პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საგარეო უწყება - აბაშიძესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის ტენდენციას
რუსეთის საგარეო უწყება - აბაშიძესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის ტენდენციას

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 16 მარტს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, გრი­გო­რი კა­რა­სინ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დი­ა­ლო­გი იმ სფე­რო­ებ­ში გაგ­რძელ­და, სა­დაც პროგ­რე­სის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნა, რომ ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად 2015 წელს დაღ­მას­ვლი­სა, კვლავ ზრდის ტენ­დენ­ცი­ას გვიჩ­ვე­ნებს. რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რი­გით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას­ში ასე­ვე წე­რია, რომ რუ­სულ მხა­რეს სურს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

"ამა­ვე დროს აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი არა­მე­გობ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაზ­რდილ ტენ­დენ­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თულ­მა მხა­რემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თბი­ლი­სი რუ­სეთ­თან პრაგ­მა­ტუ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ეტა­პობ­რი­ვი და­ლა­გე­ბის კურ­სის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

"და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცა რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ 2015 წლის ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცის­კენ მი­მარ­თულ ზო­მებს", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი­სა და ზუ­რაბ აბა­ში­ძის მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა წლის შუა პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რუსეთის საგარეო უწყება - აბაშიძესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის ტენდენციას

რუსეთის საგარეო უწყება - აბაშიძესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის ტენდენციას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განხადებაშია აღნიშნული, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი იმ სფეროებში გაგრძელდა, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

"განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, მიუხედავად 2015 წელს დაღმასვლისა, კვლავ ზრდის ტენდენციას გვიჩვენებს. რუსეთი საქართველოსთვის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ასევე წერია, რომ რუსულ მხარეს სურს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

"ამავე დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული არამეგობრული განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ურთიერთობის გაზრდილ ტენდენციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული ურთიერთობის ეტაპობრივი დალაგების კურსის ერთგული რჩება.

"დადებითი შეფასება მიეცა რუსული მხარის მიერ 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცისკენ მიმართულ ზომებს", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მომდევნო შეხვედრა წლის შუა პერიოდში გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."