10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაინტერესდეს რა პირობებით, სად ვიხდით სასჯელს" - "კოკაინის საქმეზე" ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს
"დაინტერესდეს რა პირობებით, სად ვიხდით სასჯელს" - "კოკაინის საქმეზე" ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს

ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრ კახა კა­ხიშ­ვილს მი­მარ­თავს და მის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას სთხოვს.

ზა­უ­ტაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ნო­მერ მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუ­ცხა­და, რომ A კორ­პუს­ში მისი პი­რო­ბე­ბი, სხვა კორ­პუ­სებ­ში მყოფ პა­ტიმ­რებ­თან შე­და­რე­ბით გა­უ­საძ­ლი­სია. რო­გორც ზა­უ­ტაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მის სკან­და­ლის შემ­დეგ მას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

"ვი­თხოვ, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი, ბა­ტო­ნი კახა კა­ხიშ­ვი­ლი მო­ვი­დეს და თა­ვად ნა­ხოს, რა პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან A კორ­პუს­ში პა­ტიმ­რე­ბი. ნამ­დვი­ლად არ არის ყვე­ლა კორ­პუს­ში ერ­თნა­ი­რი პი­რო­ბა, რო­გორც ამას გად­მოს­ცე­მენ ხოლ­მე. არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­დაყ­ვა­ნის თხოვ­ნით, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მომ­წე­რა პა­სუ­ხი, რომ A კორ­პუს­ში გმა­ლავ­თო. C კორ­პუს­ში შე­იძ­ლე­ბა რომ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნონ ყვე­ლა - 50 პა­ტი­მა­რი ვართ სულ. ახლა გა­და­იყ­ვა­ნეს რამ­დე­ნი­მე, ვინც ამ მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლობ­და. კი­დევ არი­ან მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი, მათ შო­რის მეც. სა­დაც ვი­თხოვთ გა­დაყ­ვა­ნას, იქ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია. ამი­ტომ ვი­თხოვ, რომ მო­ვი­დეს მი­ნის­ტრი, და­ინ­ტე­რეს­დეს პი­რო­ბე­ბით და თა­ვად ნა­ხოს, სად ვიხ­დით სას­ჯელს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზა­უ­ტაშ­ვილ­მა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, ის წინა და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის მსხვერ­პლია.

ამას­თან, მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ალე­კო ელი­საშ­ვილ­საც ესა­უბ­რა, რო­დე­საც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე მას­თან სა­პა­ტიმ­რო­ში იყო შე­სუ­ლი, თუმ­ცა "ახლა ელი­საშ­ვი­ლი მის ზა­რებს აღარ პა­სუ­ხობს". ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან გუ­შინ სხვა კორ­პუს­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაინტერესდეს რა პირობებით, სად ვიხდით სასჯელს" - "კოკაინის საქმეზე" ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს

"დაინტერესდეს რა პირობებით, სად ვიხდით სასჯელს" - "კოკაინის საქმეზე" ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართავს და მისთვის ყურადღების მიქცევას სთხოვს.

ზაუტაშვილი "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების ნომერ მე-5 დაწესებულებიდან დაუკავშირდა და განუცხადა, რომ A კორპუსში მისი პირობები, სხვა კორპუსებში მყოფ პატიმრებთან შედარებით გაუსაძლისია. როგორც ზაუტაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ე.წ. შეწყალების საქმის სკანდალის შემდეგ მას პრობლემები შეექმნა.

"ვითხოვ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ბატონი კახა კახიშვილი მოვიდეს და თავად ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან A კორპუსში პატიმრები. ნამდვილად არ არის ყველა კორპუსში ერთნაირი პირობა, როგორც ამას გადმოსცემენ ხოლმე. არაერთხელ მივმართე ციხის ადმინისტრაციას გადაყვანის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციამ მომწერა პასუხი, რომ A კორპუსში გმალავთო. C კორპუსში შეიძლება რომ გადაგვიყვანონ ყველა - 50 პატიმარი ვართ სულ. ახლა გადაიყვანეს რამდენიმე, ვინც ამ მოთხოვნით შიმშილობდა. კიდევ არიან მოშიმშილეები, მათ შორის მეც. სადაც ვითხოვთ გადაყვანას, იქ გაცილებით უკეთესი პირობებია. ამიტომ ვითხოვ, რომ მოვიდეს მინისტრი, დაინტერესდეს პირობებით და თავად ნახოს, სად ვიხდით სასჯელს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ის წინა და მოქმედი ხელისუფლების კოჰაბიტაციის მსხვერპლია.

ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ალეკო ელისაშვილსაც ესაუბრა, როდესაც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მასთან საპატიმროში იყო შესული, თუმცა "ახლა ელისაშვილი მის ზარებს აღარ პასუხობს". ანასტასია ზაუტაშვილის ინფორმაციით, მან გუშინ სხვა კორპუსში გადაყვანის მოთხოვნით მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ