პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც საგზაო წესების დარღვევაზე ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული
ქვეყნები, სადაც საგზაო წესების დარღვევაზე ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ხდე­ბა. ამი­ტო­მაც, მძღო­ლე­ბის დის­ციპ­ლი­ნი­ზა­ცი­ის ან შე­საძ­ლოა, მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი ჯა­რი­მებს აწე­სე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­რი­მე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, რა­საც მძღო­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოს­დევს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ო­ში საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბის რე­ი­ტინგს.

ფი­ნე­თი

ფი­ნეთ­ში სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯა­რი­მაა - 200 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი დარ­ღვე­ვის­თვის თქვენც იმა­ვე თან­ხით და­გა­ჯა­რი­მე­ბენ. საქ­მე ის არის, რომ ფი­ნეთ­ში ჯა­რი­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, იგი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დამ­რღვე­ვის წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით. იუსი სა­ლო­ნო­ი­ას წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რის გა­მოც ჯა­რი­მის თან­ხა "კოს­მი­უ­რი" აღ­მოჩ­ნდა.

ფი­ნეთ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ჯა­რი­მა 1 500 ევ­როს შე­ად­გენს; წი­თელ­ზე გავ­ლის­თვის 90 ევრო; სის­ხლში ალ­კოჰო­ლის აღ­მო­ჩე­ნის გამო 4 500 ევ­როს გა­დახ­და მო­გი­წევთ; პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მა 10 ევ­რო­დან იწყე­ბა, ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის­თვის კი 135 ევ­როა.

კა­ნა­და

კა­ნა­და­ში რე­კორ­დუ­ლი ჯა­რი­მა 25 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ფიქ­სირ­და პრო­ვინ­ცია ალ­ბერ­ტა­ში. სი­დი­დით მე­ო­რე ჯა­რი­მა - 12 ათა­სი დო­ლა­რი ერგო მო­ტო­ციკ­ლე­ტისტს, რო­მე­ლიც 260 კმ/სთ-ით მოძ­რა­ობ­და. თუმ­ცა ხში­რად სწრა­ფი სიჩ­ქა­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ჯა­რი­მის სა­ხით 1000 დო­ლარს იხ­დი­ან.

და­ნარ­ჩე­ნი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის შემ­დე­გი ჯა­რი­მე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: წი­თელ­ზე გავ­ლა - 144 დო­ლა­რი; სის­ხლში ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა - 600 დო­ლა­რი­დან და მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა 24 თვით; პარ­კი­რე­ბა აკ­რძა­ლულ ად­გი­ლას - 100 დო­ლა­რი; ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა - 1000 დო­ლა­რი.

ია­პო­ნია

ია­პო­ნი­ა­ში საგ­ზაო წე­სე­ბის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვად სის­ხლში ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა ით­ვლე­ბა, რის­თვი­საც მძღო­ლი 8 700 დო­ლა­რით ის­ჯე­ბა. ასე­ვე მკაც­რი სას­ჯე­ლი ელის წი­თელ­ზე გა­მა­ვალ მძღოლს - 420 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გარ­და, კა­ნონ­დამ­რღვევს 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

და­ნარ­ჩე­ნი დარ­ღვე­ვე­ბის­თვის შემ­დე­გი ჯა­რი­მე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: პარ­კი­რე­ბა აკ­რძა­ლულ ად­გი­ლას - 830 დო­ლა­რი; ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა - 450 დო­ლა­რი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვეყნები, სადაც საგზაო წესების დარღვევაზე ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული

ქვეყნები, სადაც საგზაო წესების დარღვევაზე ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული

სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევათა უმეტესობა საგზაო წესების დარღვევის შედეგად ხდება. ამიტომაც, მძღოლების დისციპლინიზაციის ან შესაძლოა, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, საგზაო მოძრაობის პასუხისმგებელი სამსახურები ჯარიმებს აწესებენ. საქართველოში ჯარიმები ყოველწლიურად იზრდება, რასაც მძღოლების უკმაყოფილება მოსდევს, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც გადასახადები გაცილებით მაღალია. გთავაზობთ მსოფლიოში საგზაო წესების დარღვევისთვის დაწესებული ყველაზე მაღალი ჯარიმების რეიტინგს.

ფინეთი

ფინეთში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმაა - 200 ათასი დოლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევისთვის თქვენც იმავე თანხით დაგაჯარიმებენ. საქმე ის არის, რომ ფინეთში ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეზღუდული არ არის, იგი განისაზღვრება დამრღვევის წლიური შემოსავლის მიხედვით. იუსი სალონოიას წლიურმა შემოსავალმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა, რის გამოც ჯარიმის თანხა ”კოსმიური” აღმოჩნდა.

ფინეთში ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის მინიმალური ჯარიმა 1 500 ევროს შეადგენს; წითელზე გავლისთვის 90 ევრო; სისხლში ალკოჰოლის აღმოჩენის გამო 4 500 ევროს გადახდა მოგიწევთ; პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 10 ევროდან იწყება, ღვედის გამოუყენებლობისთვის კი 135 ევროა.

კანადა

კანადაში რეკორდული ჯარიმა 25 ათასი დოლარის ოდენობით დაფიქსირდა პროვინცია ალბერტაში. სიდიდით მეორე ჯარიმა - 12 ათასი დოლარი ერგო მოტოციკლეტისტს, რომელიც 260 კმ/სთ-ით მოძრაობდა. თუმცა ხშირად სწრაფი სიჩქარის მოყვარულები ჯარიმის სახით 1000 დოლარს იხდიან.

დანარჩენი დარღვევებისთვის შემდეგი ჯარიმებია დაწესებული: წითელზე გავლა - 144 დოლარი; სისხლში ალკოჰოლის შემცველობა - 600 დოლარიდან და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 24 თვით; პარკირება აკრძალულ ადგილას - 100 დოლარი; ღვედის გამოუყენებლობა - 1000 დოლარი.

იაპონია

იაპონიაში საგზაო წესების ყველაზე სერიოზულ დარღვევად სისხლში ალკოჰოლის შემცველობა ითვლება, რისთვისაც მძღოლი 8 700 დოლარით ისჯება. ასევე მკაცრი სასჯელი ელის წითელზე გამავალ მძღოლს - 420 დოლარის ოდენობის ჯარიმის გარდა, კანონდამრღვევს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

დანარჩენი დარღვევებისთვის შემდეგი ჯარიმებია დაწესებული: პარკირება აკრძალულ ადგილას - 830 დოლარი; ღვედის გამოუყენებლობა - 450 დოლარი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია