სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტროს" ჟურნალისტების ნაწილმა "პირაკრულთა აქცია" გამართა
"მაესტროს" ჟურნალისტების ნაწილმა "პირაკრულთა აქცია" გამართა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც უარს აცხა­დე­ბენ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, "პი­რაკ­რულ­თა აქ­ცია" გა­მარ­თეს.

აქ­ცი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს "მა­ესტროს" ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ და დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა - მა­მუ­კა ღლონტმა და ბაჩო კი­კა­ბი­ძემ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირ­ზე წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი აიკ­რეს. მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ტაში და­უკ­რეს. რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას ითხო­ვენ და სწო­რედ ამი­ტომ შე­იკ­რიბ­ნენ სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან.

"ვმა­უ­წყებ­ლობთ ლო­გო­სა და სა­ხე­ლის გა­რე­შე. არ ხდე­ბა ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაც გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, ისე არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ეთე­რის უწყვე­ტო­ბას ამ დრომ­დე უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დით. ახლა სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში ვართ. ჩვე­ნი აქ დგო­მით კი­დევ ერთხელ ვე­მიჯ­ნე­ბით პრო­ცესს, რო­მე­ლიც მო­და­ვე მხა­რე­ებს შო­რის შე­საძ­ლოა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, არ ვა­პი­რებთ ვი­ყოთ ია­რა­ღი რო­მე­ლი­მე მხა­რის ხელ­ში. იმე­დია, ყვე­ლა მხა­რე მოგ­ვცემს მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დავა სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­დე­ბა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ და­ტო­ვებს კი­თხვის ნიშ­ნებს არც ჩვენ­თვის და არც მა­ყუ­რებ­ლის­თვის", - ნათ­ქვა­მია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბაია გა­და­ბა­ძის თქმით კი, პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ სა­სა­მარ­თლო ცდი­ლობს "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის პი­რის აკ­ვრას. "ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და არის ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა ამ შე­ნო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან, პირი აუკ­რან ჟურ­ნა­ლის­ტებს. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა მო­სა­მარ­თლე ლაშა ქო­ჩი­აშ­ვილს. მე მათ შევ­თა­ვა­ზე, რომ თუ ისი­ნი მო­ნე­ბად არ იქ­ცე­ვი­ან 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და თუ რამე პრობ­ლე­მა აქვთ, ჩვენ­ვე და­ვუდ­გე­ბით მათ გვერ­დში", - გა­ნა­ცხა­და გა­და­ბა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"მაესტროს" ჟურნალისტების ნაწილმა "პირაკრულთა აქცია" გამართა

"მაესტროს" ჟურნალისტების ნაწილმა "პირაკრულთა აქცია" გამართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმა, რომლებიც უარს აცხადებენ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე, "პირაკრულთა აქცია" გამართეს.

აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ და დამფუძნებლებმა - მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტები აიკრეს. მიღებული გადაწყვეტილებების გამო, აქციის მონაწილეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტაში დაუკრეს. როგორც აქციის მონაწილეების განცხადებაშია ნათქვამი, "მაესტროს" ჟურნალისტები სიმართლის გარკვევას ითხოვენ და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან.

"ვმაუწყებლობთ ლოგოსა და სახელის გარეშე. არ ხდება ჩვენი პროდუქტების იდენტიფიცირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის როგორც მაყურებელს, ისე არხის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად ეთერის უწყვეტობას ამ დრომდე უზრუნველვყოფდით. ახლა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ჩვენი აქ დგომით კიდევ ერთხელ ვემიჯნებით პროცესს, რომელიც მოდავე მხარეებს შორის შესაძლოა ახლა მიმდინარეობდეს, არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. იმედია, ყველა მხარე მოგვცემს მუშაობის შესაძლებლობას, დავა სასამართლოში გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ დატოვებს კითხვის ნიშნებს არც ჩვენთვის და არც მაყურებლისთვის", - ნათქვამია აქციის მონაწილეების განცხადებაში.

ბაია გადაბაძის თქმით კი, პირველ რიგში სწორედ სასამართლო ცდილობს "მაესტროს" ჟურნალისტებისთვის პირის აკვრას. "ისტორია მეორდება და არის ყველანაირი მცდელობა ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს. პირველ რიგში, ეს ეხება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან 21-ე საუკუნეში და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დავუდგებით მათ გვერდში", - განაცხადა გადაბაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია