პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები
"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები

"...რა ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა და რა საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხია. ყო­ველ თვე დავ­ბრუნ­დე­ბი!! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს და პუ­ტი­ნის დე­დაც!" - ეს სი­ტყვე­ბი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დერს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ერთ-ერთ მას­პინ­ძელს, ტე­ლე­წამ­ყვან ოლგა ბაბ­ლუ­ანს გა­მო­ა­ტა­ნა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ფრან­გმა მწე­რალ­მა...

ამ ემო­ცი­ურ სი­ტყვე­ბამ­დე, არა­ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ი­თა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე ორი დღე იყო, რო­მე­ლიც ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტორ­მა თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რა. "ახლა მივ­ხვდი, რას გრძნობს ჯას­ტინ ბი­ბე­რი", - აღ­მოხ­და მწე­რალს, როცა მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მი­სულს, ათა­სო­ბით მკი­თხვე­ლი დახ­ვდა ფო­ტო­ე­ბი­სა და ავ­ტოგ­რა­ფე­ბის მო­ლო­დინ­ში.

"პა­ლიტ­რა L"-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი, თინა ასა­თი­ა­ნი AMBEBI.ge-ს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე უყ­ვე­ბა: "შეხ­ვედ­რა და­გეგ­მი­ლი იყო 11 მარტს 15.30 სა­ათ­ზე. დიდი ხალ­ხმრავ­ლო­ბა დახ­ვდა ავ­ტორს. სა­ნამ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­დო­და, ეს რიგი რომ და­ი­ნა­ხა, მი­თხრა: "ასეთ რა­ღა­ცას არ ვე­ლო­დი, შოკ­ში ვარ, წა­ვალ აფ­თი­აქ­ში, და­მამ­შვი­დე­ბელს დავ­ლევ და მო­ვა­ლო. მარ­თლაც წა­ვი­და აფ­თი­აქ­ში, იყი­და წა­მა­ლი და დაბ­რუნ­და.

ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. გვყავ­და დაც­ვა, იყო პატ­რუ­ლი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და, იმ­დენს უნ­დო­და ავ­ტო­რის­გან ავ­ტოგ­რა­ფი, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა თუ ავ­ტორ­თან შე­ხე­ბა, რომ ხალ­ხის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, ბეგ­ბე­დე­რის შე­ნო­ბა­ში შეყ­ვა­ნა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ავ­ტორ­თან კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი. აუ­დი­ტო­რი­ას კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და და შემ­დეგ და­ი­წყე­ბო­და ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა დამ­სწრე­ე­ბის­თვის", - იხ­სე­ნებს თინა ასა­თი­ა­ნი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

კი­თხვა-პა­სუ­ხის და­წყე­ბამ­დე, "პა­ლიტ­რა L"-მა მწერ­ლის მცი­რე წარ­დგე­ნა გა­ა­კე­თა. თუმ­ცა, "2 წუ­თიც არ იყო გა­სუ­ლი, სკამ­ზე ვე­ღარ ჩერ­დე­ბო­და. დაგ­ვი­ძა­ხა და გვთხო­ვა ჩაგ­ვე­შა­ლა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი, რად­გან პირ­და­პირ ხალ­ხში ჩას­ვლა სურ­და. გა­დახ­ტა სცე­ნი­დან და აუ­დი­ტო­რი­ას შე­ე­რია. ხალ­ხმა ჯე­ბი­რე­ბი მო­არ­ღვია, რიგი და­ირ­ღვა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც უნდა შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ავ­ტოგ­რა­ფი მი­ე­ღოთ და გა­სუ­ლიყ­ვნენ. მწე­რალს სურ­და, რომ მკი­თხველ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო და მთე­ლი პრო­ცე­სი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წარ­მარ­თა. ჩა­ვი­და გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან, და­ი­წყო ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა. თვი­თონ აკონ­ტრო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. და­იღ­ლე­ბო­და, ამო­ვი­დო­და სცე­ნა­ზე, შე­ის­ვე­ნებ­და და ისევ ჩა­დი­ო­და", - ამ­ბობს თინა ასა­თი­ა­ნი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწე­რალს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ფრა­ზა ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მი­სალ­მე­ბას, მი­მარ­თვას და მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. ბეგ­ბე­დე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლა ქარ­თუ­ლი სუფ­რით და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ა­გე­მოვ­ნა წი­თე­ლი ღვი­ნოც: "თქვა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ზე გიჟ­დე­ბა, ძა­ლი­ან მოს­წონს ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ჭაჭა მო­ი­თხო­ვა. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" ჭაჭა არ გვქონ­და. შევ­თა­ვა­ზეთ წი­თე­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სვამ­და, ამ­ბობ­და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს", - გვიყ­ვე­ბა ასა­თი­ა­ნი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა მწე­რალს ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­დას­ცა. ქარ­თულ­მა დამ­წერ­ლო­ბამ, ფრან­გი მწერ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ფრან­გი მწე­რა­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის კი­თხვი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ფრთო­ვან­და: "ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­და ის, რომ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა კი­თხუ­ლობს წიგ­ნებს და უყ­ვართ ლი­ტე­რა­ტუ­რა. გა­უ­ხარ­და, რომ მისი ამ­დე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი და მკი­თხვე­ლი ჰყავს", - აღ­ნიშ­ნავს თინა ასა­თი­ა­ნი.

"პა­ლიტ­რა L" ბეგ­ბე­დე­რის შე­მოქ­მე­დე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი გა­მომ­ცე­მე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის 6 ნა­წარ­მო­ე­ბია თარ­გმნი­ლი. აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბის­თვის მისი სულ ბოლო ნა­წარ­მო­ე­ბი "უნა და სე­ლინ­ჯე­რი" გა­მო­ვა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ფოტო: ირაკ­ლი შა­ლამ­ბე­რი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები

"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები

"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები

"...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველ თვე დავბრუნდები!! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - ეს სიტყვები ფრედერიკ ბეგბედერს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში მის ერთ-ერთ მასპინძელს, ტელეწამყვან ოლგა ბაბლუანს გამოატანა ქართველებისთვის, საქართველოზე შეყვარებულმა ფრანგმა მწერალმა...

ამ ემოციურ სიტყვებამდე, არანაკლები ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე ორი დღე იყო, რომელიც ბესტსელერების ავტორმა თბილისში გაატარა. "ახლა მივხვდი, რას გრძნობს ჯასტინ ბიბერი", - აღმოხდა მწერალს, როცა მკითხველთან შესახვედრად "ბიბლუსი გალერეაში" მისულს, ათასობით მკითხველი დახვდა ფოტოებისა და ავტოგრაფების მოლოდინში.

"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ქართველი მკითხველისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. გამომცემლობის დირექტორი, თინა ასათიანი AMBEBI.ge-ს "ბიბლუსი გალერეაში" გამართული შეხვედრის დეტალებზე უყვება: "შეხვედრა დაგეგმილი იყო 11 მარტს 15.30 საათზე. დიდი ხალხმრავლობა დახვდა ავტორს. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, ეს რიგი რომ დაინახა, მითხრა: "ასეთ რაღაცას არ ველოდი, შოკში ვარ, წავალ აფთიაქში, დამამშვიდებელს დავლევ და მოვალო. მართლაც წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაბრუნდა.

ყველაფერი ორგანიზებული იყო. გვყავდა დაცვა, იყო პატრული, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, იმდენს უნდოდა ავტორისგან ავტოგრაფი, ფოტოს გადაღება თუ ავტორთან შეხება, რომ ხალხის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა, ბეგბედერის შენობაში შეყვანა ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ავტორთან კითხვა-პასუხის რეჟიმი. აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება მიეცემოდა და შემდეგ დაიწყებოდა ავტოგრაფების დარიგება დამსწრეებისთვის", - იხსენებს თინა ასათიანი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კითხვა-პასუხის დაწყებამდე, "პალიტრა L"-მა მწერლის მცირე წარდგენა გააკეთა. თუმცა, "2 წუთიც არ იყო გასული, სკამზე ვეღარ ჩერდებოდა. დაგვიძახა და გვთხოვა ჩაგვეშალა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რადგან პირდაპირ ხალხში ჩასვლა სურდა. გადახტა სცენიდან და აუდიტორიას შეერია. ხალხმა ჯებირები მოარღვია, რიგი დაირღვა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შემოსულიყვნენ, ავტოგრაფი მიეღოთ და გასულიყვნენ. მწერალს სურდა, რომ მკითხველთან ახლოს ყოფილიყო და მთელი პროცესი თავისი სურვილით წარმართა. ჩავიდა გულშემატკივრებთან, დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას. დაიღლებოდა, ამოვიდოდა სცენაზე, შეისვენებდა და ისევ ჩადიოდა", - ამბობს თინა ასათიანი.

მისივე ინფორმაციით, მწერალს რამდენიმე ქართული ფრაზა ჰქონდა მომზადებული, რომლებიც მისალმებას, მიმართვას და მადლიერებას გამოხატავდა. ბეგბედერი განსაკუთრებით მოხიბლულა ქართული სუფრით და სიამოვნებით დააგემოვნა წითელი ღვინოც: "თქვა, რომ ამ ქვეყანაზე გიჟდება, ძალიან მოსწონს ქართული სუფრა და ჭაჭა მოითხოვა. "ბიბლუსი გალერეაში" ჭაჭა არ გვქონდა. შევთავაზეთ წითელი ღვინო, რომელიც ძალიან მოეწონა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სვამდა, ამბობდა სადღეგრძელოებს", - გვიყვება ასათიანი.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მწერალს ქართული ასოებით შესრულებული მისი სახელი და გვარი გადასცა. ქართულმა დამწერლობამ, ფრანგი მწერლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფრანგი მწერალი ქართველი ახალგაზრდების კითხვისადმი სიყვარულით აღფრთოვანდა: "ყველაზე მეტად გაუხარდა ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კითხულობს წიგნებს და უყვართ ლიტერატურა. გაუხარდა, რომ მისი ამდენი ნაწარმოებია ქართულ ენაზე გამოცემული და მკითხველი ჰყავს", - აღნიშნავს თინა ასათიანი.

"პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია საქართველოში. ამ ეტაპზე ქართველი მკითხველისთვის 6 ნაწარმოებია თარგმნილი. აპრილის შუა რიცხვებისთვის მისი სულ ბოლო ნაწარმოები "უნა და სელინჯერი" გამოვა.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე