ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას მისაღებში ვითარება განიმუხტა. დაცვის თანამშრომლებმა სტუდენტების დამშვიდება შეძლეს.
ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა და დაპირისპირებული სტუდენტები ერთმანეთისგან დაშორიშორებული არიან.
ვლადიმერ პაპავა საკუთარ კაბინეტში რჩება და აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულებას ელოდება. არსებული ინფორმაციით, აკადემიურმა საბჭომ ძირითადი საკითხების განხილვა დაასრულა.