მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები
ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უკვე არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მე­წარ­მეა, რო­მელ­საც ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ით თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სე­ბი აქვთ. გთა­ვა­ზობთ ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თებს.

1. ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა. 22 წლის ქარ­თველ­მა მეღ­ვი­ნე ბაია აბუ­ლა­ძემ ბრენ­დი "ბა­ი­ას ღვი­ნო" ცოტა ხნის წინ შექ­მნა. მეღ­ვი­ნე­ო­ბა და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა მისი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აა. ამ­ჟა­მად "ილი­ა­უ­ნის" სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს და თვლის, რომ ამ პრო­ფე­სი­ი­სა და ღვი­ნის ბიზ­ნე­სის სინ­თე­ზი სა­ინ­ტე­რე­სოა.

ბაია აბუ­ლა­ძე: "ეს პრო­დუქ­ტი ჩვე­ნი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ბიძ­გი გვჭირ­დე­ბო­და. ეს ბიძ­გი კი პრო­ექ­ტი "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" გახ­და. შემ­დე­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნინო ზამ­ბა­ხი­ძე იყო, რომ­ლებ­მაც ვთვლი, რომ "ბა­ი­ას ღვი­ნო" ბრენ­დად გა­და­აქ­ცი­ეს".

2. ვაშ­ლის ჩიფ­სე­ბის წარ­მო­ე­ბა. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ვაშ­ლის ჩიფ­სე­ბის წარ­მო­ე­ბას იწყე­ბენ, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი უკვე 2 წე­ლია ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბაა. პირ­ვე­ლი იდეა ვაშ­ლის ჩიფ­სე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ გუნ­დმა ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის ერთ-ერთ კონ­კურ­სზე გა­ი­ტა­ნა, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა და 5 ათა­სი ლარი მო­ი­გო. შემ­დე­გი ეტა­პი "სტუ­დენ­ტუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში TS ფონ­დის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც გუნ­დმა 10 ათა­სი ლა­რის მო­გე­ბა შეძ­ლო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ბიზნესის დაწყება რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკვე არაერთი ახალგაზრდა ქართველი მეწარმეა, რომელსაც ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციით თავის დამკვიდრების სერიოზული შანსები აქვთ. გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატებულ მაგალითებს.

1. ღვინის წარმოება. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. ამჟამად "ილიაუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა.

ბაია აბულაძე: "ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" ბრენდად გადააქციეს".

2. ვაშლის ჩიფსების წარმოება. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება. სტუდენტები უკვე 2 წელია ერთად მუშაობენ და მათი მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა. პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია