პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება
"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის და­სარ­ტყამ საკ­რავ­თა ჯგუ­ფის სო­ლის­ტი დი­ა­ნა მეტ­რე­ვე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი წერს და გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა.

"ჩემო ძვირ­ფა­სო დი­ა­ნა, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა შენი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, უცა­ბე­დი წას­ვლა, ვერც კი გად­მოვ­ცემ ახლა ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას... ამ წუ­თებ­ში მთელ­მა ჩვენ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბულ­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა წლებ­მა ჩა­ი­ა­რა მოკ­ლე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­ვით, გა­მახ­სენ­და, რომ შენ­თვის და­წე­რილ სა­ორ­კესტრო პარ­ტი­ებს ინ­სტრუ­მენ­ტის სა­ხე­ლის ნაც­ვლად "დი­ა­ნას" ვა­წერ­დი, რად­გან შენ­თვის ვწერ­დი, პი­რა­დად შენ­თვის...

გა­მახ­სენ­და ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი... ისიც გა­მახ­სენ­და, რომ ბოლო დროს შე­ნიშ­ვნე­ბით გი­ჭამ­დი ტვინს... ახლა რო­გორ გან­ვიც­დი ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია... დრო­ის დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს ჩა­გე­ხუ­ტე­ბო­დი და ყვე­ლაფ­რის­თვის ბო­დიშს მო­გიხ­დი­დი...

არ ინერ­ვი­უ­ლო დი­ა­ნა, შენი შვი­ლე­ბის ზრდას და პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვებ, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი შენი ოჯა­ხის გვერ­დით, შენი ორ­კესტრი კი ყო­ველ­თვის გა­გიხ­სე­ნებს, ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ტკი­ვა ახლა უშე­ნო­ბა...

მშვი­დო­ბით ჩემო მე­გო­ბა­რო, ჩემო რაჭ­ვე­ლო "დამ­რტყმე­ლო"! დღეს მაგ­რა "დაგ­ვარ­ტყი" ყვე­ლა შე­ნი­ანს, მაგ­რამ შენი ბრა­ლი არ არის, შენ ხომ სი­ცო­ცხლე გინ­დო­და...

ღმერ­თმა და­გიმ­კვიდ­როს მა­რა­დი­უ­ლი სიმ­შვი­დე ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში!

ახლა კი თხოვ­ნა: როცა გა­გახ­სენ­დე­ბი ჩვენ­თვი­საც ილო­ცე, ჩვენ ამას ვიგ­რძნობთ...", - წერს რაჭ­ვე­ლი.

"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

"ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! მაგრა "დაგვარტყი" - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტი დიანა მეტრეველი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი წერს და გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

"ჩემო ძვირფასო დიანა, ძალიან მეტკინა შენი მოულოდნელი, უცაბედი წასვლა, ვერც კი გადმოვცემ ახლა ჩემს მდგომარეობას... ამ წუთებში მთელმა ჩვენმა ერთობლივად გატარებულმა შემოქმედებითმა წლებმა ჩაიარა მოკლე დოკუმენტური ფილმივით, გამახსენდა, რომ შენთვის დაწერილ საორკესტრო პარტიებს ინსტრუმენტის სახელის ნაცვლად "დიანას" ვაწერდი, რადგან შენთვის ვწერდი, პირადად შენთვის...

გამახსენდა ჩვენი მოგზაურობები, რეპეტიციები, კონცერტები... ისიც გამახსენდა, რომ ბოლო დროს შენიშვნებით გიჭამდი ტვინს... ახლა როგორ განვიცდი ხომ წარმოგიდგენია... დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს ჩაგეხუტებოდი და ყველაფრისთვის ბოდიშს მოგიხდიდი...

არ ინერვიულო დიანა, შენი შვილების ზრდას და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს უყურადღებოდ არ დავტოვებ, ყოველთვის ვიქნები შენი ოჯახის გვერდით, შენი ორკესტრი კი ყოველთვის გაგიხსენებს, ეროვნული ორკესტრი, რომელსაც ძალიან ტკივა ახლა უშენობა...

მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო რაჭველო "დამრტყმელო"! დღეს მაგრა "დაგვარტყი" ყველა შენიანს, მაგრამ შენი ბრალი არ არის, შენ ხომ სიცოცხლე გინდოდა...

ღმერთმა დაგიმკვიდროს მარადიული სიმშვიდე ცათა სასუფეველში!

ახლა კი თხოვნა: როცა გაგახსენდები ჩვენთვისაც ილოცე, ჩვენ ამას ვიგრძნობთ...", - წერს რაჭველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს