მთავარ პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს კითხავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ვასილ ჯამალაშვილი მოწმის სტატუსით იკითხება.
ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა.
გუშინ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ვასილ ჯამალაშვილმა აღნიშნა, რომ მამასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს, ფარული ჩანაწერების საქმესთან კი არაფერი აკავშირებს.