პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა
პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" იუ­წყე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი კუდ-ის ერთ-ერთი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი და ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ფხა­კა­ძე არი­ან. ტე­ლე­კომ­პა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი აყ­ვა­ნა სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­კად­რებს უკავ­შირ­დე­ბა.

ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ გი­ორ­გი ფო­ფხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს და არ იცის, რის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ად­ვო­კატ ფხა­კა­ძის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც პი­რად სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მათი კუთ­ვნი­ლი ბი­ნი­დან პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რი, სხვა­დას­ხვა ნივ­თი, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ამო­ი­ღეს.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

"ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ჰა­კე­რის, ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის მა­მაა, რო­მე­ლიც 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს. ის გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი", - აცხა­დებს "იმე­დი".

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ადას­ტუ­რებს, რომ ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კუდ-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი – ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ფხა­კა­ძე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ. "ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვავ­რცე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ორი ვი­დეო გავ­რცელ­და.

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა - ერთ-ერთი ცნობილი ჰაკერის მამაა

არსებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. ტელეკომპანია ინფორმაციით, მათი აყვანა სწორედ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ვიდეოკადრებს უკავშირდება.

ჯამალაშვილის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.

ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა ადვოკატ ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან პირადი კომპიუტერი, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს.

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

"ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული", - აცხადებს "იმედი".

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული. შესაბამისი კომენტარი უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე, პროკურატურაში ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. "ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", - განაცხადეს უწყებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ