მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

ბოლო დღე­ებ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის სე­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ ჩა­აგ­დო შოკ­ში. ერთ-ერთ ვი­დე­ოს თან ახ­ლავს ტექ­სტი, რო­მელ­შიც მა­სა­ლის ავ­ტო­რი მოქ­მედ პო­ლი­ტი­კო­სებს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯით მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვიდ­ნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ შე­სა­ხებ მსგავ­სი ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის აღ­კვე­თა პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - ამა­ზე თან­ხმდე­ბი­ან ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან. კი­თხვა­ზე, თუ რას უნდა აკე­თებ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ცა­ვად, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის დი­რექ­ტო­რი ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს:

"უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, არ ხდე­ბო­დეს უკა­ნო­ნო ჩა­წე­რე­ბი და ამით ხალ­ხის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. უკვე დიდი ხა­ნია ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­ნამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებ­და, რომ ამ­გვა­რი კად­რე­ბი იყო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ არ ყო­ფი­ლა სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ის არის, რომ გა­მო­ი­ძი­ოს თუ ვინ გა­და­ი­ღო ეს კად­რე­ბი, ვინ გა­ავ­რცე­ლა და შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი. ამას გარ­და, მე­დი­ას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დოს ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყონ ის, რომ არ იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი თუ ვის ეხე­ბა ვი­დეო, სად გავ­რცელ­და, რა სა­ხე­ლით იძებ­ნე­ბა და ა.შ. მე­დი­ამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რომ ხელი შე­უ­შა­ლოს გა­მავ­რცე­ლებ­ლებს და დამ­ნა­შა­ვე­ებს სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში", - ამ­ბობს ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლი.

"სი­დას" დი­რექ­ტო­რის, ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის თქმით, პირ­ველ რიგ­ში უნდა დად­გინ­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა. "გა­დაჭ­რით არ უნდა ვთქვათ, რომ იმას რა­საც ვხე­დავთ არის ის, რა­საც ვხე­დავთ. მი­თუ­მე­ტეს დღეს ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში ვი­ცით, რომ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­ყალ­ბე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, არ დავ­მა­ლოთ ის, რომ ასე­თი კად­რე­ბი იდე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ, მე­დი­ა­მაც უნდა გა­ა­შუ­ქოს, რად­გან ეს არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ვე­რი­დოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­კონ­კრე­ტე­ბას. ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ამ კად­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს იღებ­დნენ, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ნა­წი­ლი ვფიქ­რობთ, რომ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ ტი­პის თვალ­ყუ­რი, გა­და­ღე­ბა დღე­საც გრძელ­დე­ბა, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი კად­რის მი­ხედ­ვით უნდა დად­გინ­დეს, რო­დის არის გა­და­ღე­ბუ­ლი", - ამ­ბობს დევ­და­რი­ა­ნი.

სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს ამ ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია და ეს ას­ლე­ბი გაბ­ნე­უ­ლი იყოს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის ხელ­ში. "ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მა, და­წყე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო თე­მე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ სამ­წუ­ხა­რო პრაქ­ტი­კით, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს".

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას, კამ­პა­ნია "ეს შენ გე­ხე­ბა, ისევ გვის­მე­ნენ" წევ­რი ლაშა ტუ­ღუ­ში ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, არ აყვნენ პა­ნი­კას და ქვე­ყა­ნა "ის­ტე­რი­ულ ვი­თა­რე­ბა­ში" არ გა­და­ვარ­დეს, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ ეპი­დე­მი­უ­რი და მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი არ უნდა მი­ი­ღოს, ამი­სათ­ვის კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს: "ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ორ ნა­წი­ლად უნდა დავ­ყოთ: ერ­თია გრძელ­ვა­დი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბი, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მსგავ­სი ტი­პის ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ცხა­დია ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნონ გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­წყეს 2014 წელს და ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს და­სას­რუ­ლი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­იხ­ვე­წოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, არ ვგუ­ლის­ხმობ ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას, ვგუ­ლის­ხმობ უფრო ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის შექ­მნას.

რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან ამო­ცა­ნებს, პირ­ველ რიგ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და მი­აგ­ნოს იმ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ასეთ ბინ­ძურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს, რი­თაც რე­ა­ლუ­რად უქ­მნის საფრ­თხეს ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, ოპო­ზი­ცი­ა­საც და ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფო­საც. იმი­ტომ რომ, თუ ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ ეპი­დე­მი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, ეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ლაშა ტუ­ღუ­ში.

მისი თქმით, ეჭვს იწ­ვევს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის სან­დო­ო­ბა და რო­გორც ის ამ­ბობს, ვი­დე­ო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. "მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ აქ მხო­ლოდ ინ­ტი­მურ ნა­წილ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, არ­სე­ბობს სხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც, მა­გა­ლი­თად ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რწმე­ნის შე­სა­ხებ, პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, პარ­ტი­ებ­ზე. უამ­რა­ვი უკა­ნო­ნო მა­სა­ლაა, რო­დე­საც ისი­ნი თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­რეთ რომ გა­მო­ყა­რონ, სი­ტუ­ა­ცია არ ვიცი, რას და­ემ­სგავ­სე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს ლაშა ტუ­ღუ­ში.

"ამას გარ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­არ­წმუ­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში, რომ გაწ­მინ­და თა­ვი­სი რი­გე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მეს ჩა­დი­ოდ­ნენ. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ამას აკე­თებ­დნენ, ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ სის­ტე­მა­ში. ამას­თან გამჭვირ­ვა­ლე უნდა გა­ხა­დონ ეს პრო­ცე­სე­ბი, გვი­თხრან, ვინ აკე­თებ­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც არ აჰ­ყვეს და არ გა­დავ­რდეს ის­ტე­რი­ულ ვი­თა­რე­ბა­ში და გაყვნენ ძი­რი­თად ხაზს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პროგ­რესს, გან­ვი­თა­რე­ბას და არ­ჩევ­ნე­ბის ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბას", - ამ­ბობს ტუ­ღუ­ში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სერიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში. ერთ-ერთ ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

გავრცელებული კადრების აღკვეთა პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ამაზე თანხმდებიან ჩვენი რესპონდენტები არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდან. კითხვაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დასაცავად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი გვპასუხობს:

"უნდა უზრუნველყოს, არ ხდებოდეს უკანონო ჩაწერები და ამით ხალხის მანიპულირება. უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ, მანამდე ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ამგვარი კადრები იყო განადგურებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სრულად განადგურებული და გარკვეული პირებისთვის ხელმისაწვდომია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის არის, რომ გამოიძიოს თუ ვინ გადაიღო ეს კადრები, ვინ გაავრცელა და შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავე პირები. ამას გარდა, მედიას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამგვარი ფაქტების გავრცელებას და უზრუნველყონ ის, რომ არ იყოს მითითებული თუ ვის ეხება ვიდეო, სად გავრცელდა, რა სახელით იძებნება და ა.შ. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუშალოს გამავრცელებლებს და დამნაშავეებს საკუთარი მიზნის მიღწევაში", - ამბობს ნატა ძველიშვილი.

"სიდას" დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს გავრცელებული კადრების ავთენტურობა. "გადაჭრით არ უნდა ვთქვათ, რომ იმას რასაც ვხედავთ არის ის, რასაც ვხედავთ. მითუმეტეს დღეს ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში ვიცით, რომ შეიძლება ამის გაყალბება. მნიშვნელოვანია ისიც, არ დავმალოთ ის, რომ ასეთი კადრები იდება, არამედ პირიქით, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მედიამაც უნდა გააშუქოს, რადგან ეს არის კანონდარღვევა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ კანონდარღვევის შესახებ, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ინფორმაციის დაკონკრეტებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კადრების მნიშვნელოვან ნაწილს წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ, არასამთავრობოების ნაწილი ვფიქრობთ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტიპის თვალყური, გადაღება დღესაც გრძელდება, ამიტომ თითოეული კადრის მიხედვით უნდა დადგინდეს, როდის არის გადაღებული", - ამბობს დევდარიანი.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა არსებობდეს ამ ტიპის ჩანაწერების რამდენიმე ვერსია და ეს ასლები გაბნეული იყოს სხვადასხვა ადამიანის ხელში. "ეს არის ძალიან სერიოზული კომპლექსური პრობლემა, დაწყებული საკანონმდებლო თემებით, დამთავრებული იმ სამწუხარო პრაქტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში არსებობს".

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, კამპანია "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, არ აყვნენ პანიკას და ქვეყანა "ისტერიულ ვითარებაში" არ გადავარდეს, ასევე აღნიშნავს, რომ ვიდეოების გავრცელებამ ეპიდემიური და მუდმივი ხასიათი არ უნდა მიიღოს, ამისათვის კი ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს: "ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ერთია გრძელვადიანი ამოცანები, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხადია ბოლომდე უნდა მიიყვანონ გამოძიება, რომელიც დაიწყეს 2014 წელს და ჯერჯერობით არ ჩანს დასასრული. ასევე მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კანონმდებლობა, არ ვგულისხმობ ზომების გამკაცრებას, ვგულისხმობ უფრო ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნას.

რაც შეეხება მოკლევადიან ამოცანებს, პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა განახორციელოს ბოლოს გავრცელებულ ვიდეოებზე გამოძიება და მიაგნოს იმ ხალხს, რომელიც ასეთ ბინძურ ინფორმაციებს ავრცელებს, რითაც რეალურად უქმნის საფრთხეს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და ზოგადად სახელმწიფოსაც. იმიტომ რომ, თუ ვიდეოების გავრცელებამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი იქნება", - ამბობს ლაშა ტუღუში.

მისი თქმით, ეჭვს იწვევს გავრცელებული კადრების სანდოობა და როგორც ის ამბობს, ვიდეოების ნაწილი გაყალბებული იქნება. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აქ მხოლოდ ინტიმურ ნაწილზე საუბარი არ არის, არსებობს სხვა ტიპის ინფორმაციებიც, მაგალითად ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, რწმენის შესახებ, პირადი საუბრები პოლიტიკოსებზე, პარტიებზე. უამრავი უკანონო მასალაა, როდესაც ისინი თავიანთი გეგმების შესახებ საუბრობენ, ეს ყველაფერი გარეთ რომ გამოყარონ, სიტუაცია არ ვიცი, რას დაემსგავსება" - აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

"ამას გარდა, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ გაწმინდა თავისი რიგები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ საქმეს ჩადიოდნენ. რამდენადაც მე ვიცი, ის ადამიანები რომლებიც ამას აკეთებდნენ, ამ დრომდე მუშაობენ სისტემაში. ამასთან გამჭვირვალე უნდა გახადონ ეს პროცესები, გვითხრან, ვინ აკეთებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და ხელისუფლებაც არ აჰყვეს და არ გადავრდეს ისტერიულ ვითარებაში და გაყვნენ ძირითად ხაზს, რომელიც გულისხმობს პროგრესს, განვითარებას და არჩევნების ნორმალურად ჩატარებას", - ამბობს ტუღუში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."