კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოთქვამს მზადყოფნას გოგირდის აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკზე მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს:
"გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზადაა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი.
კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც "ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი" გოგირდის აბანოებს გადასახადს აღრიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ექვსი აბანოს ხელმძღვანელებმა პოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი აბანოთუბნის გაუქმების და აბანოების მუშაობის შეწყვეტის საფრთხეზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ტარიფზე გადასვლით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებმა აბანოებს არაგონივრულად მაღალი გადასახადი დაუწესა.