პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი
კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

"თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" ახა­ლი წევ­რი ჰყავს. პარ­ტი­ის რი­გებს ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს თა­ვად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ წა­რუდ­გი­ნა. პარ­ტი­ის ლი­დერ­მა მჭედ­ლი­ძეს ძლი­ე­რი კად­რი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი გა­მორ­ჩე­უ­ლია საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბით, არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, აქვს სო­ლი­დუ­რი სპორ­ტუ­ლი წარ­სუ­ლი - იყო რაგ­ბის ნაკ­რე­ბის წევ­რი.

ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ლა­გო­დეხ­ში იქ­ნე­ბა. პარ­ტი­ის ახალ­მა წევ­რმა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და­და გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რო­ბა მის­თვის დიდი პა­ტი­ვია. "ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი" და ვიშ­რო­მო ისეთ ხალ­ხთან ერ­თად, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ქვეყ­ნის შიგ­ნით. ჩემს მთელ რე­სურსს, ენერ­გი­ას, ძალ-ღო­ნეს არ და­ვი­შუ­რებ იმის­თვის, რომ გუნ­დი იყოს უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და, რა თქმა უნდა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მჭედ­ლი­ძემ.

იხი­ლეთ მჭედ­ლი­ძის წარ­დგე­ნის ვი­დეო

ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას მე­უღ­ლეა. წყვი­ლი 2010 წელს და­ქორ­წინ­და და ერთი ბი­ჭუ­ნა ჰყავთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­რა­სე­ლი­ას მე­უღ­ლეს "დე­მოკ­რა­ტე­ბამ­დე" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი ჰქონ­და. ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე გიგი უგუ­ლა­ვას მრჩე­ვე­ლი იყო და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი მე­რის ახლო მე­გო­ბა­რია. იგი­ვე ასე­ვე მე­გობ­რობს ირაკ­ლი კო­დუ­ას­თა­ნაც. რო­გორც ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" ერთ-ერთ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, კო­დუა ძებ­ნი­ლო­ბის დროს ვახო მჭედ­ლი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და პრა­ღა­ში. მჭედ­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე წელი ჩე­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და და იქ სახ­ლი აქვს.

ვახ­ტანგ მჭედ­ლი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რიც გახ­ლდათ. ის "ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის" წევ­რი და "სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე იყო. თუმ­ცა 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში მან საკ­რე­ბუ­ლო და­ტო­ვა. რო­გორც მა­შინ საკ­რე­ბუ­ლო­ში გან­მარ­ტეს, ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა მჭედ­ლი­ძემ საკ­რე­ბუ­ლო სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა, თუმ­ცა პრე­სა­ში საკ­რე­ბუ­ლო­დან მისი წას­ვლის სხვა ვერ­სია და­სა­ხელ­და.

რო­გორც გა­ზე­თი "ალია" 2011 წელს წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, მჭედ­ლი­ძემ საკ­რე­ბუ­ლო პრე­ზი­დენ­ტის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ და­ტო­ვა. "ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მჭედ­ლი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და და სა­კუ­თა­რი სუფ­რის წევ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და. მჭედ­ლი­ძემ ჩხუ­ბის შემ­დეგ ერეკ­ლე კო­დუ­ას და­უ­რე­კა, რო­მელ­საც "ბი­ჭე­ბის ბრი­გა­და გა­უგ­ზავ­ნია, მჩაგ­ვრე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ერეკ­ლე კო­დუ­ას ბი­ჭებს ისე უბეგ­ვი­ათ, რომ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე გონ­ზე ვერ მო­დი­სო", - წერ­და გა­ზე­თი "ალია". სწო­რედ ამის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­უ­თხო­ვია, და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად უგუ­ლა­ვა-კო­დუ­ას ძმა­კაც მჭედ­ლი­ძეს საკ­რე­ბუ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. გვან­ცა და­რა­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჭორი უწო­და, თუმ­ცა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მის­მა მე­უღ­ლემ საკ­რე­ბუ­ლო და­ტო­ვა, არა პრე­ზი­დენ­ტის მო­თხოვ­ნით, არა­მედ პი­რა­დი მო­ტი­ვით.

კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

"თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა, რომელიც საზოგადოებას დღეს თავად ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა მჭედლიძეს ძლიერი კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.

ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. პარტიის ახალმა წევრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადადა განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა მჭედლიძემ.

იხილეთ მჭედლიძის წარდგენის ვიდეო

ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. იგივე ასევე მეგობრობს ირაკლი კოდუასთანაც. როგორც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, კოდუა ძებნილობის დროს ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფებოდა პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს.

ვახტანგ მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საკრებულოს წევრიც გახლდათ. ის "ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის" წევრი და "სარევიზიო კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თუმცა 2011 წლის თებერვალში მან საკრებულო დატოვა. როგორც მაშინ საკრებულოში განმარტეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მჭედლიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა პრესაში საკრებულოდან მისი წასვლის სხვა ვერსია დასახელდა.

როგორც გაზეთი "ალია" 2011 წელს წყაროზე დაყრდნობით წერდა, მჭედლიძემ საკრებულო პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დატოვა. "ალიას" ინფორმაციით, მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად ახალი წლის დღეებში ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა და საკუთარი სუფრის წევრებს დაუპირისპირდა. მჭედლიძემ ჩხუბის შემდეგ ერეკლე კოდუას დაურეკა, რომელსაც "ბიჭების ბრიგადა გაუგზავნია, მჩაგვრელი "ნაციონალები" ერეკლე კოდუას ბიჭებს ისე უბეგვიათ, რომ, როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი დღემდე გონზე ვერ მოდისო", - წერდა გაზეთი "ალია". სწორედ ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია, დაძაბული ვითარების განსამუხტად უგულავა-კოდუას ძმაკაც მჭედლიძეს საკრებულო დაეტოვებინა. გვანცა დარასელიამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას ჭორი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ საკრებულო დატოვა, არა პრეზიდენტის მოთხოვნით, არამედ პირადი მოტივით.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე