პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა
რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა

ალ ბი­ლე­კი, რო­მე­ლიც 1943 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ფი­ლა­დელ­ფი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ, დრო­ში სა­კუ­თა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა. ამე­რი­კე­ლის თქმით, მან 2137 წელს ექ­ვსი კვი­რა იცხოვ­რა, ხოლო ორი წლით 2749 წელ­ში მოხ­ვდა.

მა­მა­კაც­მა 1943 წელს აღ­წე­რა მო­მავ­ლის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს უკვე რე­ა­ლო­ბად იქცა. ბი­ლე­კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რვა ას­წლე­უ­ლის შემ­დეგ პლა­ნე­ტა­ზე სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გა­რე­შე, კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებს კი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი ექ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დრო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა

1943 წლის 30 აგ­ვის­ტოს ალი გემ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც იმა­ვე დღეს გაქ­რა. მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­წყეს ხო­მალ­დის მაგ­ნი­ტიზ­მის შემ­ცი­რე­ბა, ბი­ლეკ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა და 2137 წელს გა­იღ­ვი­ძა. იქ ექი­მე­ბი მას მი­ღე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის­გან კურ­ნავ­დნენ. ექი­მე­ბი სი­ნათ­ლის ვიბ­რი­რე­ბად ხელ­სა­წყოს იყე­ნებ­დნენ, რო­მელ­მაც სრუ­ლად გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლა პა­ცი­ენ­ტი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი 2025 წელს და­ი­წყო და ჩვე­ნი პლა­ნე­ტა ამო­უც­ნობ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე გარ­დაქ­მნა. მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დონე იმ­დე­ნად აი­წია, ამე­რი­კის შტა­ტი ფლო­რი­და მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა. მდი­ნა­რე­ე­ბი შე­ერ­თდნენ. ამე­რი­კის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გურ­და.

ახ­ლოვ­დე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი

2137 წელს ბი­ლე­კის თქმით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლო­კა­ლუ­რი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამას­თან, ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა აღარ იარ­სე­ბებს.

ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ შექ­მნან ხე­ლოვ­ნუ­რი პო­ლუ­სის სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც აღ­მო­ფხვრის შე­რე­უ­ლი მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სე­ბის კა­ტას­ტრო­ფას. კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის და ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა 300 მი­ლი­ონ ადა­მი­ა­ნამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

მალე და­ი­წყე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი, სა­დაც რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი იბ­რძვის ამე­რი­კის და ევ­რო­პის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს უკა­ნას­კნელ­ნი და­მარ­ცხდე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდ დღე­ში ამე­რი­კა ჩა­ვარ­დე­ბა, შტა­ტე­ბი შე­წყვეტს არ­სე­ბო­ბას. ამ ომში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ბირ­თვულ ია­რაღს, თუმ­ცა ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი დე­და­მი­წის რა­დი­ა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

კი­დევ უფრო შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში

ამე­რი­კე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ შემ­დეგ 2749 წელ­ში მოხ­ვდა, სა­დაც მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა­დი ქა­ლა­ქე­ბი ნახა. მსოფ­ლი­ოს მარ­თავ­და კომ­პი­უ­ტე­რი, რომ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მაც გა­და­ა­ჭარ­ბა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ჯა­მურ ინ­ტე­ლექტს. გან­ვი­თარ­და ტე­ლე­პა­თია. სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გაქ­რნენ, ხოლო ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურს მი­აღ­წი­ეს, მო­ა­ხერ­ხეს ერ­თად ცხოვ­რე­ბა. მსოფ­ლი­ოს მო­წყო­ბის სტრუქ­ტუ­რა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რია - ყვე­ლა ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და, რაც სჭირ­დე­ბო­და.

ალ ბი­ლეკ­მა არ იცის, რო­გორ მოხ­ვდა მო­მა­ვალ­ში და არც ის, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ბი­ლე­კის მო­ნა­თხრობს ბევ­რი ცი­ნი­კუ­რად უყუ­რებს, თუმ­ცა ის ყვე­ლას აფრ­თხი­ლებს, რომ მო­მავ­ლის შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ჭი­როა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი და მო­ვუფრ­თხილ­დეთ პლა­ნე­ტას.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია liveinternet.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა

რას ყვება კაცი, რომელმაც 2749 წელში იცხოვრა და უკან დაბრუნდა

ალ ბილეკი, რომელიც 1943 წელს ლეგენდარული ფილადელფიური ექსპერიმენტის მონაწილე გახლდათ, დროში საკუთარი მოგზაურობის შესახებ ყვება. ამერიკელის თქმით, მან 2137 წელს ექვსი კვირა იცხოვრა, ხოლო ორი წლით 2749 წელში მოხვდა.

მამაკაცმა 1943 წელს აღწერა მომავლის მოვლენები, რომლებიც დღეს უკვე რეალობად იქცა. ბილეკი ირწმუნება, რომ რვა ასწლეულის შემდეგ პლანეტაზე სოციალისტური წესრიგი დამყარდება სახელმწიფოს გარეშე, კლიმატურ ცვლილებებს კი კატასტროფული შედეგი ექნება.

იხილეთ ვიდეო

დროში გადაადგილება

1943 წლის 30 აგვისტოს ალი გემზე იმყოფებოდა, რომელიც იმავე დღეს გაქრა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ხომალდის მაგნიტიზმის შემცირება, ბილეკმა გონება დაკარგა და 2137 წელს გაიღვიძა. იქ ექიმები მას მიღებული რადიაციისგან კურნავდნენ. ექიმები სინათლის ვიბრირებად ხელსაწყოს იყენებდნენ, რომელმაც სრულად გამოაჯანმრთელა პაციენტი.

აღმოჩნდა, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები 2025 წელს დაიწყო და ჩვენი პლანეტა ამოუცნობ მდგომარეობამდე გარდაქმნა. მსოფლიო ოკეანის დონე იმდენად აიწია, ამერიკის შტატი ფლორიდა მთლიანად დაიტბორა. მდინარეები შეერთდნენ. ამერიკის ინფრასტრუქტურა განადგურდა.

ახლოვდება მესამე მსოფლიო ომი

2137 წელს ბილეკის თქმით, ამჟამინდელი ამერიკის ტერიტორიაზე ლოკალური საომარი მდგომარეობაა, ამასთან, ამერიკის ცენტრალური მმართველობა აღარ იარსებებს.

ადამიანები შეძლებენ შექმნან ხელოვნური პოლუსის სტრუქტურა, რომელიც აღმოფხვრის შერეული მაგნიტური პოლუსების კატასტროფას. კატაკლიზმების, მესამე მსოფლიო ომის და ახალი დაავადებების გამო პლანეტის მოსახლეობა 300 მილიონ ადამიანამდე შემცირდება.

მალე დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, სადაც რუსეთი და ჩინეთი იბრძვის ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელნი დამარცხდებიან, განსაკუთრებით ცუდ დღეში ამერიკა ჩავარდება, შტატები შეწყვეტს არსებობას. ამ ომში გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, თუმცა ინოვაციური ტექნოლოგიები დედამიწის რადიაციისგან გათავისუფლებას მოახერხებენ.

კიდევ უფრო შორეულ მომავალში

ამერიკელი ირწმუნება, რომ შემდეგ 2749 წელში მოხვდა, სადაც მსოფლიო ოკეანეზე გადაადგილებადი ქალაქები ნახა. მსოფლიოს მართავდა კომპიუტერი, რომლის ინტელექტუალურმა შესაძლებლობებმაც გადააჭარბა მთელი კაცობრიობის ჯამურ ინტელექტს. განვითარდა ტელეპათია. სახელმწიფოები გაქრნენ, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიეს, მოახერხეს ერთად ცხოვრება. მსოფლიოს მოწყობის სტრუქტურა სოციალისტურია - ყველა ადამიანს ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა.

ალ ბილეკმა არ იცის, როგორ მოხვდა მომავალში და არც ის, როგორ მოახერხა უკან დაბრუნება. ბილეკის მონათხრობს ბევრი ცინიკურად უყურებს, თუმცა ის ყველას აფრთხილებს, რომ მომავლის შეცვლა შესაძლებელია, საჭიროა ავირიდოთ თავიდან გლობალური კონფლიქტები და მოვუფრთხილდეთ პლანეტას.

მომზადებულია liveinternet.ru-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ