საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება?

ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება. ნივთიერებები, რომლებსაც გემოსა და ფერის მისაცემად იყენებენ, უამრავ დაავადებებს იწვევს. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საშიშია ტარტრაზინი, ასპარტამი, ბეტა-კაროტენი და ა.შ. რომლებიც ადამიანის ფსიქიკას არღვევს და ამასთანავე, იწვევს სიმსივნეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაწესებულია სპეციალური ნორმები. საქართველოში კი ვინ რა დოზით იყენებს მავნე დანამატებს, უცნობია. ლაბორატორიულ კვლევას არავინ ატარებს.

ასპარტამი, ტარტრაზინი, ბეტა-კაროტენი, სუკრალოზა აზორუბინი - ეს იმ ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული გამაგრილებელი სასმელები შეიცავს და ეს ყველაფერი ბოთლზე მიმაგრებულ ეტიკეტზეა დატანილი. ზოგიერთი მწარმოებელი ეტიკეტზე დანამატის შესახე ინფორმაციას მხოლოდ ლათინური ნუმერაციით აწერს, მაგალითად E160a, ზოგიერთი კი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ გამაგრილებელი სასმელი წყალს და შაქარს შეიცავს. ბოლო ორ შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რას მიირთმევს, თუმცა იმის გამო, რომ ყველა სპეციალისტი არ არის, ბოლომდე გაშიფრული ეტიკეტიც არაფრის მთქმელია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრი გემოსა და ფერის მიმცემი ნივთიერებები, რომლებიც გამაგრილებელ სასმელებში გამოიყენება, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასევე მავნეა მადის მომგვრელი სხვადასხვა პრეპარატებიც.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი.

მაგალითად ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ, არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასპარგინის მჟავა, ფენილალინი) ნაშთებისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენებენ 5000-ზე მეტი დასახელების პოდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა. შ.) დასამზადებლად.

დადგენილია, რომ ასპარტამის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურებში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე ტემპერატურამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად. რამაზ გახოკიძის თქმით, აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია