საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური
"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური

11 აპ­რილს 1 წელი სრულ­დე­ბა მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. 6 თვის შემ­დეგ მისი და განო მე­ლი­თა­უ­რის მე­სა­მე შვი­ლი - ელე­ნე-ლო­ლი­ტა და­ი­ბა­და. მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე გან­ცდილ­სა და ახ­ლან­დელ რე­ა­ლო­ბა­ზე მსა­ხი­ო­ბის 28 წლის ქვრი­ვი განო მე­ლი­თა­უ­რი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს:

"თით­ქოს 11 აპ­რილს დამ­თავ­რდა ერთი განო - თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, სამ­ყა­როს აღ­ქმით. ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო ნგრე­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად დამ­თავ­რდა. ერთ დღეს სულ სხვა გა­ნომ გა­იღ­ვი­ძა... მახ­სოვს, ორ­სულ­მა ფე­ხით მო­ვი­ა­რე ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ერ­თად დავ­დი­ო­დით, მის საფ­ლავ­ზეც ავე­დი. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, ჩემი თავი პირ­ვე­ლად მა­შინ და­ვი­ნა­ხე. კარ­გად რომ და­ვაკ­ვირ­დი, სარ­კე­ში კოტე და­ვი­ნა­ხე, მას ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უნდა კარ­გად ვიყო და მან ზუს­ტად იცის, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­ვივ­ლი დარ­ჩე­ნილ გზას.... ამ ორ­სუ­ლო­ბა­ზე აბორტზე ორ­ჯერ გა­მიშ­ვეს, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ცო­ცხა­ლი არ არი­სო. მისი და­ბა­დე­ბა მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო, რად­გან ორ­ჯერ ჩვე­ნი ფე­ხით მი­ვე­დით აბორტზე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ცო­ცხა­ლი იყო. ამ ბავ­შვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მარ­თლა კო­ტეს დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ იმის­თვის, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიყო. ჩემს შვი­ლებს უბე­დუ­რი დედა არ სჭირ­დე­ბათ. მათ ბედ­ნი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­მუხ­ტუ­ლი დედა სჭირ­დე­ბათ...", - ამ­ბობს განო მე­ლი­თა­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური

"აბორტზე ორჯერ გამიშვეს, ცოცხალი არ არისო... მისი შენარჩუნება კოტეს დამსახურებაა" - განო მელითაური

11 აპრილს 1 წელი სრულდება მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან.  6 თვის შემდეგ მისი და განო მელითაურის მესამე შვილი - ელენე-ლოლიტა დაიბადა. მთელი წლის მანძილზე განცდილსა და ახლანდელ რეალობაზე მსახიობის 28 წლის ქვრივი განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:

"თითქოს 11 აპრილს დამთავრდა ერთი განო - თავისი ოცნებებით, შეხედულებებით, სამყაროს აღქმით. ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო ნგრევა და ყველაფერი ერთდროულად დამთავრდა. ერთ დღეს სულ სხვა განომ გაიღვიძა... მახსოვს, ორსულმა ფეხით მოვიარე ის ადგილები, სადაც ერთად დავდიოდით, მის საფლავზეც ავედი. სახლში დაბრუნებულმა სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი პირველად მაშინ დავინახე. კარგად რომ დავაკვირდი, სარკეში კოტე დავინახე, მას ყველაზე ძალიან უნდა კარგად ვიყო და მან ზუსტად იცის, რომ ღირსეულად გავივლი დარჩენილ გზას.... ამ ორსულობაზე აბორტზე ორჯერ გამიშვეს, გვეუბნებოდნენ, ცოცხალი არ არისო. მისი დაბადება მართლა სასწაული იყო, რადგან ორჯერ ჩვენი ფეხით მივედით აბორტზე და აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო. ამ ბავშვის შენარჩუნება მართლა კოტეს დამსახურებაა.

აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ჩემს შვილებს უბედური დედა არ სჭირდებათ. მათ ბედნიერი, მხიარული, დადებითი ენერგიით დამუხტული დედა სჭირდებათ...", - ამბობს განო მელითაური ინტერვიუში.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია