ლეხ კაჩინსკის ძმა რუსულ გამოძიებას არ ენდობა

ლეხ კაჩინსკის ძმა რუსულ გამოძიებას არ ენდობა

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "ტუ 154"-ის "შავი ყუთების" გაშიფრვის შემდეგ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ეჭვის თვალით უყურებს რუსულ გამოძიებას.

"შავი ყუთების" სტენოგრამებს თავდაპირველად პოლონეთის უშიშროების საბჭოს წევრები და ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი გაეცნენ, რის შემდეგაც ჩანაწერები პოლონეთის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

ოპოზიციური პარტია"უფლება და სამართლიანობას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დაღუპული პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ უარი თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების პრივილეგიაზე. ის მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩანაწერებს, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მათი წარმომადგენლები უნდა გაცნობოდნენ.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე იაროსლავ კაჩინსკიმ თავისი ადვოკატი რაფილ როგალსკი მიავლინა. თუმცა როგალსკის სხდომაზე დასწრების უფლება იმ მოტივით არ მისცეს, რომ ის საბჭოს წევრი არ არის.

დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებლად პოლონელებმა უნდა ჩაატარონ: "ჩვენი გამოძიება არაფრით დაემსგავსება მოსკოვურს". 

ჩანაწერების თემა უკვე იქცა პოლონეთის პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო ბრძოლის მოტივად. ამრიგად დაირღვა მოსკოვში დადებული შეთანხმება, რომლის თანახმად პოლონურ მხარეს სტენოგრამა არ უნდა გამოემზეურებინა. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა