Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი
5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი

ამ მომ­ხიბ­ვლელ­მა, თვა­ლის­მომჭრელ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა პირ­ვე­ლი­ვე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­ი­პყრეს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გუ­ლე­ბი. ყვე­ლას ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ეს ლა­მა­ზი ქმნი­ლე­ბე­ბი, თით­ქოს­და ცი­დან მოვ­ლე­ნილ­ნი, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბოდ­ნენ სამ­ყა­რო­ში მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ობი­ექ­ტად... მაგ­რამ დი­დე­ბის ტკბი­ლი ნის­ლის მიღ­მა თით­ქოს მუდ­მი­ვად იგ­რძნო­ბო­და გარ­და­უ­ვა­ლი კა­ტას­ტრო­ფის მო­ახ­ლო­ვე­ბა...

ედი სეჯ­ვი­კი

"იცხოვ­რე სწრა­ფად და მოკ­ვდი ახალ­გაზ­რდა" - ბე­დის ირო­ნი­ით, ედი ამ პრინ­ცი­პით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. მას შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნე­რი-კონ­კია ვუ­წო­დოთ - გო­გო­ნა არის­ტოკ­რა­ტუ­ლი, მდი­და­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გა­ი­ზარ­და. 60-იანი წლე­ბის ულა­მა­ზე­სი მო­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბით არ ბრწყი­ნავ­და, მისი მე­გობ­რე­ბის თქმით, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი წიგ­ნიც კი არ წა­უ­კი­თხავს, გა­ზე­თებს კი სა­ერ­თოდ ვერ იტან­და.

ედი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ენდი უორ­ჰოლს, ცნო­ბი­ლი Factory-ს და­მა­არ­სე­ბელს გა­და­ე­ყა­რა და მა­ლე­ვე გახ­და მისი მთა­ვა­რი ნიმ­ფა. ენდი მას თა­ვის თით­ქმის ყვე­ლა ფილმში იღებ­და და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სუ­პერ­ვალ­სკვლა­ვიც კი გახ­და. "მი­ლი­ო­ნე­რი-კონ­კი­ის" დიდი ხნის ოც­ნე­ბა ახდა, იგი რჩე­ულ­თა წრე­ში აღ­მოჩ­ნდა, მას აღ­მერ­თებ­დნენ. მაგ­რამ, მა­ლე­ვე, უორ­ჰო­ლი­სა და სეჯ­ვი­კის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტან­დე­მი და­ი­შა­ლა. მი­ზე­ზი: ცნო­ბილ მომ­ღე­რალ­თან, ბობ დი­ლან­თან შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც ედის თავ­ბრუ და­ახ­ვია და და­არ­წმუ­ნა, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ე­წყვი­ტა კავ­ში­რი Factory-სთან. მო­ტი­ვი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი იყო, დი­ლა­ნი ვერ იტან­და უორ­ჰოლს. სეჯ­ვიკ­მა სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა: მან მი­ა­ტო­ვა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ბევ­რს მი­აღ­წია. ამ მო­მენ­ტი­დან მო­დე­ლის კა­რი­ე­რა დას­რულ­და, დი­ლა­ნი კი მა­ლე­ვე გა­ცივ­და საყ­ვარ­ლის მი­მართ, თა­ნაც, აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვა ქალ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი.

ედი რამ­დენ­ჯერ­მე გა­თხოვ­და, და ყო­ველ ჯერ­ზე უსიყ­ვა­რუ­ლოდ. მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბაც მა­ლე­ვე გა­ა­ნი­ა­ვა. და­კარ­გუ­ლი ოც­ნე­ბის­გან გა­მო­წყვე­ულ დარდს ალ­კოჰო­ლი­თა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ახ­შობ­და. სეჯ­ვი­კი თვით­მკვლე­ლო­ბა­საც ეცა­და, სა­ბო­ლო­ოდ კი ნარ­კო­ტი­კე­ბის ჭარ­ბი დო­ზით 28 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რომი შნა­ი­დე­რი

მას სა­ეკ­რა­ნო სა­ხელს, სი­სის უწო­დებ­დნენ. რომი შნა­ი­დე­რის მიერ ფილმში გან­სა­ხი­ე­რე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა დე­დო­ფალ­მა ევ­რო­პე­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. რომი ცხოვ­რე­ბა­შიც ნამ­დვი­ლი არის­ტოკ­რა­ტი გახ­ლდათ, ჭკვი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, უზო­მოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი. ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობს დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და რო­მიც ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოც­დის გავ­ლა­ზე თა­ნახ­მა იყო სა­წა­დე­ლის მი­საღ­წე­ვად, სა­ნამ დამ­წყებ მსა­ხი­ობს, ალენ დე­ლონს არ შეხ­ვდა. ალე­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით დაბრმა­ვე­ბუ­ლი, რომი კა­რი­ე­რას და სა­კუ­თარ თავს ივი­წყებს. ის სრუ­ლე­ბით ჩა­ეფ­ლო დე­ლო­ნის საქ­მე­ებ­ში და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­და კი­ნოს სამ­ყა­რო­ში მის მო­სახ­ვედ­რად. რო­მის წყა­ლო­ბით ალენ­მა პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, შემ­დეგ დი­დე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

ცოტა ხან­ში ალენ დე­ლონ­მა რომი მი­ა­ტო­ვა და სხვა ქალ­ზე იქორ­წი­ნა. რომი სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა, ღრმად გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­ლო­ნის კა­რი­ე­რა უკან წა­ვი­და და მან კვლავ მი­მარ­თა ძველ შეყ­ვა­რე­ბულს დახ­მა­რე­ბის­თვის. რომი ბედ­ნი­ე­რი იყო, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი ძა­ლით ისევ აღ­დგა. წყვილ­მა ფილმში "აუზი" ითა­მა­შა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა გახ­და და ორი­ვე მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. მას შემ­დეგ, დე­ლონ­მა ისევ მი­ა­ტო­ვა რომი, ამ­ჯე­რად, სა­მუ­და­მოდ.

შნა­ი­დე­რის ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლად წა­რი­მარ­თა, ჯერ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მერე კი შვი­ლის სიკ­ვდილ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა იგი. მწა­რე მარ­ტო­ო­ბა­სა და დარდს ალ­კოჰო­ლი­თა და ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბით იქარ­ვებ­და. ერთხე­ლაც კი მის­მა გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო... შნა­ი­დე­რი 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­რი­ლინ მონ­რო

მე­რი­ლინ მონ­რო სი­ცო­ცხლე­ში­ვე იქცა ამე­რი­კულ ლე­გენ­დად. მომ­ხიბ­ვლე­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, უბ­რა­ლო - მონ­რო მი­ლი­ო­ნო­ბით ამე­რი­კე­ლის სა­თაყ­ვა­ნო კერ­პი გახ­ლდათ.

მას შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­ე­ნუს­ხა და და­დე­ბი­თად გა­ნე­წყო მის­და­მი. სა­ბო­ლო­ოდ, ამ ადა­მი­ა­ნურ­მა თვი­სე­ბამ და­ღუ­პა კი­დეც.

გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მსხვი­ლი მა­ფი­ო­ზე­ბიც კი ცდი­ლობ­დნენ მერ­ლი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვედ­რას. მე­რი­ლი­ნით ჯერ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯონ კე­ნე­დი და­ინ­ტე­რეს­და, შემ­დეგ კი მისი ძმა რო­ბერ­ტი - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი. თუმ­ცა, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და სექს-სიმ­ბო­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბამ ღრმად შე­ტო­პა. სენ­სა­ცი­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კალ­მებს "ლე­სავ­დნენ". მათ არ ეს­მო­დათ, რომ "უბ­რა­ლო ამე­რი­კელ გო­გო­ნას" სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბო­და. კე­ნე­დე­ბის მძლავრ კლანს სას­წრა­ფოდ უნდა ეზ­რუ­ნა რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე. ამას­თან, მე­რი­ლინ მონ­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ფრენკ სი­ნატ­რამ მო­უხ­ში­რა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მა­ფი­ას­თან კავ­ში­რით.

მონ­როს მო­უ­ლოდ­ნელ­მა სიკ­ვდილ­მა მთე­ლი ამე­რი­კა შეძ­რა. პრე­სა და­ჟი­ნე­ბით ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მერ­ლი­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის ჭარ­ბი დო­ზის­გან და­ი­ღუ­პა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ FBI-ს სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ბუ­თი, რომ­ლის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რომ 36 წლის მსა­ხი­ო­ბი შეთ­ქმუ­ლე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

ჯეინ მენსფილ­დი

ჯეინ მენსფილ­დი მე­რი­ლინ მონ­როს­თან ერ­თად 50-იანი წლე­ბის სექს-სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. შთამ­ბეჭ­და­ვი ფორ­მე­ბის მქო­ნე ქერა ლა­მაზ­მა­ნი ჟურ­ნალ Playboy-ს ხში­რად ამ­შვე­ნებ­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და ნი­ჭი­ე­რე­ბით. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს "მსოფ­ლიო თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია", "ოქ­როს გლო­ბუ­სი" და "ოქ­როს დაფ­ნის გვირ­გვი­ნი".

სამ­წუ­ხა­როდ, ჯე­ი­ნის ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რამ დიდ­ხანს არ გას­ტა­ნა. გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მსა­ხი­ო­ბი უეც­რად გა­ცივ­და პრო­ფე­სი­ის მი­მართ. თუმ­ცა, აგ­რძე­ლებ­და გა­მოს­ვლას ღა­მის კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში, რი­თაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი სამ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი, ჰყავ­და 5 შვი­ლი. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის შემ­ყუ­რე, ხალ­ხი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მან სხე­უ­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფორ­მა და კანი. ჯე­ი­ნი მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი იყო და ოპ­ტი­მიზ­მით მუხ­ტავ­და გარ­შე­მომ­ყო­ფებს. მენსფილ­დი 34 წლის ასაკ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა.

ანა ნი­კოლ სმი­ტი

ვიკი ლინ ჰო­გა­ნი სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში 20 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. მან ჟურ­ნა­ლის Playboy კონ­კურ­ში "გა­რე­კა­ნის გო­გო­ნა" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ეს იყო პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი დიდი შო­უ­ბიზ­ნე­სის­კენ. ვი­კიმ სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და აიღო ფსევ­დო­ნი­მი ანა ნი­კოლ სმი­ტი. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბო­და. სმი­ტი კი­ნო­შიც გა­და­ი­ღეს.

შემ­დეგ ახალ­გა­მომ­ცხვა­რი მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მის "ანა ნი­კო­ლის შოუ" წამ­ყვა­ნი გახ­და. სცე­ნა­რის­ტო­ბა და პრო­დი­უ­სე­რო­ბაც სცა­და და ეკ­რა­ნებ­ზე ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა "ანა ნი­კოლ სმი­ტის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი" გა­მო­ვი­და. მას შემ­დეგ მის კა­რი­ე­რა­ში მკვეთ­რი ვარ­დნა მოხ­და.

ანა ნი­კოლ სმიტ­მა შე­სამ­ჩნე­ვად მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში და უწინ­დე­ბურ ლა­მაზ­მანს აღარ ჰგავ­და.

სმი­ტი სამ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. უფ­რო­სი ვა­ჟის ავად­მყო­ფო­ბა და შემ­დეგ სიკ­ვდი­ლი, მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქო­ნებ­რი­ვი და­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ეს ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხა.

შე­და­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაც სა­კუ­თარ ად­ვო­კატ­თან, ჰო­ვარდ სტერნ­თან ვერ და­ეხ­მა­რა დეპ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. ანა ნი­კოლ სმი­ტი 40 წლის ასაკ­ში პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა...

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი

5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი

ამ მომხიბვლელმა, თვალისმომჭრელმა ვარსკვლავებმა პირველივე გამოჩენისთანავე დაიპყრეს მილიონობით ადამიანის გულები. ყველას ეჩვენებოდა, რომ ეს ლამაზი ქმნილებები, თითქოსდა ციდან მოვლენილნი, სამუდამოდ დარჩებოდნენ სამყაროში მისაბაძ მაგალითად და აღფრთოვანების ობიექტად... მაგრამ დიდების ტკბილი ნისლის მიღმა თითქოს მუდმივად იგრძნობოდა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოვება...

ედი სეჯვიკი

"იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა" - ბედის ირონიით, ედი ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. მას შეიძლება მილიონერი-კონკია ვუწოდოთ - გოგონა არისტოკრატული, მდიდარი და გავლენიანი ოჯახიდან, რომელიც ფუფუნებაში გაიზარდა. 60-იანი წლების ულამაზესი მოდელი განათლებით არ ბრწყინავდა, მისი მეგობრების თქმით, ცხოვრების განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს, გაზეთებს კი საერთოდ ვერ იტანდა.

ედი ცხოვრების გზაზე ენდი უორჰოლს, ცნობილი Factory-ს დამაარსებელს გადაეყარა და მალევე გახდა მისი მთავარი ნიმფა. ენდი მას თავის თითქმის ყველა ფილმში იღებდა და ერთ-ერთი პირველი სუპერვალსკვლავიც კი გახდა. "მილიონერი-კონკიის" დიდი ხნის ოცნება ახდა, იგი რჩეულთა წრეში აღმოჩნდა, მას აღმერთებდნენ. მაგრამ, მალევე, უორჰოლისა და სეჯვიკის შემოქმედებითი ტანდემი დაიშალა. მიზეზი: ცნობილ მომღერალთან, ბობ დილანთან შეხვედრა, რომელმაც ედის თავბრუ დაახვია და დაარწმუნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი Factory-სთან. მოტივი საკმაოდ მარტივი იყო, დილანი ვერ იტანდა უორჰოლს. სეჯვიკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: მან მიატოვა ადამიანი, რომლის წყალობითაც ბევრს მიაღწია. ამ მომენტიდან მოდელის კარიერა დასრულდა, დილანი კი მალევე გაცივდა საყვარლის მიმართ, თანაც, აღმოჩნდა, რომ სხვა ქალზე იყო დანიშნული.

ედი რამდენჯერმე გათხოვდა, და ყოველ ჯერზე უსიყვარულოდ. მრავალმილიონიანი ქონებაც მალევე გაანიავა. დაკარგული ოცნებისგან გამოწყვეულ დარდს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ახშობდა. სეჯვიკი თვითმკვლელობასაც ეცადა, საბოლოოდ კი ნარკოტიკების ჭარბი დოზით 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რომი შნაიდერი

მას საეკრანო სახელს, სისის უწოდებდნენ. რომი შნაიდერის მიერ ფილმში განსახიერებულმა ახალგაზრდა დედოფალმა ევროპელი მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომი ცხოვრებაშიც ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ, ჭკვიანი, განათლებული, უზომოდ მომხიბვლელი. ნიჭიერ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომიც ნებისმიერი გამოცდის გავლაზე თანახმა იყო საწადელის მისაღწევად, სანამ დამწყებ მსახიობს, ალენ დელონს არ შეხვდა. ალენისადმი სიყვარულით დაბრმავებული, რომი კარიერას და საკუთარ თავს ივიწყებს. ის სრულებით ჩაეფლო დელონის საქმეებში და ძალისხმევას არ იშურებდა კინოს სამყაროში მის მოსახვედრად. რომის წყალობით ალენმა პირველი წარმატება, შემდეგ დიდება და პოპულარობა მოიპოვა.

ცოტა ხანში ალენ დელონმა რომი მიატოვა და სხვა ქალზე იქორწინა. რომი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ღრმად განიცდიდა ამ ამბავს. დროთა განმავლობაში, დელონის კარიერა უკან წავიდა და მან კვლავ მიმართა ძველ შეყვარებულს დახმარებისთვის. რომი ბედნიერი იყო, მათი ურთიერთობა ახალი ძალით ისევ აღდგა. წყვილმა ფილმში "აუზი" ითამაშა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდა და ორივე მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას შემდეგ, დელონმა ისევ მიატოვა რომი, ამჯერად, სამუდამოდ.

შნაიდერის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა, ჯერ ყოფილი მეუღლის, მერე კი შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გაანადგურა იგი. მწარე მარტოობასა და დარდს ალკოჰოლითა და ანტიდეპრესანტებით იქარვებდა. ერთხელაც კი მისმა გულმა ვეღარ გაუძლო... შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მერილინ მონრო

მერილინ მონრო სიცოცხლეშივე იქცა ამერიკულ ლეგენდად. მომხიბვლელი, სექსუალური, უბრალო - მონრო მილიონობით ამერიკელის სათაყვანო კერპი გახლდათ.

მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოენუსხა და დადებითად განეწყო მისდამი. საბოლოოდ, ამ ადამიანურმა თვისებამ დაღუპა კიდეც.

გამოჩენილი პოლიტიკოსები, მილიარდერი ბიზნესმენები და მსხვილი მაფიოზებიც კი ცდილობდნენ მერლინის საზოგადოებაში მოხვედრას. მერილინით ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ კენედი დაინტერესდა, შემდეგ კი მისი ძმა რობერტი - იუსტიციის მინისტრი. თუმცა, ქვეყნის პირველი პირისა და სექს-სიმბოლოს ურთიერთობამ ღრმად შეტოპა. სენსაციების მაძიებელი ჟურნალისტები კალმებს "ლესავდნენ". მათ არ ესმოდათ, რომ "უბრალო ამერიკელ გოგონას" საშიშროება ემუქრებოდა. კენედების მძლავრ კლანს სასწრაფოდ უნდა ეზრუნა რეპუტაციაზე. ამასთან, მერილინ მონროსთან ურთიერთობას ფრენკ სინატრამ მოუხშირა, რომელიც ცნობილი იყო მაფიასთან კავშირით.

მონროს მოულოდნელმა სიკვდილმა მთელი ამერიკა შეძრა. პრესა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მერლინი ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან დაიღუპა. რამდენიმე წლის შემდეგ FBI-ს საიდუმლო არქივში აღმოაჩინეს საბუთი, რომლის მიხედვით ხდება ცნობილი, რომ 36 წლის მსახიობი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ჯეინ მენსფილდი

ჯეინ მენსფილდი მერილინ მონროსთან ერთად 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნეოდა. შთამბეჭდავი ფორმების მქონე ქერა ლამაზმანი ჟურნალ Playboy-ს ხშირად ამშვენებდა. გამოირჩეოდა ნიჭიერებით. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს "მსოფლიო თეატრალური პრემია", "ოქროს გლობუსი" და "ოქროს დაფნის გვირგვინი".

სამწუხაროდ, ჯეინის ბრწყინვალე კარიერამ დიდხანს არ გასტანა. გაურკვეველი მიზეზების გამო, მსახიობი უეცრად გაცივდა პროფესიის მიმართ. თუმცა, აგრძელებდა გამოსვლას ღამის კლუბებსა და რესტორნებში, რითაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. ჰოლივუდის ვარსკვლავი სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავდა 5 შვილი. მრავალშვილიანი დედის შემყურე, ხალხი გაოცებას ვერ მალავდა, როგორ შეინარჩუნა მან სხეულის შესანიშნავი ფორმა და კანი. ჯეინი მუდამ ხალისიანი იყო და ოპტიმიზმით მუხტავდა გარშემომყოფებს. მენსფილდი 34 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ანა ნიკოლ სმიტი

ვიკი ლინ ჰოგანი სამოდელო ბიზნესში 20 წლის ასაკში მოხვდა. მან ჟურნალის Playboy კონკურში "გარეკანის გოგონა" მიიღო მონაწილეობა და ყველასთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა კიდეც. ეს იყო პატარა ნაბიჯი დიდი შოუბიზნესისკენ. ვიკიმ სახელი შეიცვალა და აიღო ფსევდონიმი ანა ნიკოლ სმიტი. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. სმიტი კინოშიც გადაიღეს.

შემდეგ ახალგამომცხვარი მსახიობი საკუთარი გადაცემის "ანა ნიკოლის შოუ" წამყვანი გახდა. სცენარისტობა და პროდიუსერობაც სცადა და ეკრანებზე ავტობიოგრაფიული დრამა "ანა ნიკოლ სმიტის საიდუმლოებანი" გამოვიდა. მას შემდეგ მის კარიერაში მკვეთრი ვარდნა მოხდა.

ანა ნიკოლ სმიტმა შესამჩნევად მოიმატა წონაში და უწინდებურ ლამაზმანს აღარ ჰგავდა.

სმიტი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი პირადი ცხოვრება წარმატებული არ ყოფილა. უფროსი ვაჟის ავადმყოფობა და შემდეგ სიკვდილი, მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ ქონებრივი დავით გამოწვეული ხმაურიანი სკანდალები - ყველაფერი ეს ქალის ჯანმრთელობაზე აისახა.

შედარებით ბედნიერი მესამე ქორწინებაც საკუთარ ადვოკატთან, ჰოვარდ სტერნთან ვერ დაეხმარა დეპრესიასთან გამკლავებაში. ანა ნიკოლ სმიტი 40 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება