიდან გამომდინარე. შეიძლება მას უშუალოდ ვინმესთვის არ დაევალებინა, მაგრამ ნება დაერთო უთქმელად", - ამბობს ოქრუაშვილი ტელეკომპანია "დიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო

ექსმინისტრი ბოლო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტსაც ეხმაურება და ამ ყველაფერში ხელისუფლების კვალს გამორიცხავს.

"ამ საკითხს გამომძიებლის მიდგომებით უნდა მივუდგეთ, გავიგოთ მოტივი და დავადგინოთ წარმომადვლობა. მოტივი არის ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა. ეს გამორიცხავს ხელისუფლების მონაწილეობას ამაში. ხელისუფლებას არ შეიძლება ქვეყანაში სიტუაციის დაძავბა აწყობდეს. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების პირობებში იწერებოდა. ეს ყველამ იცის, რომ ესე იყო", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."