საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე
"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნატა პეტ­რი­აშ­ვი­ლი მა­მა­ზე თავ­დას­ხმი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს:

"რა­მო­დე­ნი­მე თქვენ­გან­მა ღიად გა­უ­კე­თეთ ანა­ლი­ზი და სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნა მა­მა­ჩე­მის, ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ამ­ბავ­ზე. ზოგ­მა პი­რა­დი­აო, ზოგ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი­აო, ზოგი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო არ­სე­ბუ­ლი და მოხ­ვედ­რი­ლი ტყვი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით, ზოგ­მაც - რა მოხ­და, ესე­თი ამ­ბე­ბი დიდი ხა­ნია ტრა­დი­ცი­ად იქ­ცაო.

თქვე­ნი ანა­ლი­ზი არც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს მოჰ­კლე­ბია. თა­ნაც, ხში­რად, წი­ნა­და­დე­ბას ასე იწყებთ: "მარ­თა­ლია, და­ნა­შა­უ­ლია, რაც გა­ა­კე­თეს და და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა, მაგ­რამ..." მა­ინ­ტე­რე­სებს გუ­ლით, სი­ტყვა "და­უშ­ვე­ბე­ლია" რო­გორ ხვდე­ბა წი­ნა­და­დე­ბა­ში, სა­დაც ერთ-ერთი მომ­დევ­ნო სი­ტყვა არის "მაგ­რამ." არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი რაც ოდ­ნავ მა­ინც გა­ა­მარ­თლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვ­ნით.

ყვე­ლა­ფერს რა­საც ას­კვნით და შემ­დეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყვე­ლა კი­თხუ­ლობს. რა თქმა უნდა, ვე­რა­ვინ აგიკ­რძა­ლავთ თქვე­ნი აზ­რის გა­მოთ­ქმას და არც არა­ვინ აპი­რებს, უბ­რა­ლოდ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ყვე­ლა­ფერს რა­საც წერთ, თქვე­ნი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უნაკ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ, კი­თხუ­ლო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი.

მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი რამ, თუ ისეთ კო­მენ­ტარს წერთ, რისი წა­კი­თხვაც თქვენ­ვე გულს გატ­კენ­დათ, სხვებს რა­ტომ იმე­ტებთ?", - წერს ნატა პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

პოსტს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გოს, ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლის შვი­ლის, ნა­ტას სტა­ტუსს ვა­ზი­ა­რებ. უბ­რა­ლოდ, რომ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ბავ­შვე­ბი და მათი გრძნო­ბე­ბი, როცა უხე­შო­ბა მო­დის ჩვე­ნი გუ­ლე­ბი­დან და ვე­რა­ნა­ირ ფილტრს ვერ პო­უ­ლობს გო­ნე­ბა­ში.

საფ­ლავ­ზე წაქ­ცე­უ­ლი ბუ­კას­თვის ნას­რო­ლი ხუთი ტყვი­ი­დან ორი მას ას­ცდა და სა­ვა­რა­უ­დოდ ლე­ვან მი­ქე­ლა­ძის კუ­ბოს მოხ­ვდა. იმე­დი მაქვს რო­დეს­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ნა­ტი­ფი და­ნა­შა­უ­ლი".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე

"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი, ნატა პეტრიაშვილი მამაზე თავდასხმისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს:

"რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ესეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.

თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: "მართალია, დანაშაულია, რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..." მაინტერესებს გულით, სიტყვა "დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში, სადაც ერთ-ერთი მომდევნო სიტყვა არის "მაგრამ." არ არსებობს მიზეზი რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.

ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა, ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.

მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ, რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?", - წერს ნატა პეტრიაშვილი.

პოსტს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

"ჩემი უსაყვარლესი გოგოს, ბუკა პეტრიაშვილის შვილის, ნატას სტატუსს ვაზიარებ. უბრალოდ, რომ არ დაგვავიწყდეს ბავშვები და მათი გრძნობები, როცა უხეშობა მოდის ჩვენი გულებიდან და ვერანაირ ფილტრს ვერ პოულობს გონებაში.

საფლავზე წაქცეული ბუკასთვის ნასროლი ხუთი ტყვიიდან ორი მას ასცდა და სავარაუდოდ ლევან მიქელაძის კუბოს მოხვდა. იმედი მაქვს როდესმე გამოძიებული იქნება ეს ნატიფი დანაშაული".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს