მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს
ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს

ალა­ვერ­დის ეპარ­ქი­ას­თან არ­სე­ბულ "მაწ­ვნის სახ­ლში", სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყუ­რძნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთი ბოთ­ლი "ბე­რე­ბის ღვი­ნო" 90 ლარი, ხიხ­ვი - 80, რქა­წი­თე­ლი კი 65-70 ლარი ღირს. მო­ნას­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბე­რე­ბის ღვი­ნო­ში" უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე ღვთის მი­მართ აღ­ვლე­ნი­ლი სა­დი­დე­ბე­ლია მოქ­ცე­უ­ლი: "ღვი­ნო ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს გა­ნი­კურ­ნოს სუ­ლი­თა და სხე­უ­ლით, მად­ლო­ბა შეს­წი­როს შე­მოქ­მედს, ილ­ხი­ნოს, ისი­ა­მოვ­ნოს, ეზი­ა­როს ქარ­თველ მე­ფე­თა დი­დე­ბუ­ლე­ბას და მო­ნაზვნე­ბის უბ­რა­ლო­ე­ბის მადლს".

"ბე­რე­ბის ღვი­ნო" ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის მარ­ნის ბრენ­დია, რო­მელ­საც მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე ბე­რე­ბი XI სა­უ­კუ­ნის მა­რან­ში, კა­ხუ­რი ენ­დე­მუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის­გან ქვევრში აყე­ნე­ბენ.

რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის შე­ძე­ნა 10-15 ლა­რით ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ ალა­ვერ­დის ღვი­ნის ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს.

"ბე­რე­ბის ღვი­ნის" ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის მა­რან­ში სტან­დარ­ტუ­ლი ღვი­ნის ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: 7-10 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი - 1 ადა­მი­ა­ნი - 65 ლარი; 11-20 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი - 1 ადა­მი­ა­ნი - 60 ლარი; 21-35 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი - 1 ადა­მი­ა­ნი - 55 ლარი. ტუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა ერთი სა­ა­თია.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს

ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს

ალავერდის ეპარქიასთან არსებულ "მაწვნის სახლში", საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ერთი ბოთლი "ბერების ღვინო" 90 ლარი, ხიხვი - 80, რქაწითელი კი 65-70 ლარი ღირს. მონასტრის ინფორმაციით, "ბერების ღვინოში" უძველესი დროიდან დღემდე ღვთის მიმართ აღვლენილი სადიდებელია მოქცეული: "ღვინო ეხმარება მომხმარებელს განიკურნოს სულითა და სხეულით, მადლობა შესწიროს შემოქმედს, ილხინოს, ისიამოვნოს, ეზიაროს ქართველ მეფეთა დიდებულებას და მონაზვნების უბრალოების მადლს".

"ბერების ღვინო" ალავერდის მონასტრის მარნის ბრენდია, რომელსაც მონასტერში მოღვაწე ბერები XI საუკუნის მარანში, კახური ენდემური ვაზის ჯიშებისგან ქვევრში აყენებენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალავერდის მონასტერში განუცხადეს, აღნიშნული ღვინოების შეძენა 10-15 ლარით ნაკლებად შეუძლიათ ალავერდის ღვინის ტურის მონაწილეებს.

"ბერების ღვინის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ალავერდის მონასტრის მარანში სტანდარტული ღვინის ტურის ღირებულება ასეთია: 7-10 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 65 ლარი; 11-20 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 60 ლარი; 21-35 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 55 ლარი. ტურის ხანგრძლივობა ერთი საათია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა