საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ტელეკომპანიის დავაში მონაწილე პირებს მიმართავს
შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ტელეკომპანიის დავაში მონაწილე პირებს მიმართავს

შპს "სტუ­დია მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკა აკო­ბია ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს "მა­ესტროს" გა­და­სარ­ჩე­ნად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სთა­ვა­ზობს .

რო­გორც ეკა აკო­ბი­ამ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა "მა­ესტროს" იმი­ჯი საგ­რძნობ­ლად და­ა­ზა­რა­ლა. მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ის არ წარ­მო­ად­გენს არც ერთ მხა­რეს, გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მხა­რე­ებ­მა და­პი­რის­პი­რე­ბა "ცის­ფე­რი ეკ­რა­ნე­ბი­დან" გა­და­ი­ტა­ნონ კა­ბი­ნე­ტებ­ში და და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყოს.

"მე ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნე "მა­ესტრო" და ვიზ­რუ­ნე იმა­ზე, რომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას შექ­მნო­და იმი­ჯი. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, ეს იმი­ჯი საგ­რძნობ­ლად და­ა­ზი­ა­ნა. დღეს დად­გა დრო, რომ მხა­რე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და­ვა­ში, რომ­ლე­ბიც "მა­ესტროს" იმიჯს ბღა­ლა­ვენ, შე­უ­რა­ცხყო­ფენ, დას­ვან წერ­ტი­ლი.

ვფიქ­რობ, დად­გა დრო, მე­დი­ამ­ფლო­ბე­ლებ­მა გა­იხ­სე­ნონ, რომ მე­დია არ არის ჩხუ­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბის ად­გი­ლი. ჩვენ­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი ელის და­ბა­ლან­სე­ბულ, ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს არ არის მფლო­ბელ­თა ჩხუ­ბის პო­ლი­გო­ნი.

მე არ წარ­მო­ვად­გენ არც ერთ მხა­რეს, არც მაკა ასა­თი­ა­ნის და არც გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხა­რეს და ამ და­ვა­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი მი­ჭი­რავს. ამი­ტო­მაც, ვთა­ვა­ზობ ორი­ვე მხა­რეს, დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან. დროა ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი გა­და­ი­ტა­ნონ კა­ბი­ნე­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და არა ცის­ფერ ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ი­ტა­ნონ.

მე ვი­ღებ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და ამას შე­ვას­რუ­ლებ, და­ვე­ლა­პა­რა­კო ორი­ვე მხა­რეს. მის­ცენ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მათ იმუ­შა­ვონ ჯან­საღ გა­რე­მო­ში. ყვე­ლა მფლო­ბელ­მა აი­ღოს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­ექ­ცეს რო­გორც ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნებს და არა რო­გორც ხორცს, რო­მელ­საც ბრძო­ლის­თვის იყე­ნე­ბენ. ეს არის ბოლო შან­სი", - გა­ნა­ცხა­და ეკა აკო­ბი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ტელეკომპანიის დავაში მონაწილე პირებს მიმართავს

შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ტელეკომპანიის დავაში მონაწილე პირებს მიმართავს

შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელი ეკა აკობია ტელეკომპანია "მაესტროს" დავაში მონაწილე პირებს "მაესტროს" გადასარჩენად მოლაპარაკებებს სთავაზობს .

როგორც ეკა აკობიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა "მაესტროს" იმიჯი საგრძნობლად დააზარალა. მისივე თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ის არ წარმოადგენს არც ერთ მხარეს, გამოდის ინიციატივით, მხარეებმა დაპირისპირება "ცისფერი ეკრანებიდან" გადაიტანონ კაბინეტებში და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

"მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე "მაესტრო" და ვიზრუნე იმაზე, რომ ამ ტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა, რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც "მაესტროს" იმიჯს ბღალავენ, შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი.

ვფიქრობ, დადგა დრო, მედიამფლობელებმა გაიხსენონ, რომ მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას. ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი.

მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, არც მაკა ასათიანის და არც გია გაჩეჩილაძის მხარეს და ამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს. ამიტომაც, ვთავაზობ ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ.

მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, დაველაპარაკო ორივე მხარეს. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ მათ იმუშავონ ჯანსაღ გარემოში. ყველა მფლობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მოექცეს როგორც ნამდვილ ადამიანებს და არა როგორც ხორცს, რომელსაც ბრძოლისთვის იყენებენ. ეს არის ბოლო შანსი", - განაცხადა ეკა აკობიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია