მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ
"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც გლ­და­ნის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი იუ­წყე­ბა, რომ გიგა ბო­კე­რია, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, გიგი თევ­ზა­ძე, ირაკ­ლი დე­ი­სა­ძე, ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, თეა თუთ­ბე­რი­ძე, ზაზა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე "სარ­წმუ­ნო­ე­ბის მო­ღა­ლა­ტე" ანა­თე­მას გა­დას­ცა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ასე გან­მარ­ტავს: "დღეს ძა­ლი­ან დიდ გან­საც­დელ­შია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვი­ნა­ი­დან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ძა­ლე­ბი მო­პყრო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რათა მოგ­ვის­პონ ის სარ­წმუ­ნო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­მოგ­ვი­ნა­ხეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. დღეს ვაი ქარ­თვე­ლე­ბი, სო­რო­სის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ბო­კე­რია, კა­კა­ბა­ძე, დე­ი­სა­ძე და თუთ­ბე­რი­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად გვა­ყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან. მე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე მა­მათ­მავ­ლე­ბი გა­და­ვე­ცი ანა­თე­მას და თუ არ შე­წყდე­ბა მათი პრო­პა­გან­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, იმ არ­ხე­ბის დი­რექ­ტო­რებ­საც გა­დავ­ცემ ანა­თე­მას, ვინც მათ ეთერ­ში იწ­ვევს.

- რო­მელ არ­ხებს გა­დას­ცემთ ანა­თე­მას? - პირ­ველ რიგ­ში "იმედს" გა­დავ­ცემ ანა­თე­მას, ასე­ვე "რუს­თა­ვი 2"-ს, "კავ­კა­სი­ას", "ტა­ბუ­ლას". როცა შე­ვა­ტყვე, რომ სო­რო­სი აფი­ნან­სებ­და "კავ­კა­სი­ას", მათ­თან გა­მოს­ვლა შევ­წყვი­ტე. რაც შე­ე­ხე­ბა "ტა­ბუ­ლას", მისი ყუ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. არ­ცერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას არ შეს­ტკი­ვა გული სამ­შობ­ლო­ზე. შაჰ-აბას­საც არ გა­უ­კე­თე­ბია ის, რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ. ადრე სირ­ცხვი­ლი იყო მა­მათ­მავ­ლო­ბა, დღეს კი ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­დი­ან და იგი­ნე­ბი­ან, თით­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და იესო ქრის­ტე არა­ფე­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო| ბა­სილ მკა­ლავ­ლიშ­ვი­ლი ანა­თე­მით დას­ჯის მო­რიგ ად­რე­სა­ტებს ასა­ხე­ლებს - პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ განკვე­თილ მღვდელ­თან ბოლო სკან­და­ლის შემ­დეგ

- რა არის ანა­თე­მა?- ანა­თე­მა სა­ში­ნე­ლე­ბაა, არა­მარ­ტო თვი­თონ მათი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც და­ის­ჯე­ბი­ან. ვინც ხატს და ჯვარს ებ­რძის, ის გა­და­ე­ცე­მა ანა­თე­მას. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვა, რო­მე­ლიც სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, წმინ­და მა­მე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბი­დან მოყ­ვა­ნი­ლია წყე­უ­ლი და შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ის, ვინც ებ­რძვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას. ვნა­ხე ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე და თუთ­ბე­რი­ძე რას წე­რენ ერ­თმა­ნეთს, მათ დიდი სჯა-ბა­ა­სი აქვთ, თა­ვი­ან­თი სა­ტა­ნუ­რი გეგ­მე­ბით ააყ­რო­ლეს ინ­ტერ­ნე­ტი. მათი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა და ამა­ში გრან­ტებს იღე­ბენ. სა­პატ­რი­არ­ქოც ვერ უწევს მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. და­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კის სა­ელ­ჩო მარ­თავს. ჩვენ თუ გული შეგვტკი­ვა, ისი­ნი ვერ დაგ­ვი­მო­ნე­ბენ. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამე­რი­კა და­მი­მო­ნებს თუ რუ­სე­თი? დღეს სა­ქარ­თვე­ლო არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ე­რი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში" არი­ან აღ­ზრდი­ლი და ისი­ნი გაგ­ვი­ნად­გუ­რე­ბენ ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას.- ფიქ­რობთ რომ სა­პატ­რი­არ­ქო უნდა ერე­ო­დეს ამ პრო­ცე­სებ­ში? - პატ­რი­არ­ქი მო­ხუ­ცია, ვე­ღარ მარ­თავს სა­პატ­რი­არ­ქოს და ყვე­ლა მღვდე­ლი, რა­საც უნდა იმას აკე­თებს. ყვე­ლა მღვდელ­ზე ცუდს ვერ ვი­ტყვი და ვერც პო­ლი­ტი­კოს­ზე. გვყავს ხალ­ხი, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ­დი ივა­ნიშ­ვილს, ჩა­მო­ე­შო­ე­ბი­ნა სა­ტა­ნის­ტე­ბი გვერ­დი­დან, კერ­ძოდ რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წა­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათი მი­ზა­ნი იყო გუ­რამ შა­რა­ძის მოკ­ვლა. ის არ იღებ­და ჩემს შე­გო­ნე­ბას და იმას აკე­თებ­და, რაც სურ­და. რა­ტომ­ღაც ივა­ნიშ­ვილს არ აინ­ტე­რე­სებს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა, მხო­ლოდ მი­ლი­ო­ნებ­ზე ფიქ­რობს. სა­ნამ პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბო­და, აშე­ნებ­და ეკ­ლე­სი­ებს, ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბო­და. მე რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე მას ამ ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მაგ­რამ ერთი ქვაც არ მო­უ­ცია. ჩვენ მისი კა­რი­ე­რი­დან ვყი­დუ­ლობ­დით მა­სა­ლას. თუ ასე გა­აგ­რძე­ლა და არ მო­ი­შო­რა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, ქვე­ყა­ნაც და­ღუ­პუ­ლია და თვი­თო­ნაც.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "წყე­ულ და შეჩ­ვე­ნე­ბულ იქ­მნეს..." - ვინ არი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვილ­მა ანა­თე­მას გა­დას­ცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ

"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბასილ მკალავიშვილის მიმართვა გავრცელდა, რომელშიც გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი იუწყება, რომ გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე და კიდევ რამდენიმე "სარწმუნოების მოღალატე" ანათემას გადასცა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში გადაწყვეტილებას განკვეთილი სასულიერო პირი ასე განმარტავს: "დღეს ძალიან დიდ განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს ანტიქრისტიანული ძალები მოპყრობილია საქართველოზე. რათა მოგვისპონ ის სარწმუნოება, რომელიც საუკუნეების მანძილზე შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. დღეს ვაი ქართველები, სოროსის მიერ დაქირავებული ჩერგოლეიშვილი, ბოკერია, კაკაბაძე, დეისაძე და თუთბერიძე სისტემატურად გვაყენებენ შეურაცხყოფას, ამერიკელების მიერ დაქირავებული ტელევიზიებიდან. მე, როგორც სასულიერო პირი, სამშობლოს მოღალატე მამათმავლები გადავეცი ანათემას და თუ არ შეწყდება მათი პროპაგანდა ტელევიზიით, იმ არხების დირექტორებსაც გადავცემ ანათემას, ვინც მათ ეთერში იწვევს.

- რომელ არხებს გადასცემთ ანათემას? - პირველ რიგში "იმედს" გადავცემ ანათემას, ასევე "რუსთავი 2"-ს, "კავკასიას", "ტაბულას". როცა შევატყვე, რომ სოროსი აფინანსებდა "კავკასიას", მათთან გამოსვლა შევწყვიტე. რაც შეეხება "ტაბულას", მისი ყურება არ შეიძლება. არცერთ ტელევიზიას არ შესტკივა გული სამშობლოზე. შაჰ-აბასსაც არ გაუკეთებია ის, რასაც ესენი აკეთებენ. ადრე სირცხვილი იყო მამათმავლობა, დღეს კი ტელევიზორში გამოდიან და იგინებიან, თითქოს მართლმადიდებლობა და იესო ქრისტე არაფერია.

იხილეთ ვიდეო| ბასილ მკალავლიშვილი ანათემით დასჯის მორიგ ადრესატებს ასახელებს - პირველი ინტერვიუ განკვეთილ მღვდელთან ბოლო სკანდალის შემდეგ

- რა არის ანათემა? - ანათემა საშინელებაა, არამარტო თვითონ მათი შვილები და შვილიშვილებიც დაისჯებიან. ვინც ხატს და ჯვარს ებრძის, ის გადაეცემა ანათემას. ეს არის სპეციალური ლოცვა, რომელიც სახარებაში წერია, წმინდა მამების დადგენილებიდან მოყვანილია წყეული და შეჩვენებული იქნას ის, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ვნახე ბოკერიას მეუღლე და თუთბერიძე რას წერენ ერთმანეთს, მათ დიდი სჯა-ბაასი აქვთ, თავიანთი სატანური გეგმებით ააყროლეს ინტერნეტი. მათი მიზანია საქართველოს განადგურება და ამაში გრანტებს იღებენ. საპატრიარქოც ვერ უწევს მათ წინააღმდეგობას. დაშინებულები არიან ისინი, საქართველოს ამერიკის საელჩო მართავს. ჩვენ თუ გული შეგვტკივა, ისინი ვერ დაგვიმონებენ. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკა დამიმონებს თუ რუსეთი? დღეს საქართველო არ არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი და პრემიერი "თავისუფლების ინსტიტუტში" არიან აღზრდილი და ისინი გაგვინადგურებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. - ფიქრობთ რომ საპატრიარქო უნდა ერეოდეს ამ პროცესებში? - პატრიარქი მოხუცია, ვეღარ მართავს საპატრიარქოს და ყველა მღვდელი, რასაც უნდა იმას აკეთებს. ყველა მღვდელზე ცუდს ვერ ვიტყვი და ვერც პოლიტიკოსზე. გვყავს ხალხი, ვისაც გული შესტკივა მართლმადიდებლობაზე. ყოველთვის მოვუწოდებდი ივანიშვილს, ჩამოეშოებინა სატანისტები გვერდიდან, კერძოდ რესპუბლიკური პარტიის წამომადგენლები, მათი მიზანი იყო გურამ შარაძის მოკვლა. ის არ იღებდა ჩემს შეგონებას და იმას აკეთებდა, რაც სურდა. რატომღაც ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს. სანამ პრემიერი გახდებოდა, აშენებდა ეკლესიებს, ხალხს ეხმარებოდა. მე რამდენჯერმე მივმართე მას ამ ეკლესიის მშენებლობისთვის დაგვხმარებოდა, მაგრამ ერთი ქვაც არ მოუცია. ჩვენ მისი კარიერიდან ვყიდულობდით მასალას. თუ ასე გააგრძელა და არ მოიშორა რესპუბლიკელები, ქვეყანაც დაღუპულია და თვითონაც.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა