10 მომხმარებლიდან 7 მარტივად ტყუვდება

10 მომხმარებლიდან 7 მარტივად ტყუვდება

ყოველი 10 მომხმარებლიდან 7-8 ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. მართალია, სასურსათო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა იკლო, სამაგიეროდ სხვა მიმართულებით ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შესაბამისი კანონი არ არსებობს და მოსახლეობა საერთოდ დაუცველია. მომხმარებელმა, ელემენტარულად არ იცის, რისი უფლება აქვს და როგორ დაიცვას თავი მარკეტინგული ხრიკების თუ სხვა სახის დარღვევებისგან, რასაც სავაჭრო სექტორში მუდმივად აწყდება.

სურსათის უვნებლობის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებამ ეს სფერო მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა. მართალია, ხარისხისა თუ ტექნიკური რეგლამენტის მხრივ დარღვევები იშვიათია, მაგრამ მოხმარებელი სხვა მხრივ შეიძლება ადვილად მოტყუვდეს. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კომპანიების მარკეტინგულ ხრიკებს, რომელსაც მყიდველის მოსაზიდად იყენებენ.

ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები საკმაოდ გააქტიურდნენ. ერთ-ერთი ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკი", რომელიც თბილისისა და რეგიონის მოსახლეობას დარღვეული უფლებების დაცვაში ეხმარება.

"ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია აცხადებს, რომ მომხმარებლის უფლებები მასობრივად ირღვევა. ყოველი ათიდან, შეიძლება, ორი-სამი აღმოჩნდეს ისეთი რომელიც არ მოტყუვდება და ესეც საუკეთესო შემთხვევაში.

"დარღვევებზე აქცენტს თუ გავაკეთებთ, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლება ირღვევა, როცა მას ატყუებენ. შეიძლება, ძალიან მცირემ არ მოიტყუოს თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი უფლება არ დაირღვა. პრობლემაა, რომ ხალხი საკუთარი უფლების დაცვას ვერ ახერხებს, რადგან არ იცის რა შეიძლება მოითხოვოს და არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან როგორ დაიცვას თავი. დარღვევები იქნება იქამდე, სანამ კანონს არ მიიღებენ.

სასურსათო სექტორში ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან კანონმდებლობა შეიცვალა და სურსათის უვნებლობა რეგულარულად მოწმდება. მომხმარებელიც მეტ-ნაკლებად დაცულია. მიუხედავად ამისა, კომპანები უამრავ მარკეტინგულ ხრიკს მიმართავენ და მათ დაგებულ მახეში ხალხი ხშირად ებმება. შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს კონკრეტული პროდუქტის ხარისხს, შემდაგენლობას, მაგრამ რეალიზაციისას სხვადასხვა დარღვევა ფიქსირდება", - აცხადებს ამირან შენგელია.

რაც შეეხება არასასურსათო სექტორს, აქ ყველაზე მეტად სცოდავენ კომპიუტერის, მობილური და ელექტრონული ტექნიკის მაღაზიები, სილამაზის სალონები. სრული განუკითხაობაა კოსმეტიკური საშუალებების, სამკაულისა და სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას, ანუ მომსახურების ყველა სეგმენტში, სადაც კი მოხმმარებელი აქტიურობს.

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ