პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე
"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თეა ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი ქმრის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი თეა ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად სად - უც­ნო­ბია. "სახ­ლში არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. არ ვიცი სად მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა. არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ. სახ­ლი­დან წა­ი­ღეს ჩემი პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ლეპ­ტო­პი. ჩემ პი­რად ნივ­თებს რა კავ­ში­რი აქვს ჩემ მე­უღ­ლეს­თან არ ვიცი. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა და მე თვი­თონ შოკ­ში ვარ. მე და­ვად­გენ იმ ფაქტს, რომ ჩემი ქმა­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლოა", - გა­ნა­ცხა­და თეა ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში მას­სა და მის მე­უღ­ლე­ზე თვალ­თვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. "თვალ­თვა­ლი შე­ვამ­ჩნიე ბო­ლოს, მაგ­რამ რას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ეთ­ვალ­თვა­ლად, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. 2 ადა­მი­ა­ნი მით­ვალ­თვა­ლებ­და და მან­ქა­ნა მუდ­მი­ვად დამ­ყვე­ბო­და. ჩემ სახ­ლთა­ნაც იდ­გნენ მუდ­მი­ვად და რა­ტომ იდ­გნენ არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში", - გა­ნა­ცხა­და ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი და ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ფხა­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უკა­ნო­ნო კად­რე­ბის შე­ნახ­ვა-გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე.

ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ჰა­კე­რის, ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის მა­მაა, რო­მე­ლიც 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს. ის გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. ვა­სი­ლი აცხა­დებს, რომ მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და და ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მეს­თან კავ­ში­რი არ აქვს. ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­მი­სი ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში არ მუ­შა­ობ­და. "მე და მა­მა­ჩემს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და, სხვა ოჯა­ხი ჰყავს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თოდ არ ვფლობ. ამ საქ­მეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს. ძველ ამ­ბებს თუ გა­და­ხე­დავთ, მე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი და ამ ჩა­ნა­წე­რებ­თან კავ­ში­რი არ მაქვს", - გა­ნუ­ცხა­და ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს.

"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე

"ბოლო დროს გვითვალთვალებდნენ" - რას ყვება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

შესაბამისი კომენტარი თეა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის პროკურატურასთან გააკეთა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი ქუჩაში დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად - უცნობია. "სახლში არ დაუკავებიათ. არ ვიცი სად მოხდა მისი დაკავება. არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სახლიდან წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი. ჩემ პირად ნივთებს რა კავშირი აქვს ჩემ მეუღლესთან არ ვიცი. ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა და მე თვითონ შოკში ვარ. მე დავადგენ იმ ფაქტს, რომ ჩემი ქმარი აბსოლუტურად უდანაშაულოა", - განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მასსა და მის მეუღლეზე თვალთვალი მიმდინარეობდა. "თვალთვალი შევამჩნიე ბოლოს, მაგრამ რასთან დაკავშირებით უნდა ეთვალთვალად, ჩემთვის უცნობია. 2 ადამიანი მითვალთვალებდა და მანქანა მუდმივად დამყვებოდა. ჩემ სახლთანაც იდგნენ მუდმივად და რატომ იდგნენ არ ვიყავი საქმის კურსში", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე.

ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული. ვასილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს. ვასილ ჯამალაშვილის ინფორმაციით, მამამისი ძალოვან უწყებაში არ მუშაობდა. "მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განუცხადა ჯამალაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ