საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - მოგმართავთ საქართველოს თითოეულ ქალს ფოლადივით მტკიცე სიტყვებით - ნუ შეშინდები!
ეკა ბესელია - მოგმართავთ საქართველოს თითოეულ ქალს ფოლადივით მტკიცე სიტყვებით - ნუ შეშინდები!

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ბე­სე­ლია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ქა­ლებს მი­მარ­თავს, ნუ შე­შინ­დე­ბი­ან.

ეკა ბე­სე­ლია გან­ცხა­დე­ბას Facebook-ში, სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს. დე­პუ­ტა­ტი წერს, რომ პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბა, გავ­რცე­ლე­ბა ან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სხვაგ­ვა­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან/და გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ორ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სამ წლამ­დე. ასე­ვე, პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა ან/და გავ­რცე­ლე­ბა ამა თუ იმ ხერ­ხით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის, მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის ან სხვა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, − ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ორ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხ წლამ­დე.

"ეს კა­ნო­ნია, ეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ის მუხ­ლე­ბია, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი უნდა იყოს დამ­ნა­შა­ვის­თვის რომ არ გა­და­ა­ბი­ჯოს იმას, რაც შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ კა­ნონ­ზე მეტი იყოს. ეს მეტი კი - მო­რა­ლუ­რი მიჯ­ნაა. კა­ნო­ნი პო­ლი­ტი­კი­სა და მო­რა­ლის ნაჯ­ვა­რია და არის კი­დევ რა­ღაც რაც უფრო მე­ტია, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა, ვიდ­რე სა­მარ­თლის ნორ­მა და კი­დევ... და სწო­რედ ამ სივ­რცი­დან მინ­და მოგ­მარ­თო შენ, თი­თე­უ­ლო ქალ­ბა­ტო­ნო, ვინც დღეს შე­შინ­დი, ვი­საც შე­ე­ხო და შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ეს ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი თავ­დას­ხმა. მე, ქალი პო­ლი­ტი­კო­სი, ქალი-ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და ამ ყვე­ლა სხვა­თა­გან, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლიც - მოგ­მარ­თავ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ ქალს, მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ფო­ლა­დი­ვით მტკი­ცე სი­ტყვე­ბით - ნუ შე­შინ­დე­ბი! ნუ, ნუ შე­შინ­დე­ბი! ნუ და­ი­ხევ უკან! ნუ შე­იც­ვლი იმ ბრძო­ლის ჟინს და რწმე­ნას, რის გა­მოც ვი­ღაც შავ-ბნე­ლი ძა­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­დი! ნუ აჩ­ვე­ნებ, რომ შენს სულ­ში ად­გი­ლი არის ში­შის და ამ უზ­ნე­ო­ბას­თან და­ნე­ბე­ბის! ნუ იგ­რძნობ თავს მარ­ტო! მე დღეს ქალი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით გა­და­გე­ფა­რე­ბი, არა ყავლგა­სუ­ლი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი, ყალ­ბი ფრა­ზე­ბით... დიახ, ეს პერ­სო­ნა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი მაძ­ლევს მო­რა­ლურ უფ­ლე­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც, მე­ტად გა­და­ვე­ფა­რო ყვე­ლა იმ ქალს, ვი­საც დღეს მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად კლა­ვენ! ეს გან­საც­დე­ლი უკვე გა­ვი­ა­რე, რო­დე­საც მე, რო­გორც ქალს და დე­დას, გა­მი­ზო­მეს გამ­ძლე­ო­ბა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მე­თო­დით - ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და­მი­დეს სი­ცო­ცხლის ერთ პი­ნა­ზე და დიახ, არ მი­ფიქ­რია მა­შინ, რო­გორ მეტ­კი­ნე­ბო­და და რამ­დე­ნი ხნით, ვთქვი, რომ უკან არ და­ვი­ხევ და ამ ბრძო­ლით გა­და­ვარ­ჩენ არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ შვილს და ოჯა­ხის წევ­რებს, არა­მედ ათა­სო­ბით იმ ადა­მი­ანს ვინც მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო ამ პრო­ცე­სის, ზოგი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ზო­გიც მო­სე­ი­რე! მა­შინ იყ­ვენ ისეთ­ნიც ვინც თქვა, რომ - კომ­პრო­მი­სი და და­მორ­ჩი­ლე­ბა ჯობ­და, ვიდ­რე გა­მე­ტე­ბა სა­კუ­თა­რი სის­ხლის და ხორ­ცის გი­სო­სე­ბი­სა და დევ­ნის­თვის. არა, არ ჯობ­და, რად­გან, რო­დე­საც ტე­რორს გი­წყო­ბენ და ნებ­დე­ბი, ამით სხვა­თა სო­ცო­ცხლეს აგ­დებ საფრ­თხე­ში და შენს ცხოვ­რე­ბა­საც მო­ნურს ხდი! ტე­რო­როს­ტე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ხდე­ბი­ან ამ დროს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი! ამი­ტომ ვი­ა­რე მტკივ­ნე­უ­ლი გზით და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დიდი ტკი­ვი­ლის ფასი იყო სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა. მე, რო­გორც ქალი, ვი­დე­ქი ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში, სის­ხლი­ა­ნი გუ­ბე­ე­ბის წინ, სიკ­ვდილს თვალ­შევ­ლე­ბუ­ლი, მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რის და მუდ­მი­ვი მუ­ქა­რა-შან­ტა­ჟის ქვეშ და ეს გრძელ­დე­ბო­და წლე­ბი, 2007-8-9-10-11 წლე­ბი და ამ ტე­რორს აწყობ­და არა მარ­ტო ერთი კაცი (კაცი?!), არა­მედ ამ "კა­ცის" მიერ შექ­მნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი სის­ტე­მა. სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო ყვე­ლა ის ცო­ცხა­ლი და ლე­შად ქცე­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც აცო­ცხლებ­და ეპი­დე­მი­ად ქცე­ულ მან­კი­ე­რე­ბას. არ იყ­ვნენ ცო­ტა­ნი. ვერ ჩა­მოვ­თვლი, მაგ­რამ ხომ ყვე­ლას გახ­სოვთ! მე არ მქონ­და მა­შინ არც ისე­თი სო­ლი­და­რო­ბა და არც იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა რაც დღეს შეგ­ვიძ­ლია გვქონ­დეს! მარ­ტო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ შემ­ში­ნე­ბია, მე­ში­ნო­და იმ სა­ზა­რე­ლი რე­ა­ლო­ბის ვა­ი­თუ ვერ გა­მეძ­ლო! ბევ­რიც იმ­სხევრპლეს", - აცხა­დებს ბე­სე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ეს ტე­რო­რი ბევ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ხე­ლი­თაც ხდე­ბო­და და სა­უ­ბე­დუ­როდ დღე­საც ხდე­ბა.

"მარ­ტო ის ნუ შეგვძრავს, როცა ქალს სა­ძი­ნებ­ლის სას­თუმ­ლის ფერს და­ვი­ნა­ხავთ ან, მა­შინ როცა ქალს ყელს გა­მო­ღად­რა­ვენ. მა­ში­ნაც უნდა შეგვძრას, რო­დე­საც ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­რა­ლურ ტე­რორს იწყე­ბენ ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი უსა­ხუ­რი პერ­სო­ნე­ბი. იქ­ნებ დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით და ყვე­ლამ გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თუნ­დაც რო­გორც პა­სი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლი­სა ამ მოვ­ლე­ნებ­ში?! იქ­ნებ სჯობს, დღეს მა­ინც ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან ამ ყვე­ლაფ­რის ნო­მი­ნა­ლურ­მა დაშ­ვე­ბამ და მიმ­ღე­ო­ბამ ხომ კი­დევ უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ფორ­მე­ბი შე­ი­ძი­ნა. თუ არ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ სა­ი­დან მო­დის, რა­ტომ და სად არის ფეს­ვე­ბი, ისე ცხრა­თა­ვი­ან გვე­ლე­შაპ­ზე დიდი აღ­მოჩ­დე­ბა ეს ურჩხუ­ლი! და კი­დევ ერთი, ვიდ­რე სხვის დაც­ვას შე­ვეც­დე­ბით, ჯერ სა­კუ­თარ თავ­ში და­ვა­მარ­ცხოთ ის ბა­ცი­ლა, რო­მე­ლიც სხვი­სი ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლია! სა­კუ­თარ თავ­ში არ მივ­ცეთ გა­სა­ქა­ნი იმ ვე­რა­გო­ბას, რო­მე­ლიც სხვი­სი ტკი­ვი­ლით ხა­რობს, სხვი­სი ბო­რო­ტე­ბა სწა­დია, სხვას და­ცი­ნის, ცილს წა­მებს. ასეთ დრო­საც კი, ქვე­ნა და პი­რა­დი მო­ტი­ვი სჯაბ­ნის სო­ლი­და­რო­ბი­სა და სხვი­სი გან­ცდის გან­ცდას. ეს ბა­ცი­ლა ჩავკლათ სა­კუ­თარ თავ­ში და შემ­დეგ და­ვი­ცავთ მე­ო­რე ქალს, მე­სა­მეს და ყვე­ლას. მე სა­კუ­თა­რი გავ­ლი­ლი მძი­მე გზით და მა­გა­ლი­თით გე­უბ­ნე­ბი შენ ყო­ვე­ლო ქალ­ბა­ტო­ნო, რომ მზად ვარ და­გიც­ვა, გა­და­გე­ფა­რო, შენ­თან ერ­თად ვიბ­რძო­ლო და მარ­ტო არ დაგ­ტო­ვო! მხო­ლოდ ნუ შე­უ­შინ­დე­ბი ამ მო­რა­ლურ ტე­რორს, ტე­რო­რისტს ჩვე­ნი ეში­ნია და ამი­ტო­მაც მი­მარ­თა ასე მდა­ბიო და ყვე­ლა­ზე ამაზ­რზენ ფორ­მას! ამ ბო­რო­ტე­ბას ჩვე­ნი ეში­ნია და ჩვენ და­ვა­მარ­ცხებთ მას ერ­თად ყოფ­ნი­თა და სიმ­ტკი­ცით", - წერს ეკა ბე­სე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ეკა ბესელია - მოგმართავთ საქართველოს თითოეულ ქალს ფოლადივით მტკიცე სიტყვებით - ნუ შეშინდები!

ეკა ბესელია - მოგმართავთ საქართველოს თითოეულ ქალს ფოლადივით მტკიცე სიტყვებით - ნუ შეშინდები!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას ეხმაურება და ქალებს მიმართავს, ნუ შეშინდებიან.

ეკა ბესელია განცხადებას Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დეპუტატი წერს, რომ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ასევე, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

"ეს კანონია, ეს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებია, რაც შემაკავებელი უნდა იყოს დამნაშავისთვის რომ არ გადააბიჯოს იმას, რაც შეიძლება ზოგჯერ კანონზე მეტი იყოს. ეს მეტი კი - მორალური მიჯნაა. კანონი პოლიტიკისა და მორალის ნაჯვარია და არის კიდევ რაღაც რაც უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა, ვიდრე სამართლის ნორმა და კიდევ... და სწორედ ამ სივრციდან მინდა მოგმართო შენ, თითეულო ქალბატონო, ვინც დღეს შეშინდი, ვისაც შეეხო და შეიძლება შეეხოს ეს ყველაზე ამაზრზენი თავდასხმა. მე, ქალი პოლიტიკოსი, ქალი-ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სხვათა უფლებების დამცველი და ამ ყველა სხვათაგან, ქალთა უფლებების დამცველიც - მოგმართავ ახლა საქართველოს თითოეულ ქალს, მარტივი, მაგრამ ფოლადივით მტკიცე სიტყვებით - ნუ შეშინდები! ნუ, ნუ შეშინდები! ნუ დაიხევ უკან! ნუ შეიცვლი იმ ბრძოლის ჟინს და რწმენას, რის გამოც ვიღაც შავ-ბნელი ძალისთვის მიუღებელი და საფრთხის მატარებელი აღმოჩდი! ნუ აჩვენებ, რომ შენს სულში ადგილი არის შიშის და ამ უზნეობასთან დანებების! ნუ იგრძნობ თავს მარტო! მე დღეს ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ვხელმძღვანელობ საკუთარი მაგალითით გადაგეფარები, არა ყავლგასული, გახუნებული, ყალბი ფრაზებით... დიახ, ეს პერსონალური მაგალითი მაძლევს მორალურ უფლებას და ვალდებულებასაც, მეტად გადავეფარო ყველა იმ ქალს, ვისაც დღეს მორალურად და ფიზიკურად კლავენ! ეს განსაცდელი უკვე გავიარე, როდესაც მე, როგორც ქალს და დედას, გამიზომეს გამძლეობა მომაკვდინებელი მეთოდით - ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამიდეს სიცოცხლის ერთ პინაზე და დიახ, არ მიფიქრია მაშინ, როგორ მეტკინებოდა და რამდენი ხნით, ვთქვი, რომ უკან არ დავიხევ და ამ ბრძოლით გადავარჩენ არა მხოლოდ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებს, არამედ ათასობით იმ ადამიანს ვინც მაყურებელი იყო ამ პროცესის, ზოგი გულშემატკივარი და ზოგიც მოსეირე! მაშინ იყვენ ისეთნიც ვინც თქვა, რომ - კომპრომისი და დამორჩილება ჯობდა, ვიდრე გამეტება საკუთარი სისხლის და ხორცის გისოსებისა და დევნისთვის. არა, არ ჯობდა, რადგან, როდესაც ტერორს გიწყობენ და ნებდები, ამით სხვათა სოცოცხლეს აგდებ საფრთხეში და შენს ცხოვრებასაც მონურს ხდი! ტეროროსტები და მოძალადეები ხდებიან ამ დროს გამარჯვებულები! ამიტომ ვიარე მტკივნეული გზით და, რასაკვირველია, ამ დიდი ტკივილის ფასი იყო საბოლოო გამარჯვება. მე, როგორც ქალი, ვიდექი ტყვიების ზუზუნში, სისხლიანი გუბეების წინ, სიკვდილს თვალშევლებული, მორალური ტერორის და მუდმივი მუქარა-შანტაჟის ქვეშ და ეს გრძელდებოდა წლები, 2007-8-9-10-11 წლები და ამ ტერორს აწყობდა არა მარტო ერთი კაცი (კაცი?!), არამედ ამ "კაცის" მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა. სისტემის ნაწილი იყო ყველა ის ცოცხალი და ლეშად ქცეული ინსტრუმენტი, რომელიც აცოცხლებდა ეპიდემიად ქცეულ მანკიერებას. არ იყვნენ ცოტანი. ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხომ ყველას გახსოვთ! მე არ მქონდა მაშინ არც ისეთი სოლიდარობა და არც იმხელა მხარდაჭერა რაც დღეს შეგვიძლია გვქონდეს! მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია, მეშინოდა იმ საზარელი რეალობის ვაითუ ვერ გამეძლო! ბევრიც იმსხევრპლეს", - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, ეს ტერორი ბევრი მედიასაშუალების ხელითაც ხდებოდა და საუბედუროდ დღესაც ხდება.

"მარტო ის ნუ შეგვძრავს, როცა ქალს საძინებლის სასთუმლის ფერს დავინახავთ ან, მაშინ როცა ქალს ყელს გამოღადრავენ. მაშინაც უნდა შეგვძრას, როდესაც ქალი პოლიტიკოსების მორალურ ტერორს იწყებენ ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, კონკრეტული უსახური პერსონები. იქნებ დავფიქრებულიყავით და ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თუნდაც როგორც პასიური თანამონაწილისა ამ მოვლენებში?! იქნებ სჯობს, დღეს მაინც ვაღიაროთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ამ ყველაფრის ნომინალურმა დაშვებამ და მიმღეობამ ხომ კიდევ უფრო მომაკვდინებელი ფორმები შეიძინა. თუ არ გავაცნობიერეთ საიდან მოდის, რატომ და სად არის ფესვები, ისე ცხრათავიან გველეშაპზე დიდი აღმოჩდება ეს ურჩხული! და კიდევ ერთი, ვიდრე სხვის დაცვას შევეცდებით, ჯერ საკუთარ თავში დავამარცხოთ ის ბაცილა, რომელიც სხვისი ზიანის მიმყენებელია! საკუთარ თავში არ მივცეთ გასაქანი იმ ვერაგობას, რომელიც სხვისი ტკივილით ხარობს, სხვისი ბოროტება სწადია, სხვას დაცინის, ცილს წამებს. ასეთ დროსაც კი, ქვენა და პირადი მოტივი სჯაბნის სოლიდარობისა და სხვისი განცდის განცდას. ეს ბაცილა ჩავკლათ საკუთარ თავში და შემდეგ დავიცავთ მეორე ქალს, მესამეს და ყველას. მე საკუთარი გავლილი მძიმე გზით და მაგალითით გეუბნები შენ ყოველო ქალბატონო, რომ მზად ვარ დაგიცვა, გადაგეფარო, შენთან ერთად ვიბრძოლო და მარტო არ დაგტოვო! მხოლოდ ნუ შეუშინდები ამ მორალურ ტერორს, ტერორისტს ჩვენი ეშინია და ამიტომაც მიმართა ასე მდაბიო და ყველაზე ამაზრზენ ფორმას! ამ ბოროტებას ჩვენი ეშინია და ჩვენ დავამარცხებთ მას ერთად ყოფნითა და სიმტკიცით", - წერს ეკა ბესელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს