სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე
"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე

ქა­ლის და კა­ცის თა­ნას­წორ უფ­ლე­ბებ­ზე ბოლო დროს სულ უფრო ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­თხო­ვე­ბა ქმრის მო­ნო­ბაა, თუმ­ცა ბევ­რს სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბა აქვს, რომ კა­ცის მო­ნო­ბა ქა­ლის ბრა­ლია. რას ფიქ­რო­ბენ ამა­ზე ცნო­ბი­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი, ამა­ზე თა­ვად ისა­უბ­რე­ბენ.

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე იმ ქარ­თველ ქა­ლებს არ ეკუთ­ვნის, ვინც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრეა.

- გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრე არ ვარ. ჩემი აზ­რით, ოჯახ­ში წამ­ყვა­ნი მა­ინც მა­მა­კა­ცია. სწო­რედ მან უნდა აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე ოჯა­ხის ყვე­ლა სირ­თუ­ლე. წყვი­ლი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად უნდა ცხოვ­რობ­დეს, რა­საც ბევ­რი სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს, სწო­რედ ეს შე­თან­ხმე­ბა და კომ­პო­ნენ­ტე­ბი ქმნის ოჯახს იდე­ა­ლურს.

- გა­თხო­ვე­ბა ქმრის მო­ნო­ბაა?

- ჩემ­თვის სირ­ცხვი­ლია ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ორი ძმა მყავს, რომ­ლებ­საც საჭ­მელ­საც ვუ­კე­თებ და ტან­საც­მელ­საც ვუ­რე­ცხავ, მაგ­რამ ეს მო­ნო­ბა არ არის. ამას სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. ეგ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ცდე­ბი­ან, ან არ ჰქო­ნი­ათ ისეთ მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც ამ ფრა­ზას და­ა­ვი­წყებს. ეს იმ ქა­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნაა, ვი­საც აზი­ატ კა­ცებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. არც ჩემი ოჯა­ხის მა­მა­კა­ცე­ბი, არც ჩემი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მე­გობ­რე­ბი არ არი­ან აზი­ა­ტი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. აზი­ატ ხა­სი­ათს და ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ნდო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, თუ კაცი ქალს ენ­დო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის.

- როცა კაცი ეჭ­ვი­ა­ნობს, ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა ქალი ამის სა­ბაბს?

- ყო­ველ­თვის არ იძ­ლე­ვა ქალი ამის სა­ბაბს. რა­ღაც მცი­რე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, როცა კაცი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას იწყებს.

მომ­ღე­რალ მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია ოჯახ­ში თა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრეა:

- ოჯახ­ში თა­ნაბ­რად უნდა იყოს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქა­ლის და კა­ცის ფუნ­ქცი­ე­ბი. როცა წყვი­ლი სწო­რად აზ­როვ­ნებს და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არ­ცერ­თს არ მო­უ­წევს იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ვინ იქ­ნე­ბა ოჯახ­ში წამ­ყვა­ნი. თუმ­ცა ქალს თა­ვის საქ­მე აქვს, კაცს - თა­ვი­სი. ცოტა უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა, ქალ­მა კაცს ია­ტა­კის მოწ­მენ­და მოს­თხო­ვოს, თუმ­ცა რა­ღაც თუ და­ის­ხმე­ბა კაც­მაც შე­იძ­ლე­ბა მოწ­მინ­დოს და არც ეს იქ­ნე­ბა სირ­ცხვი­ლი. წყვილს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა უნდა ჰქონ­დეს.

- ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბის გამო ბევრ რა­ღა­ცას უკ­რძა­ლა­ვენ ცო­ლებს...

- ჩემს ოჯახ­ში ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ქარ­თვე­ლი კაცი თვლის, რომ ქალს თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს, რაც მე არ მომ­წონს. ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ შე­მიყ­ვარ­დე­ბა, მით უმე­ტეს, ჩემი ქმა­რიც ვერ გახ­დე­ბა. ქარ­თველ კა­ცებს ლა­მა­ზი ცო­ლე­ბი უნ­დათ და როცა სად­მე მი­დი­ან ამ ლა­მაზ ცოლ­თან ერ­თად, ქალი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, იბოღ­მე­ბი­ან. მე რომ კაცი ვიყო, ვი­ა­მა­ყებ­დი ლა­მა­ზი ცო­ლით და მოკ­ლეს ჩა­ვაც­მევ­დი.

სკან­და­ლუ­რი მო­დე­ლი ნინი ონი­ა­ნი თვლის, რომ ვინ იქ­ნე­ბა ოჯახ­ში წამ­ყვა­ნი ძალა, ეს წყვილ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­და­წყვი­ტოს.

- ეს პი­რა­დი ამ­ბა­ვია, წყვილ­მა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინ იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი ოჯახ­ში. ზო­გა­დად ვთვლი, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში ორი­ვე წამ­ყვა­ნი უნდა იყოს.

- გა­თხო­ვე­ბა ქმრის მო­ნო­ბაა?

- არა, რა სი­სუ­ლე­ლეა. გა­თხო­ვე­ბა ქმრის მო­ნო­ბას არ ნიშ­ნავს. იმ ქა­ლებს, ვინც ასე­თი მე­სი­ჯე­ბით გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში, ვფიქ­რობ სხვა რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­დათ. გა­თხო­ვე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას არ ნიშ­ნავს. ქმა­რი თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გი­ზღუ­დავს, არც უნდა გა­თხოვ­დე. როცა ქმა­რი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ბო­იფ­რენ­დი გყავს, უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ, ვიდ­რე მა­შინ როცა მარ­ტო ხარ.

- რა არ მოგ­წონს ქარ­თვე­ლი კა­ცის ხა­სი­ათ­ში?

- არ მომ­წონს - "ქალი ვიცი კუხ­ნა­ში". ქალი არ არის გა­ჩე­ნი­ლი იმის­თვის, რომ კაცს ემ­სა­ხუ­როს. მაგ­რამ ბევ­რი კაცი ასე თვლის, მე ნორ­მა­ლურ ქარ­თველ კა­ცებ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან ქა­ლის ფასი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი ლიკა ქორ­ქია მი­იჩ­ნევს, რომ ქალი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს და სწო­რედ ეს არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხის გა­რან­ტი.

- ოჯახ­ში თა­ნაბ­რად უნდა იყოს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქა­ლის და მა­მა­კა­ცის როლი. ყვე­ლა სა­კი­თხი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გა­და­იჭ­რას. ადრე თით­ქოს წესი იყო, რომ მხო­ლოდ კაცს აეღო ოჯა­ხუ­რი რუ­ტი­ნა თავ­ზე. ახლა ასე არ ხდე­ბა. ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭებ­ში - ცოტა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც თვლის, რომ ქალი უნდა იყოს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. სხვა­ნა­ი­რად იმას მი­ვი­ღებთ, რა­საც ვი­ღებ­დით აქამ­დე.

- შენი აზ­რით, რა­ტომ ით­ვლე­ბა, რომ ოჯახ­ში წამ­ყვა­ნი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი?

- არ ვიცი, ეს ბევრ კომ­პლექ­სებ­თა­ნა­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქალი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის. ქა­ლე­ბი თვლი­ან, რომ მხო­ლოდ იმის­თვის და­ი­ბად­ნენ, შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნონ და აღ­ზარ­დონ. ეს ასე არ არის, ქალი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბევ­რი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ცხოვ­რე­ბა­ში. ბევ­რი სარ­გე­ბე­ლის მო­ტა­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბის­თვის. მა­მა­კა­ცებს ხომ აქვთ უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი აკე­თონ, ქალ­საც ასე­ვე აქვს. მათ თა­ვი­ა­თი რე­სურ­სი უნდა და­ხარ­ჯონ იმის­თვის, რომ იყ­ვნენ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი, ქმარს არ მოს­თხო­ვონ ყვე­ლა­ფე­რი. როცა ორი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ოჯახ­ში, უფრო კარ­გია.

თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სკან­და­ლუ­რად გა­იც­ნო. ის თვლის, რომ კაც­მა ქალს ქა­ლუ­რო­ბა უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს და სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი.

- ოჯახ­ში ქალ­საც და კაც­საც ერ­თნა­ი­რად უნდა ეთ­ქმო­დეს სი­ტყვა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქალი თეფ­შებს რე­ცხავ­დეს და კაცი ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დეს. პი­რი­ქით, უნდა და­ეხ­მა­რო მე­უღ­ლეს. მე ასე­თი ოჯა­ხი არ მე­ყო­ლე­ბა. კაცი ძლი­ე­რი უნდა იყოს, მაგ­რამ სიძ­ლი­ე­რე ქა­ლის ჩაგ­ვრას არ ნიშ­ნას. მე გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრე ვარ. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, ქალ­მა კაცს თეფ­შე­ბი ურტყას. ქალს კაც­მა ქა­ლუ­რო­ბა უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს. სწო­რედ ეს არის კა­ცის სიძ­ლი­ე­რე.

- ქალი კა­ცის მორ­ჩი­ლი უნდა იყოს?

- რა სი­სუ­ლე­ლეა. ირან­ში აღარ არის ქალი კა­ცის მორ­ჩი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მორ­ჩა?!

- რა არ მოგ­წონს ქარ­თვე­ლის კა­ცის ხა­სი­ათ­ში?

- ქალი სა­ნამ გა­თხოვ­დე­ბა, მა­ნამ­დე კარ­გად უნდა გა­იც­ნოს მა­მა­კა­ცი. ბევ­რი ოჯა­ხი ვიცი, სა­დაც კაცი ქალს ურტყამს, ეს ტრა­გე­დი­აა. ჩემ­თვის გა­თხო­ვე­ბა ბედ­ნი­ერ ოჯახ­თან და შვი­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, რა­ღაც ეტაპ­ზე ოჯა­ხი და­ინ­გრეს, მაგ­რამ გა­თხო­ვე­ბა მო­ნო­ბა არ არის. მე მონა არ ვიქ­ნე­ბი. გავ­თხოვ­დე­ბი, გა­ვა­ჩენ შვი­ლებს, მაგ­რამ წლე­ბის მერე შე­საძ­ლოა, დავ­შორ­დე. უნდა ამო­ი­ღონ ხე­ლის­მო­წე­რის და ჯვრის­წე­რის დროს, წყვილს რომ ეკი­თხე­ბი­ან, თა­ნახ­მა ხართ თუ არა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თად იყოთ ჭირ­შიც და ლხინ­ში­ცო, ეს უნდა ამო­ი­ღონ. ქარ­თვე­ლი კა­ცის ხა­სი­ათ­ში არ მომ­წონს, ცოლს სა­ო­ჯა­ხო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რომ უყუ­რე­ბენ, რო­მელ­მაც შვი­ლე­ბი უნდა გა­ა­ჩი­ნოს და ოჯახს მი­ხე­დოს. მი­უ­ღე­ბე­ლია მათ­თვის ცოლ­თან გარ­თო­ბა და ა.შ. ქარ­თველ კაცს შე­უძ­ლია ჰყავ­დეს 400 საყ­ვა­რე­ლი, ცოლს და­არ­ტყას და ქალ­მა ხმა არ ამო­ი­ღოს, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ბრა­ლიც არის. რაც არ უნდა თქვას ახალ­გაზ­რდო­ბამ, რომ ევ­რო­პა­ში მი­ვი­წევთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ასე­თი წყო­ბა გვაქვს და რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე ასე იქ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე

"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე

ქალის და კაცის თანასწორ უფლებებზე ბოლო დროს სულ უფრო ბევრს საუბრობენ. არსებობენ ქალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გათხოვება ქმრის მონობაა, თუმცა ბევრს საპირისპირო მოსაზრება აქვს, რომ კაცის მონობა ქალის ბრალია. რას ფიქრობენ ამაზე ცნობილი მანდილოსნები, ამაზე თავად ისაუბრებენ.

მომღერალი ნინი ქარსელაძე იმ ქართველ ქალებს არ ეკუთვნის, ვინც გენდერული თანასწორობის მომხრეა.

- გენდერული თანასწორობის მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, ოჯახში წამყვანი მაინც მამაკაცია. სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ოჯახის ყველა სირთულე. წყვილი ურთიერთშეთანხმებულად უნდა ცხოვრობდეს, რასაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტი განაპირობებს, სწორედ ეს შეთანხმება და კომპონენტები ქმნის ოჯახს იდეალურს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?

- ჩემთვის სირცხვილია ამ თემაზე საუბარი. ორი ძმა მყავს, რომლებსაც საჭმელსაც ვუკეთებ და ტანსაცმელსაც ვურეცხავ, მაგრამ ეს მონობა არ არის. ამას სიყვარულით ვაკეთებ. ეგ ქალბატონები ცდებიან, ან არ ჰქონიათ ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ვინც ამ ფრაზას დაავიწყებს. ეს იმ ქალების წარმოდგენაა, ვისაც აზიატ კაცებთან აქვს ურთიერთობა. არც ჩემი ოჯახის მამაკაცები, არც ჩემი ყოფილი შეყვარებული და მეგობრები არ არიან აზიატი ბუნების ადამიანები. აზიატ ხასიათს და ეჭვიანობას ნდობა განაპირობებს, თუ კაცი ქალს ენდობა, ეჭვიანობა მეორე პლანზე გადადის.

- როცა კაცი ეჭვიანობს, ყოველთვის იძლევა ქალი ამის საბაბს?

- ყოველთვის არ იძლევა ქალი ამის საბაბს. რაღაც მცირე მიზეზი არსებობს, როცა კაცი ეჭვიანობას იწყებს.

მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია ოჯახში თანასწორობის მომხრეა:

- ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ქალის და კაცის ფუნქციები. როცა წყვილი სწორად აზროვნებს და განვითარებული ადამიანები არიან, არცერთს არ მოუწევს იმაზე საუბარი, ვინ იქნება ოჯახში წამყვანი. თუმცა ქალს თავის საქმე აქვს, კაცს - თავისი. ცოტა უცნაური იქნება, ქალმა კაცს იატაკის მოწმენდა მოსთხოვოს, თუმცა რაღაც თუ დაისხმება კაცმაც შეიძლება მოწმინდოს და არც ეს იქნება სირცხვილი. წყვილს ურთიერთპატივისცემა უნდა ჰქონდეს.

- ქართველი კაცები თავიანთი ბუნების გამო ბევრ რაღაცას უკრძალავენ ცოლებს...

- ჩემს ოჯახში ასეთი რამ არ ხდება. ქართველი კაცი თვლის, რომ ქალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რაც მე არ მომწონს. ეჭვიანი ადამიანი არ შემიყვარდება, მით უმეტეს, ჩემი ქმარიც ვერ გახდება. ქართველ კაცებს ლამაზი ცოლები უნდათ და როცა სადმე მიდიან ამ ლამაზ ცოლთან ერთად, ქალი თუ სექსუალურად გამოიყურება, იბოღმებიან. მე რომ კაცი ვიყო, ვიამაყებდი ლამაზი ცოლით და მოკლეს ჩავაცმევდი.

სკანდალური მოდელი ნინი ონიანი თვლის, რომ ვინ იქნება ოჯახში წამყვანი ძალა, ეს წყვილმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

- ეს პირადი ამბავია, წყვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წამყვანი ოჯახში. ზოგადად ვთვლი, რომ რაღაც მომენტში ორივე წამყვანი უნდა იყოს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?

- არა, რა სისულელეა. გათხოვება ქმრის მონობას არ ნიშნავს. იმ ქალებს, ვინც ასეთი მესიჯებით გამოვიდა ქუჩაში, ვფიქრობ სხვა რაღაცის თქმა უნდოდათ. გათხოვება თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს. ქმარი თუ თავისუფლებას გიზღუდავს, არც უნდა გათხოვდე. როცა ქმარი, შეყვარებული და ბოიფრენდი გყავს, უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე მაშინ როცა მარტო ხარ.

- რა არ მოგწონს ქართველი კაცის ხასიათში?

- არ მომწონს - "ქალი ვიცი კუხნაში". ქალი არ არის გაჩენილი იმისთვის, რომ კაცს ემსახუროს. მაგრამ ბევრი კაცი ასე თვლის, მე ნორმალურ ქართველ კაცებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებმაც კარგად იციან ქალის ფასი.

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია მიიჩნევს, რომ ქალი რეალიზებული უნდა იყოს და სწორედ ეს არის წარმატებული და ჰარმონიული ოჯახის გარანტი.

- ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ქალის და მამაკაცის როლი. ყველა საკითხი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა გადაიჭრას. ადრე თითქოს წესი იყო, რომ მხოლოდ კაცს აეღო ოჯახური რუტინა თავზე. ახლა ასე არ ხდება. ჩემი თაობის ბიჭებში - ცოტა, მაგრამ არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ ქალი უნდა იყოს რეალიზებული. სხვანაირად იმას მივიღებთ, რასაც ვიღებდით აქამდე.

- შენი აზრით, რატომ ითვლება, რომ ოჯახში წამყვანი უნდა იყოს მამაკაცი?

- არ ვიცი, ეს ბევრ კომპლექსებთანაცაა დაკავშირებული. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალი რეალიზებული არ არის. ქალები თვლიან, რომ მხოლოდ იმისთვის დაიბადნენ, შვილები გააჩინონ და აღზარდონ. ეს ასე არ არის, ქალი არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია ცხოვრებაში. ბევრი სარგებელის მოტანა ქვეყნიერებისთვის. მამაკაცებს ხომ აქვთ უფლება, ყველაფერი აკეთონ, ქალსაც ასევე აქვს. მათ თავიათი რესურსი უნდა დახარჯონ იმისთვის, რომ იყვნენ გახარებულები და ბედნიერები, ქმარს არ მოსთხოვონ ყველაფერი. როცა ორი რეალიზებული ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, უფრო კარგია.

თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანდალურად გაიცნო. ის თვლის, რომ კაცმა ქალს ქალურობა უნდა აგრძნობინოს და სწორედ ეს იქნება ჰარმონიული ცხოვრების გარანტი.

- ოჯახში ქალსაც და კაცსაც ერთნაირად უნდა ეთქმოდეს სიტყვა. წარმოუდგენელია ქალი თეფშებს რეცხავდეს და კაცი ტელევიზორს უყურებდეს. პირიქით, უნდა დაეხმარო მეუღლეს. მე ასეთი ოჯახი არ მეყოლება. კაცი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ სიძლიერე ქალის ჩაგვრას არ ნიშნას. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ქალმა კაცს თეფშები ურტყას. ქალს კაცმა ქალურობა უნდა აგრძნობინოს. სწორედ ეს არის კაცის სიძლიერე.

- ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს?

- რა სისულელეა. ირანში აღარ არის ქალი კაცის მორჩილი და საქართველოში შემორჩა?!

- რა არ მოგწონს ქართველის კაცის ხასიათში?

- ქალი სანამ გათხოვდება, მანამდე კარგად უნდა გაიცნოს მამაკაცი. ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც კაცი ქალს ურტყამს, ეს ტრაგედიაა. ჩემთვის გათხოვება ბედნიერ ოჯახთან და შვილებთან ასოცირდება. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე ოჯახი დაინგრეს, მაგრამ გათხოვება მონობა არ არის. მე მონა არ ვიქნები. გავთხოვდები, გავაჩენ შვილებს, მაგრამ წლების მერე შესაძლოა, დავშორდე. უნდა ამოიღონ ხელისმოწერის და ჯვრისწერის დროს, წყვილს რომ ეკითხებიან, თანახმა ხართ თუ არა სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ ჭირშიც და ლხინშიცო, ეს უნდა ამოიღონ. ქართველი კაცის ხასიათში არ მომწონს, ცოლს საოჯახო დანიშნულებით რომ უყურებენ, რომელმაც შვილები უნდა გააჩინოს და ოჯახს მიხედოს. მიუღებელია მათთვის ცოლთან გართობა და ა.შ. ქართველ კაცს შეუძლია ჰყავდეს 400 საყვარელი, ცოლს დაარტყას და ქალმა ხმა არ ამოიღოს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ეს ჩვენი წინაპრების ბრალიც არის. რაც არ უნდა თქვას ახალგაზრდობამ, რომ ევროპაში მივიწევთ, ფსიქოლოგიურად ასეთი წყობა გვაქვს და რამდენიმე საუკუნე ასე იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება