პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

შპს "სტუ­დია მა­ესტროს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ბაია გა­და­ბა­ძეს თავ­დას­ხმა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც "სტუ­დია მა­ესტროს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­და­ბა­ძე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­სა­ზღვრავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან ვინ უნდა და­უშ­ვას "მა­ესტროს" შე­ნო­ბა­ში და ვინ არა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს აი­ძუ­ლებს და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა "მა­ესტრო­დან" წას­ვლა­ზე.

"მივ­მარ­თავთ შპს "სტუ­დია მა­ესტრო"-ს დი­რექ­ტორს, დამ­ფუძ­ნებ­ლებს - მა­მუ­კა ღლონტს, ეკა აკო­ბი­ას, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, მაკა ასა­თი­ანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მის დაც­ვის სფე­რო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ჩვენ, შპს "სტუ­დია მა­ესტრო"-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­თილ­სი­ნი­დი­სე­რად ვას­რუ­ლებ­დით ჩვენ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, არ ვე­რე­ო­დით პარტნი­ო­რებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ში, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, არ უნდა ეხე­ბო­დეს თა­ნამ­შრომ­ლებს. შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ­თვის მო­რა­ლუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ისე­დაც მძი­მეა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ბოლო ერთი კვი­რაა კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ეთერ გა­და­ბა­ძის მხრი­დან გახ­შირ­და ჩვენ­ზე თავ­დას­ხმე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტე­ბი. ის თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­სა­ზღვრავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან ვინ უნდა და­უშ­ვას მა­ესტროს შე­ნო­ბა­ში და ვინ არა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს აი­ძუ­ლებს და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა მა­ესტრო­დან წას­ვლა­ზე.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეთერ გა­და­ბა­ძე მათ უკ­რძა­ლავს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას. სამ­წუ­ხა­როდ, იყო არა­ერ­თი ფაქ­ტიც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის, რომ­ლებ­მაც უარი თქვეს "მა­ესტრო­დან" გა­დას­ვლა­ზე. გარ­და ამი­სა, ეთერ გა­და­ბა­ძე ჩვე­ნი, რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხელს უსა­ფუძ­ვლოდ იყე­ნებს სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ეთერ გა­და­ბა­ძემ გაყო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ორ ნა­წი­ლად და ერ­თმა­ნეთს და­ა­პი­რის­პი­რა. ვფიქ­რობთ, რომ ეთერ გა­და­ბა­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ცდი­ლობს შე­ა­ფერ­ხოს შპს "სტუ­დია მა­ესტრო"-ს ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა. მო­გი­წო­დებთ, შე­ის­წავ­ლოთ შპს "სტუ­დია მა­ესტროს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბი. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ჩვე­ნი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­ესტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს შე­უ­ფერ­ხე­ბელ მა­უ­წყებ­ლო­ბას, ხოლო პარტნი­ო­რებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ვე­ბი არ შეგ­ვე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები კომპანიის ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

როგორც "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, გადაბაძე თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას "მაესტროს" შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება "მაესტროდან" წასვლაზე.

"მივმართავთ შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორს, დამფუძნებლებს - მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, გია გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანს, საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა და დასაქმებულთა შრომის დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, შპს "სტუდია მაესტრო"-ს თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინიდისერად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვერეოდით პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლებს. შექმნილ სიტუაციაში ჩვენთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად ისედაც მძიმეა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ბოლო ერთი კვირაა კომპანიის ყოფილი დირექტორის, ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა ჩვენზე თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ის თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას მაესტროს შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება მაესტროდან წასვლაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერ გადაბაძე მათ უკრძალავს შენობაში შესვლას. სამწუხაროდ, იყო არაერთი ფაქტიც თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის, რომლებმაც უარი თქვეს "მაესტროდან" გადასვლაზე. გარდა ამისა, ეთერ გადაბაძე ჩვენი, როგორც თანამშრომლების სახელს უსაფუძვლოდ იყენებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. აღნიშნული ქმედებებით ეთერ გადაბაძემ გაყო თანამშრომლები ორ ნაწილად და ერთმანეთს დააპირისპირა. ვფიქრობთ, რომ ეთერ გადაბაძე აღნიშნული ქმედებებით ცდილობს შეაფერხოს შპს "სტუდია მაესტრო"-ს ტელემაუწყებლობა. მოგიწოდებთ, შეისწავლოთ შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების უფლებების დარღვევის და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები დაცული იქნება, მაესტრო მომავალშიც გააგრძელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას, ხოლო პარტნიორებს შორის არსებული დავები არ შეგვეხება თანამშრომლებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია