სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა
რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა

"რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ბავ­შვო­ბა" - სტა­ტია ამ სა­თა­უ­რით ევ­გე­ნი პრი­მა­კო­ვის, იგორ ივა­ნო­ვი­სა და სერ­გეი ლავ­რო­ვის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებს ამ­ხელს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ცხოვ­რი­ათ? მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი ხართ" - შე­საძ­ლოა, ასეთ მოკ­ლე გა­სა­უბ­რე­ბას გა­დი­ოდ­ნენ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი რუ­სეთ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დე. ხუმ­რო­ბა იქით იყოს, მაგ­რამ რუ­სე­თის 4 მთა­ვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­დან სამს, ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი.

ევ­გე­ნი პრი­მა­კო­ვი

რუ­სე­თის რი­გით მე­ო­რე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ევ­გე­ნი პრი­მა­კო­ვი კი­ევ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რა. ბავ­შვის გა­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე მისი დედა - ანნა პრი­მა­კო­ვა თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. ევ­გე­ნი თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ რა­ი­ონ­ში იზ­რდე­ბო­და - პლე­ხა­ნოვ­ზე, სა­დაც სხვა­დას­ხვა ერე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ: ქარ­თვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, ქურ­თე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, რუ­სე­ბი. პრი­მა­კო­ვი ბავ­შვო­ბი­დან სა­უბ­რობ­და ქარ­თუ­ლად და სომ­ხუ­რად.

სკო­ლა­ში მარ­ნე­ულ­ში და­დი­ო­და. მეშ­ვი­დე კლა­სის შემ­დეგ, 1944 წელს სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო მო­სამ­ზა­დე­ბელ ცენ­ტრში ჩა­ი­რი­ცხა ბა­ქო­ში. ორ წე­ლი­წად­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო გა­მო­უშ­ვეს, რად­გან ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წყი­სი ფორ­მა აღ­მო­აჩ­ნდა. ეს გახ­და მისი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი, სა­დაც 1948 წელს მე-14 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ პრი­მა­კო­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი იყო მა­თე­მა­ტი­კი­სა და უცხო ენე­ბის სწავ­ლა­ში. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მან სწავ­ლა რუ­სეთ­ში გა­აგ­რძე­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდილ­მა რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა ცხოვ­რე­ბა ქარ­თველ ქალს და­უ­კავ­ში­რა - მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­თა­ნაც პრი­მა­კოვს ორი შვი­ლი დარ­ჩა, ლა­უ­რა ხა­რა­ძე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა გე­ნერ­ლის, მი­ხე­ილ გვი­ში­ა­ნის შვი­ლი იყო.

იგორ ივა­ნო­ვი

ივა­ნოვ­მა არა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ის ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი­ცაა - დე­და­მი­სი ელე­ნე (ელი­კო) სა­ღი­რაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლია. ექვს წლამ­დე ივა­ნო­ვი დე­დის მშობ­ლებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბო­და. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბავ­შვო­ბამ ახ­მე­ტა­ში გან­ვლო. ერთ-ერთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში უკვე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე, მან გა­ნა­ცხა­და: "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ".

სერ­გეი ლავ­რო­ვი

დიპ­ლო­მა­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წე­რია, რომ ის რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და რუ­სია. მაგ­რამ ლავ­რო­ვის თბი­ლი­სუ­რი წარ­სუ­ლით დიდი ხა­ნია ინ­ტე­რეს­დე­ბა ქარ­თუ­ლი პრე­სა. რო­გორც მათ მო­ა­ხერ­ხეს დად­გე­ნა, ლავ­რო­ვი ავ­ლა­ბარ­ში ცხოვ­რობ­და და 93-ე, ამ­ჟა­მინ­დელ 84-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. თბი­ლი­სის სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვან ბა­ი­ბურ­თის მტკი­ცე­ბით, ლავ­რო­ვი ნამ­დვი­ლად ცხოვ­რობ­და ავ­ლა­ბარ­ში. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში არ უს­წავ­ლია, რად­გან მშობ­ლებ­მა ის მოს­კოვ­ში მა­ნამ­დე წა­იყ­ვა­ნეს, სა­ნამ სას­კო­ლო ასა­კი მო­უ­წევ­და. 2005 წელს, ერევ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რო­ბი­სას ლავ­როვს ჰკი­თხეს, სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა ხელს ხომ არ გიშ­ლი­თო. "მე თბი­ლი­სუ­რი ფეს­ვე­ბი მაქვს, იმი­ტომ, რომ მა­მა­ჩე­მი იქი­და­ნაა. ჩემ­ში სომ­ხუ­რი სის­ხლი ჩქეფს და ეს მე არა­ფერ­ში მიშ­ლის ხელს", - უპა­სუ­ხა ლავ­როვ­მა.

ასეა თუ ისე, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბას, არ უმოქ­მე­დია პრი­მა­კო­ვის, ივა­ნო­ვი­სა და ლავ­რო­ვის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. სა­მი­ვე იდგა და დგას რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sputnik-georgia.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა

რუსეთის სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ქართული ბავშვობა

"რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების ქართული ბავშვობა" - სტატია ამ სათაურით ევგენი პრიმაკოვის, იგორ ივანოვისა და სერგეი ლავროვის შესახებ საინტერესო და ბევრისთვის უცნობ დეტალებს ამხელს.

"საქართველოში გიცხოვრიათ? მაშინ მიღებული ხართ" - შესაძლოა, ასეთ მოკლე გასაუბრებას გადიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში თანამდებობაზე დანიშვნამდე. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რუსეთის 4 მთავარი დიპლომატიდან სამს, ახალგაზრდობის წლები საქართველოში აქვთ გატარებული.

ევგენი პრიმაკოვი

რუსეთის რიგით მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი კიევში დაიბადა, თუმცა ბავშვობა თბილისში გაატარა. ბავშვის გაჩენიდან მალევე მისი დედა - ანნა პრიმაკოვა თბილისში დაბრუნდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ევგენი თბილისის ყველაზე ინტერნაციონალურ რაიონში იზრდებოდა - პლეხანოვზე, სადაც სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, ქურთები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები. პრიმაკოვი ბავშვობიდან საუბრობდა ქართულად და სომხურად.

სკოლაში მარნეულში დადიოდა. მეშვიდე კლასის შემდეგ, 1944 წელს სამხედრო-საზღვაო მოსამზადებელ ცენტრში ჩაირიცხა ბაქოში. ორ წელიწადში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოუშვეს, რადგან ტუბერკულოზის საწყისი ფორმა აღმოაჩნდა. ეს გახდა მისი თბილისში დაბრუნების მიზეზი, სადაც 1948 წელს მე-14 საშუალო სკოლა დაამთავრა. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პრიმაკოვი განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო მათემატიკისა და უცხო ენების სწავლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა რუსეთში გააგრძელა.

საქართველოში გაზრდილმა რუსმა დიპლომატმა ცხოვრება ქართველ ქალს დაუკავშირა - მისი პირველი მეუღლე, რომელთანაც პრიმაკოვს ორი შვილი დარჩა, ლაურა ხარაძე გახლდათ, რომელიც საბჭოთა გენერლის, მიხეილ გვიშიანის შვილი იყო.

იგორ ივანოვი

ივანოვმა არა მხოლოდ ბავშვობა გაატარა საქართველოში, არამედ ის ნახევრად ქართველიცაა - დედამისი ელენე (ელიკო) საღირაშვილი ქართველია. ექვს წლამდე ივანოვი დედის მშობლებთან საქართველოში იზრდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბავშვობამ ახმეტაში განვლო. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მან განაცხადა: "მე მიყვარს საქართველო და ნახევრად ქართველი ვარ".

სერგეი ლავროვი

დიპლომატის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ ის რუსეთში დაიბადა და რუსია. მაგრამ ლავროვის თბილისური წარსულით დიდი ხანია ინტერესდება ქართული პრესა. როგორც მათ მოახერხეს დადგენა, ლავროვი ავლაბარში ცხოვრობდა და 93-ე, ამჟამინდელ 84-ე სკოლაში სწავლობდა. თბილისის სომხური დიასპორის ხელმძღვანელის ვან ბაიბურთის მტკიცებით, ლავროვი ნამდვილად ცხოვრობდა ავლაბარში. თუმცა აღნიშნულ სკოლაში არ უსწავლია, რადგან მშობლებმა ის მოსკოვში მანამდე წაიყვანეს, სანამ სასკოლო ასაკი მოუწევდა. 2005 წელს, ერევნის უნივერსიტეტში სტუმრობისას ლავროვს ჰკითხეს, სომხური წარმომავლობა ხელს ხომ არ გიშლითო. "მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდანაა. ჩემში სომხური სისხლი ჩქეფს და ეს მე არაფერში მიშლის ხელს", - უპასუხა ლავროვმა.

ასეა თუ ისე, საქართველოში გატარებულ ბავშვობას, არ უმოქმედია პრიმაკოვის, ივანოვისა და ლავროვის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. სამივე იდგა და დგას რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების სადარაჯოზე.

მომზადებულია sputnik-georgia.ru-ს მიხედვით

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ - ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი დააწესეს