პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან
პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ხვდე­ბი­ან. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბი­ან. ფა­რულ თვალ­თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შეხ­ვედ­რას ასე­ვე პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი თა­მარ ქალ­და­ნიც ეს­წრე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მისი კო­მი­ტე­ტი პარ­ლა­მენტს ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას წა­რუდ­გენს.

"ჩვენ უკვე მზად გვაქვს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბა სწრა­ფად გვინ­და რომ მოხ­დეს. ეს ეხე­ბა სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბას და ამა­ვე დროს არ­სე­ბულ მუხ­ლებ­ში, რო­მელ­შიც ცვლი­ლე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­ვი­და და ჩა­ი­წე­რა, რომ თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მოჰ­ყვა, მა­შინ არის დას­ჯა­დი პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ხელ­ყო­ფა, ეს იყოს ამო­ღე­ბუ­ლი. არა­ვი­თა­რი მაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა და­მა­ტე­ბით არ სჭირ­დე­ბა, თუკი ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხუ­რი და პი­რა­დი სივ­რცე", _ აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან. ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, უახლოეს პერიოდში მისი კომიტეტი პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.

"ჩვენ უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი, რომლის ინიცირება სწრაფად გვინდა რომ მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და ამავე დროს არსებულ მუხლებში, რომელშიც ცვლილება წინა ხელისუფლების დროს შევიდა და ჩაიწერა, რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა, მაშინ არის დასჯადი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, ეს იყოს ამოღებული. არავითარი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამატებით არ სჭირდება, თუკი ირღვევა ადამიანის ოჯახური და პირადი სივრცე", _ აღნიშნა ბესელიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ