პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში
„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია, მისი გმი­რის­გან, თი­ნას­გან, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით ცხოვ­რობს... ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­შია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­დარ­თუ­ლი, ზრდის წლი­სა და 4 თვის გიოს და ამავდრო­უ­ლად საკ­მა­ოდ რთულ, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ჰყავს უფ­რო­სი შვი­ლი. მა­კას შვი­ლებ­ზე და დე­დო­ბის სირ­თუ­ლე­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- გიო წლის და 4 თვის ხდე­ბა, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ასა­კი აქვს. ძა­ლი­ან ბევ­რს და­დის და არ ლა­პა­რა­კობს, მუნ­ჯუ­რად გვა­გე­ბი­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც უნდა, ვცდი­ლობ ვათ­ქმე­ვი­ნო სი­ტყვე­ბი, მაგ­რამ ის მა­ინც თა­ვის ენა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ნუცი რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა ბავ­შვის გაზ­რდა­ში, თუ რჩე­ბა ამის­თვის დრო?

- ბავ­შვს მარ­ტო ვზრდი, ძი­ძის გა­რე­შე, ახლა დე­და­ჩე­მიც არაა ქა­ლაქ­ში. როცა აქაა, მა­ში­ნაც სულ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სახ­ლში ნა­ხე­ვარ სა­ათს რომ წა­მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე, ეგეც კარ­გია... მე, რო­გორც დე­დას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი მაქვს, იმი­ტომ, რომ უფ­რო­სი შვი­ლი მყავს თი­ნე­ი­ჯე­რი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, პა­ტა­რა კი ახლა იწყებს სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას, და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი, აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი და ეპო­ტი­ნე­ბა რა­საც წვდე­ბა. ისე­თი "ბნე­ლი" კუ­თხი­დან ისეთ პა­ტა­რა დე­ტალს ამო­აძ­რობს ხოლ­მე, მიკ­ვირს, ან სა­ი­დან ხე­დავს ან რო­გორ უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ პა­ტა­რა რა­ღა­ცას შე­ე­ხოს. თუნ­დაც მტვე­რი იყოს, ყვე­ლა­ფე­რი რომ გაწ­მინ­დო, და­ა­სუფ­თა­ვო, მა­ინც პო­უ­ლობს რა­ღაც ისეთს, რომ­ლის გე­მოც აინ­ტე­რე­სებს და პი­რის­კენ მი­აქვს. ამ დროს რა დღე­ში ვარ, ალ­ბათ ამას ყვე­ლა დედა გა­ი­გებს. ორი­ვე შვილს ძა­ლი­ან რთუ­ლი ასა­კი აქვს და მგო­ნია, რომ ამა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი დე­დის­თვის არ არ­სე­ბობს. ნუცი ახლა იმ ასაკ­შია, როცა უნდა მე­გობ­რე­ბი, გარ­თო­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, არ მეხ­მა­რე­ბა. 5 წუ­თით თუ და­ი­ტო­ვებს ხოლ­მე, რომ ან მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვიქ­ცე, ან აბა­ზა­ნა­ში შე­ვი­დე, ესეც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სახ­ლშია და არ­სად მი­დის, თო­რემ რამე რომ გა­და­დოს იმის გამო, რომ მე მო­მეხ­მა­როს, ამის შან­სი არ არის. ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად გვყავს ძაღ­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე ცალ­კე ყუ­რა­დღე­ბა და ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­სე­ირ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. იმ დღეს და­ვუ­რე­კე ნუ­ცის და ვკი­თხე, რო­დის მოხ­ვალ-მეთ­ქი, მინ­დო­და ძაღ­ლი გა­ე­სე­ირ­ნე­ბი­ნა და და­მა­რი­გა, რა იყო, მო­კი­დე ხელი და გა­იყ­ვა­ნეო. მარ­თლა გა­ვიყ­ვა­ნე, იმი­ტომ რომ სხვა გზა არ მქონ­და... ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვი­ყა­ვი, ერთ ხელ­ში ბავ­შვი მე­ჭი­რა აღ­ვი­რით და მე­ო­რე ხელ­ში - ძაღ­ლი სა­ყე­ლუ­რით, ორს ერ­თად და­ვა­ტა­რებ­დი აქეთ-იქით, ალ­ბათ უცხო თვა­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და­სა­ნა­ხი ვიქ­ნე­ბო­დი.

- მარ­თა­ლია, ნუ­ცი­საც მეს­მის, მაგ­რამ რო­გორც დე­დას ხომ არ გწყინს მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ყვე­ლას გა­მოვ­ლი­ლი გვაქვს ეგ ასა­კი და ყვე­ლამ ვი­ცით, რაც არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მწყინს. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ცოტა სხვა­ნა­ი­რი ყოფ­ლი­ყო და ეფიქ­რა იმა­ზეც, რომ დე­დას ხელი გა­ვუ­მარ­თოო, მაგ­რამ რად­გან არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ყვე­ლა­ფერს, სხვა ვერ და­ა­ძა­ლებს. თვი­თონ რო­გორც გა­და­წყვეტს, ისე მო­იქ­ცე­ვა, მეც ვერ და­ვა­ძა­ლებ... რა­ნა­ი­რად და­ვა­ძა­ლო, მოდი მო­მეხ­მა­რე-მეთ­ქი, თუ თვი­თონ არ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი

- რამ­დე­ნად გა­ურ­თულ­და ხა­სი­ა­თი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა?

- ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სირ­თუ­ლე და ყვე­ლა გა­დის ამ პრო­ცესს, მაგ­რამ ნუ­ცის ხა­სი­ა­თი ძა­ლი­ან შე­ეც­ვა­ლა, ერთ წუთ­ში რომ კარგ ხა­სი­ათ­ზეა, მო­უ­ლო­დენ­ლად ცუდ გან­წყო­ბა­ზე დგე­ბა, ამან გა­მი­ჩი­ნა ეჭვი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნო­და. წა­ვიყ­ვა­ნე, გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, მაგ­რამ ესეც გა­მო­ი­რი­ცხა, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ ეს ცვა­ლე­ბა­დო­ბა გარ­და­ტე­ხის ასა­კის ბრა­ლია. ერთი სული მაქვს, რო­დის გა­და­ივ­ლის და დამ­თავ­რდე­ბა ეს პე­რი­ო­დი. ერთ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა ვიყო "დე­დუ­სი" და ჩემ­ზე უკე­თე­სი არა­ვინ ჰყავდს, მე­ო­რე წუთ­ში კი გავ­ხდე მისი მტე­რი, ელე­მენ­ტა­ლუ­რი აკარ­ძალ­ვის გამო, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ზამ­თარ­ში აბა­ზა­ნი­დან ახალ გა­მო­სულს მა­შინ­ვე გა­რეთ გას­ვლის ნება არ მივ­ცე. მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, ხომ იცი, რომ ჩემ­თან ჩხუ­ბი არ ჭრი­სო, ტკბი­ლი სი­ტყვაც რომ აღარ ჭრის, რა უნდა გა­ვა­კე­თო, რა­ღაც­ნა­ი­რად ხომ უნდა მო­გა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია-თქო, - ვე­უბ­ნე­ბი.

- ჩვი­ლო­ბი­სას თვი­თონ ნუცი რო­გო­რი გა­საზ­რდე­ლი იყო, მა­ში­ნაც მარ­ტო ზრდი­დი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში

„ბავშვი დავტოვო იმისთვის, რომ კაფეში წავიდე, ცოტა მეუხერხულება...“ - როგორია მაკა ძაგანია დედის ამპლუაში

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მაკა ძაგანია, მისი გმირისგან, თინასგან, რადიკალურად განსხვავებული ყოველდღიურობით ცხოვრობს... ოჯახურ ცხოვრებაშია თავიდან ბოლომდე გადართული, ზრდის წლისა და 4 თვის გიოს და ამავდროულად საკმაოდ რთულ, გარდატეხის ასაკში ჰყავს უფროსი შვილი. მაკას შვილებზე და დედობის სირთულეზე ვესაუბრეთ.

- გიო წლის და 4 თვის ხდება, ყველაზე რთული ასაკი აქვს. ძალიან ბევრს დადის და არ ლაპარაკობს, მუნჯურად გვაგებინებს ყველაფერს, რაც უნდა, ვცდილობ ვათქმევინო სიტყვები, მაგრამ ის მაინც თავის ენაზე გვესაუბრება.

- ნუცი რამდენად გეხმარება ბავშვის გაზრდაში, თუ რჩება ამისთვის დრო?

- ბავშვს მარტო ვზრდი, ძიძის გარეშე, ახლა დედაჩემიც არაა ქალაქში. როცა აქაა, მაშინაც სულ მუშაობს, მაგრამ სახლში ნახევარ საათს რომ წამეხმარება ხოლმე, ეგეც კარგია... მე, როგორც დედას ყველაზე რთული ეტაპი მაქვს, იმიტომ, რომ უფროსი შვილი მყავს თინეიჯერი, გარდატეხის ასაკში, პატარა კი ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, დაიწყო სიარული, აინტერესებს ყველაფერი და ეპოტინება რასაც წვდება. ისეთი "ბნელი" კუთხიდან ისეთ პატარა დეტალს ამოაძრობს ხოლმე, მიკვირს, ან საიდან ხედავს ან როგორ უჩნდება სურვილი, მაინცდამაინც იმ პატარა რაღაცას შეეხოს. თუნდაც მტვერი იყოს, ყველაფერი რომ გაწმინდო, დაასუფთავო, მაინც პოულობს რაღაც ისეთს, რომლის გემოც აინტერესებს და პირისკენ მიაქვს. ამ დროს რა დღეში ვარ, ალბათ ამას ყველა დედა გაიგებს. ორივე შვილს ძალიან რთული ასაკი აქვს და მგონია, რომ ამაზე რთული პერიოდი დედისთვის არ არსებობს. ნუცი ახლა იმ ასაკშია, როცა უნდა მეგობრები, გართობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ მეხმარება. 5 წუთით თუ დაიტოვებს ხოლმე, რომ ან მაღაზიაში გავიქცე, ან აბაზანაში შევიდე, ესეც იმ შემთხვევაში, თუ სახლშია და არსად მიდის, თორემ რამე რომ გადადოს იმის გამო, რომ მე მომეხმაროს, ამის შანსი არ არის. ყველა ზემოჩამოთვლილ სიამოვნებასთან ერთად გვყავს ძაღლი, რომელსაც ასევე ცალკე ყურადღება და ელემენტარულად გასეირნება სჭირდება. იმ დღეს დავურეკე ნუცის და ვკითხე, როდის მოხვალ-მეთქი, მინდოდა ძაღლი გაესეირნებინა და დამარიგა, რა იყო, მოკიდე ხელი და გაიყვანეო. მართლა გავიყვანე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა... ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთ ხელში ბავშვი მეჭირა აღვირით და მეორე ხელში - ძაღლი საყელურით, ორს ერთად დავატარებდი აქეთ-იქით, ალბათ უცხო თვალისთვის ძალიან სასაცილო დასანახი ვიქნებოდი.

- მართალია, ნუცისაც მესმის, მაგრამ როგორც დედას ხომ არ გწყინს მისი ასეთი დამოკიდებულება?

- ყველას გამოვლილი გვაქვს ეგ ასაკი და ყველამ ვიცით, რაც არის, აქედან გამომდინარე, არ მწყინს. ძალიან კარგი იქნებოდა, ცოტა სხვანაირი ყოფლიყო და ეფიქრა იმაზეც, რომ დედას ხელი გავუმართოო, მაგრამ რადგან არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს, სხვა ვერ დააძალებს. თვითონ როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცევა, მეც ვერ დავაძალებ... რანაირად დავაძალო, მოდი მომეხმარე-მეთქი, თუ თვითონ არ გაუჩნდა სურვილი

- რამდენად გაურთულდა ხასიათი გარდატეხის ასაკში და რამდენად შეიცვალა?

- ყველა ადამიანს აქვს გარდატეხის ასაკში სირთულე და ყველა გადის ამ პროცესს, მაგრამ ნუცის ხასიათი ძალიან შეეცვალა, ერთ წუთში რომ კარგ ხასიათზეა, მოულოდენლად ცუდ განწყობაზე დგება, ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჰქონოდა. წავიყვანე, გამოვიკვლიეთ, მაგრამ ესეც გამოირიცხა, რაც იმის დასტურია, რომ ეს ცვალებადობა გარდატეხის ასაკის ბრალია. ერთი სული მაქვს, როდის გადაივლის და დამთავრდება ეს პერიოდი. ერთ წუთში შეიძლება ვიყო "დედუსი" და ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავდს, მეორე წუთში კი გავხდე მისი მტერი, ელემენტალური აკარძალვის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ზამთარში აბაზანიდან ახალ გამოსულს მაშინვე გარეთ გასვლის ნება არ მივცე. მეუბნება ხოლმე, ხომ იცი, რომ ჩემთან ჩხუბი არ ჭრისო, ტკბილი სიტყვაც რომ აღარ ჭრის, რა უნდა გავაკეთო, რაღაცნაირად ხომ უნდა მოგაწოდო ინფორმაცია-თქო, - ვეუბნები.

- ჩვილობისას თვითონ ნუცი როგორი გასაზრდელი იყო, მაშინაც მარტო ზრდიდი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია