სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გაჩეჩილაძე - ილია კიკაბიძე არის ქურდი, რომელმაც ლოგო მოიპარა
ლევან გაჩეჩილაძე - ილია კიკაბიძე არის ქურდი, რომელმაც ლოგო მოიპარა

შპს "სტუ­დია მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "მა­ესტროს" ლო­გოს ეთერ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­დგე­ნას ითხოვს. რო­გორც "მა­ესტროს" "ფაქ­ტორ­ში" გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეთე­რი­დან ლო­გოს გაქ­რო­ბის ბრძა­ნე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხო­ლოდ იმას, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს შე­მო­სა­ვა­ლი და­ე­კარ­გათ და ვი­ღა­ცე­ებს, 10 მლნ ლარი "შე­ე­ტყა­პუ­ნე­ბი­ნათ".

"ვინ მოხ­სნა ლოგო... ვისი ბრძა­ნე­ბით მო­იხ­სნა... მე ვარ "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, მე ეს ბრძა­ნე­ბა არ გა­მი­ცია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ ხალ­ხის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ყვე­ლას წი­ნა­შე, რომ ახ­ლა­ვე აღ­დგეს "მა­ესტროს" ლოგო ამ ეთერ­ში. რამ­დე­ნა­დაც მე ვარ შპს "სტუ­დია მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ეს ლოგო მო­ა­შო­რა ეთერს, ეს ლოგო და­უბ­რუნ­დეს ეთერს და მე მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ გას­ცა ეს ბრძა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "მა­ესტროს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­დაქ­ცი­ულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ითხოვ­დნენ, რე­დაქ­ცი­უ­ლი ტე­რო­რის ქვეშ არი­ან.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, ის რამ­დე­ნი­მე დღეა ითხოვს, "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში მის­ვლას, თუმ­ცა მას­თან პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უ­ბა­რი ვე­რა­ვინ გა­ბე­და.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ პი­რო­ბა დადო, რომ ილია კი­კა­ბი­ძე ლო­გოს გაქ­რო­ბის­თვის პა­სუხს აგებს და ყვე­ლას მი­მარ­თა, სა­ბო­ტაჟ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღო.

"ილია კი­კა­ბი­ძე არა­ვინ არ არის ჩემ­თვის, გარ­და იმი­სა, რომ ის არის ქურ­დი, რო­მელ­მაც მო­ი­პა­რა ლოგო. ილი­ამ გიბ­რძა­ნათ ამ ლო­გოს მოხ­სნა? აქ მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­კოტ­რე­ბა, მი­დის მცდე­ლო­ბა, რომ 10 მლნ ლარი შე­ი­ტყა­პუ­ნონ, ჯერ "ემ ინ­ვეს­ტმენ­ტის" მეშ­ვე­ო­ბით და შემ­დეგ სტუ­დია "მა­ესტრო" და­ჯა­რიმ­დეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხე­ლით კეთ­დე­ბა. ვინც მოხ­სნა იმას მივ­მარ­თავ, დაბ­რუნ­დეს ლოგო. ილია კი­კა­ბი­ძეს აქვს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა, რომ ლოგო ვერ გა­მო­ი­ყე­ნოს და არა იმა­ზე, რომ ლოგო აუკ­რძა­ლოს ვინ­მეს. ილია კი­კა­ბი­ძე აგებს პა­სუხს ამის­თვის. უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვია ეს. არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა შპს "სტუ­დია მა­ესტროს". აღ­დგეს ლოგო. ეს არის მცდე­ლო­ბა ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­მა დავ­კარ­გოთ შე­მო­სა­ვა­ლი", - აღ­ნიშ­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

გუ­შინ შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "მა­ესტრო" ეთერ­ში ლო­გოს გა­რე­შე გა­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლევან გაჩეჩილაძე - ილია კიკაბიძე არის ქურდი, რომელმაც ლოგო მოიპარა

ლევან გაჩეჩილაძე - ილია კიკაბიძე არის ქურდი, რომელმაც ლოგო მოიპარა

შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" ლოგოს ეთერში გამოყენების აღდგენას ითხოვს. როგორც "მაესტროს" "ფაქტორში" გაჩეჩილაძემ განაცხადა, ეთერიდან ლოგოს გაქრობის ბრძანება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ თანამშრომლებს შემოსავალი დაეკარგათ და ვიღაცეებს, 10 მლნ ლარი "შეეტყაპუნებინათ".

"ვინ მოხსნა ლოგო... ვისი ბრძანებით მოიხსნა... მე ვარ "მაესტროს" გენერალური დირექტორი, მე ეს ბრძანება არ გამიცია. პასუხისმგებლობას ვიღებ ხალხის, ხელისუფლების, ყველას წინაშე, რომ ახლავე აღდგეს "მაესტროს" ლოგო ამ ეთერში. რამდენადაც მე ვარ შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი, მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ლოგო მოაშორა ეთერს, ეს ლოგო დაუბრუნდეს ეთერს და მე მაინტერესებს, ვინ გასცა ეს ბრძანება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, "მაესტროს" თანამშრომლები, რომლებიც რედაქციულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რედაქციული ტერორის ქვეშ არიან.

ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, ის რამდენიმე დღეა ითხოვს, "მაესტროს" პირდაპირ ეთერში მისვლას, თუმცა მასთან პირდაპირ ეთერში საუბარი ვერავინ გაბედა.

გაჩეჩილაძემ პირობა დადო, რომ ილია კიკაბიძე ლოგოს გაქრობისთვის პასუხს აგებს და ყველას მიმართა, საბოტაჟში მონაწილეობა არ მიეღო.

"ილია კიკაბიძე არავინ არ არის ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ის არის ქურდი, რომელმაც მოიპარა ლოგო. ილიამ გიბრძანათ ამ ლოგოს მოხსნა? აქ მიდის მიზანმიმართული გაკოტრება, მიდის მცდელობა, რომ 10 მლნ ლარი შეიტყაპუნონ, ჯერ "ემ ინვესტმენტის" მეშვეობით და შემდეგ სტუდია "მაესტრო" დაჯარიმდეს და ეს ყველაფერი თანამშრომლების სახელით კეთდება. ვინც მოხსნა იმას მივმართავ, დაბრუნდეს ლოგო. ილია კიკაბიძეს აქვს სასამართლოს განჩინება, რომ ლოგო ვერ გამოიყენოს და არა იმაზე, რომ ლოგო აუკრძალოს ვინმეს. ილია კიკაბიძე აგებს პასუხს ამისთვის. უმძიმესი ამბავია ეს. არანაირად არ ეხება შპს "სტუდია მაესტროს". აღდგეს ლოგო. ეს არის მცდელობა ყველა თანამშრომელმა დავკარგოთ შემოსავალი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გუშინ შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "მაესტრო" ეთერში ლოგოს გარეშე გავიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია