პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავარკვიოთ გვითვალთვალებენ თუ არა - ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის მექანიზმები
როგორ გავარკვიოთ გვითვალთვალებენ თუ არა - ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის მექანიზმები

ინ­ტერ­ნეტ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის და არა მარ­ტო მათი, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, მი­მო­წე­რა, სა­უბ­რე­ბი და ა.შ.

სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­ჟო­ნოს პი­რად­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ინ­ტერ­ნეტ­ში და არ­სე­ბობს თუ არა თვალ­თვა­ლის­გან თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერტს, უჩა ზა­ქაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რო­მე­ლია "სუს­ტი ხვრე­ლე­ბი", სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა პი­რად­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნოს?

- პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მე­თო­დი არის უკონ­ტრო­ლო მი­ყუ­რა­დე­ბა და მოს­მე­ნა, ანუ როცა სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი ე.წ. გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის დროს ნა­ხუ­ლო­ბენ პი­რად მი­მო­წე­რას და ა.შ. მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბას სჭირ­დე­ბა. აქ პრობ­ლე­მას ქმნის ის ფაქ­ტი, რომ თუ შემ­დეგ ეს მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ად არ დას­ჭირ­დათ, შე­უძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლოს აღარ მი­მარ­თონ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის კა­ნო­ნი­ე­რად ცნო­ბის­თვის და სწო­რედ ეს ქმნის ამ­დე­ნი უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რის წარ­მო­შო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არ არ­სე­ბობს იმის კონ­ტრო­ლი, თუ რამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა ასე­თი წე­სით და შემ­დეგ სწო­რედ ასე მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა ხდე­ბა.

- ვის აქვს პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბერ­კე­ტე­ბი?

- ინ­ტერ­ნეტ-მიმ­წო­დებ­ლებს, ანუ იმ კომ­პა­ნი­ებს, რო­მე­ლიც აბო­ნენტს ინ­ტერ­ნე­ტით უზ­რუნ­ველ­ყოფს და მე­ო­რე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს, ისიც ამ ინ­ტერ­ნეტ-მიმ­წო­დებ­ლებ­თან დუ­ეტ­ში, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ინ­ტერ­ნეტ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­წე­რის ან მი­ყუ­რა­დე­ბის მო­პო­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვას არ გა­აჩ­ნია.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა გა­მოვ­ლინ­დეს უცხო ქვეყ­ნი­დან ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ოს ავ­ტო­რი?

- სა­ერ­თოდ, ასე­თი ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვის დროს იყე­ნე­ბენ შეც­ვლილ სერ­ვი­სებს, რაც იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მომ­ხმა­რებ­ლის IP მი­სა­მარ­თი გა­და­მი­სა­მართდეს, ანუ შე­იძ­ლე­ბა ვი­დეო თბი­ლი­სი­დან ატ­ვირ­თო, მაგ­რამ ამ სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ ატ­ვირ­თე მა­გა­ლი­თად ფრან­კფურ­ტი­დან და არ იყოს მიბ­მუ­ლი შენს რე­ა­ლურ IP მი­სა­მარ­თზე. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც შე­დის და­ახ­ლო­ე­ბით 45 ქვე­ყა­ნა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან მოქ­მე­დებს 24/7-ზე ქსე­ლით და ამ კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ასე­თი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია. თუ აღ­მოჩ­ნდა რომ IP მი­სა­მარ­თი იყო ჰო­ლან­დი­ი­დან და ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნაა, ვალ­დე­ბუ­ლია, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში იმ IP მი­სა­მარ­თზე მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია.

- სა­ერ­თოდ, რო­გორ გა­დი­ან ვი­დე­ოს ამ­ტვირ­თავ­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი?

- რო­დე­საც ჩვენ ვირ­ჩევთ ინ­ტერ­ნეტ-მიმ­წო­დე­ბელს, ნე­ბის­მი­ე­რი ფირ­მა, რომ­ლის ინ­ტერ­ნეტ­საც ვუ­ერ­თდე­ბით, გვა­ნი­ჭებს უნი­კა­ლურ IP მი­სა­მართს, სა­ი­და­ნაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა, იქ­ნე­ბა ეს ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვა, ინ­ფორ­მა­ცის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ ნამ­დვილ IP მი­სა­მარ­თზე გა­ვი­დეს, რად­გან თუ ამას ვერ და­ად­გენს, ვერც ვი­დე­ოს ამ­ტვირ­თავს ვერ იპო­ვი­ან.

- ამ მხრივ რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, მო­პა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი?

- რო­გორც წესი არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ვი­სუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ მისი გა­მავ­რცე­ლებ­ლის მიერ სათ­ვალ­თვა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენს კომ­პი­უ­ტერ­ში მოხ­ვდე­ბა ასე­თი ვირუ­სუ­ლი პროგ­რა­მა - "ტრო­ას ცხე­ნი", შე­უძ­ლი­ათ თქვე­ნი ლეპ­ტო­პის კა­მე­რი­დან უს­მი­ნონ და უყუ­რონ თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას. ეს რის­კი ახ­ლავს არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბულ პროგ­რა­მებს.

- ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და, ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის­თვის youtube და­იბ­ლო­კა. არის თუ არა ვი­დე­ო­პორ­ტა­ლის გა­თიშ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი, ამის ნაც­ვლად რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ?

- ეს არის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს და ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბის პო­ზი­ცი­ას ვი­ზი­ა­რებ, ასე­თი სა­ი­ტე­ბი დრო­ე­ბით და­იბ­ლო­კოს, მაგ­რამ ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ეს ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გია ვერ იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, დრო­ე­ბი­თი პრე­ვენ­ცი­აა.

- რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, სკა­ი­პი და ა.შ.

- გა­აჩ­ნია, რის­გან გვინ­და თა­ვის დაც­ვა. თუ მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა, სა­ეჭ­ვო სა­ი­ტე­ბი­დან არ უნდა გად­მოვ­წე­როთ ფა­ი­ლე­ბი, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პროგ­რა­მე­ბი. სხვა მხრივ, სა­ხელ­მწი­ფომ და ინ­ტერ­ნეტ­მიმ­წო­დებ­ლებ­მა უნდა და­იც­ვან თა­ვი­სი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ მათი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აღ­მოჩ­ნდეს ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­ში, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ამას უკა­ნო­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

- რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ არის თუ არა თვალ­თვა­ლის პროგ­რა­მე­ბის ჩვენ კომ­პი­უ­ტე­რებ­ში?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ტი­ვირუ­სებს აქვთ მოთ­ვალ­თვა­ლე პროგ­რა­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ფუნ­ქცია, უბ­რა­ლოდ მათ სჭირ­დე­ბათ გა­ნახ­ლე­ბა, რომ ეს პროგ­რა­მა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რად­გან მოთ­ვალ­თვა­ლე პროგ­რა­მე­ბიც ახ­ლდე­ბა ან­ტი­ვირუ­სებ­თან ერ­თად. ეს არის ერ­თა­დერ­თი, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს და აღ­მო­ა­ჩი­ნოს. თუ ან­ტი­ვირუ­სი არ გვაქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლად ვერ მივხდე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ფონს, გარ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე­ფო­ნი­სა, რო­მელ­საც ასე­თი დამ­ცა­ვი პროგ­რა­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა აქვს, მა­შინ ვერ მივხდე­ბით. დაც­ვა მოჰ­ყვე­ბა ძი­რი­თა­დად "აი­ფო­ნებს", თვი­თონ კორ­პო­რა­ცია იცავს, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბიც აქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად სა­ი­მე­დო მა­ინც არ არის, რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ან­ტი­ვირუ­სი.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­სა­ცა­ვად: "უამ­რა­ვი უკა­ნო­ნო მა­სა­ლაა, ეს რომ გა­მო­ყა­რონ, არ ვიცი რას და­ემ­სგავ­სე­ბა სი­ტუ­ა­ცია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორ გავარკვიოთ გვითვალთვალებენ თუ არა - ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის მექანიზმები

როგორ გავარკვიოთ გვითვალთვალებენ თუ არა - ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის მექანიზმები

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება კიდევ ერთხელ სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ინტერნეტმომხმარებლის და არა მარტო მათი, პირადი ინფორმაცია, მიმოწერა, საუბრები და ა.შ.

საიდან შეიძლება გაჟონოს პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტში და არსებობს თუ არა თვალთვალისგან თავდაცვის მექანიზმი - ამ საკითხებზე AMBEBI.GE კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ესაუბრა.

- რომელია "სუსტი ხვრელები", საიდანაც შეიძლება პირადმა ინფორმაციამ გაჟონოს?

- პირადი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მთავარი მეთოდი არის უკონტროლო მიყურადება და მოსმენა, ანუ როცა სასამართლოს ნებართვის გარეშე საგამოძიებო ორგანოები ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობის დროს ნახულობენ პირად მიმოწერას და ა.შ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიებას სჭირდება. აქ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ თუ შემდეგ ეს მოპოვებული მასალები ოფიციალურად გამოსაყენებელ ინფორმაციად არ დასჭირდათ, შეუძლიათ სასამართლოს აღარ მიმართონ ამ დოკუმენტების კანონიერად ცნობისთვის და სწორედ ეს ქმნის ამდენი უკანონო ჩანაწერის წარმოშობის შესაძლებლობას. არ არსებობს იმის კონტროლი, თუ რამდენი ინფორმაციის მოპოვება ხდება ასეთი წესით და შემდეგ სწორედ ასე მოპოვებული ინფორმაციის გაჟონვა ხდება.

- ვის აქვს პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდების ბერკეტები?

- ინტერნეტ-მიმწოდებლებს, ანუ იმ კომპანიებს, რომელიც აბონენტს ინტერნეტით უზრუნველყოფს და მეორე, საგამოძიებო ორგანოებს, ისიც ამ ინტერნეტ-მიმწოდებლებთან დუეტში, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერნეტ-კომუნიკაციის ჩაწერის ან მიყურადების მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა სხვას არ გააჩნია.

- შეიძლება თუ არა გამოვლინდეს უცხო ქვეყნიდან ატვირთული ვიდეოს ავტორი?

- საერთოდ, ასეთი ვიდეოს ატვირთვის დროს იყენებენ შეცვლილ სერვისებს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებლის IP მისამართი გადამისამართდეს, ანუ შეიძლება ვიდეო თბილისიდან ატვირთო, მაგრამ ამ სერვისის საშუალებით გამოჩნდება, რომ ატვირთე მაგალითად ფრანკფურტიდან და არ იყოს მიბმული შენს რეალურ IP მისამართზე. მაგრამ საქართველო არის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყანა, რომელშიც შედის დაახლოებით 45 ქვეყანა და ისინი ერთმანეთთან მოქმედებს 24/7-ზე ქსელით და ამ კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ ასეთი გამოძიების დროს მიაწოდოს ინფორმაცია. თუ აღმოჩნდა რომ IP მისამართი იყო ჰოლანდიიდან და ეს უკანასკნელი ამ კონვენციის წევრი ქვეყანაა, ვალდებულია, უმოკლეს ვადებში იმ IP მისამართზე მიაწოდოს ინფორმაცია.

- საერთოდ, როგორ გადიან ვიდეოს ამტვირთავზე შესაბამისი უწყებები?

- როდესაც ჩვენ ვირჩევთ ინტერნეტ-მიმწოდებელს, ნებისმიერი ფირმა, რომლის ინტერნეტსაც ვუერთდებით, გვანიჭებს უნიკალურ IP მისამართს, საიდანაც ხორციელდება ყველა აქტივობა, იქნება ეს ვიდეოს ატვირთვა, ინფორმაცის გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. შესაბამისად, გამოძიების მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნამდვილ IP მისამართზე გავიდეს, რადგან თუ ამას ვერ დაადგენს, ვერც ვიდეოს ამტვირთავს ვერ იპოვიან.

- ამ მხრივ რა საფრთხის შემცველია არალიცენზირებული, მოპარული პროგრამები?

- როგორც წესი არალიცენზირებული პროგრამებით ხდება სხვადასხვა ვისურული პროგრამების გავრცელება, რომელიც შემდეგ მისი გამავრცელებლის მიერ სათვალთვალოდ გამოიყენება. მაგალითად, თუ თქვენს კომპიუტერში მოხვდება ასეთი ვირუსული პროგრამა - "ტროას ცხენი", შეუძლიათ თქვენი ლეპტოპის კამერიდან უსმინონ და უყურონ თქვენს პირად ცხოვრებას. ეს რისკი ახლავს არალიცენზირებულ პროგრამებს.

- ბოლო დღეებში, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, ქართველი ინტერნეტმომხმარებლისთვის youtube დაიბლოკა. არის თუ არა ვიდეოპორტალის გათიშვა გამოსავალი, ამის ნაცვლად რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?

- ეს არის დროებითი ღონისძიება, რომ ვიდეოს გავრცელება შეფერხდეს და ამ შემთხვევაში გამოძიების პოზიციას ვიზიარებ, ასეთი საიტები დროებით დაიბლოკოს, მაგრამ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ეს ეფექტური სტრატეგია ვერ იქნება, უბრალოდ, დროებითი პრევენციაა.

- როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები, მაგალითად, სოციალური ქსელი, სკაიპი და ა.შ.

- გააჩნია, რისგან გვინდა თავის დაცვა. თუ მაგალითად, მხოლოდ უსაფრთხოებას ეხება, საეჭვო საიტებიდან არ უნდა გადმოვწეროთ ფაილები, უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პროგრამები. სხვა მხრივ, სახელმწიფომ და ინტერნეტმიმწოდებლებმა უნდა დაიცვან თავისი ინტერნეტ-მომხმარებლები, რომ მათი პირადი მონაცემები არ აღმოჩნდეს ისეთი ორგანიზაციების ხელში, რომლებიც შემდეგ ამას უკანონოდ გამოიყენებენ.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ არის თუ არა თვალთვალის პროგრამების ჩვენ კომპიუტერებში?

- თანამედროვე ანტივირუსებს აქვთ მოთვალთვალე პროგრამების აღმოჩენის ფუნქცია, უბრალოდ მათ სჭირდებათ განახლება, რომ ეს პროგრამა აღმოაჩინონ, რადგან მოთვალთვალე პროგრამებიც ახლდება ანტივირუსებთან ერთად. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს და აღმოაჩინოს. თუ ანტივირუსი არ გვაქვს დაყენებული, ნამდვილად ვერ მივხდებით. რაც შეეხება ტელეფონს, გარდა თანამედროვე ტელეფონისა, რომელსაც ასეთი დამცავი პროგრამებით უზრუნველყოფა აქვს, მაშინ ვერ მივხდებით. დაცვა მოჰყვება ძირითადად "აიფონებს", თვითონ კორპორაცია იცავს, აპლიკაციებიც აქვს, მაგრამ იმდენად საიმედო მაინც არ არის, როგორც კომპიუტერული ანტივირუსი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია