მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი
"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი

"იმ შავ­ბნე­ლებს, ვინც აპი­რებთ, რომ აშან­ტა­ჟოთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თი­თო­ე­ულს გი­პო­ვით და ვერ გა­ი­ტანთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ში­ნე­ბას, ძა­ლა­დო­ბას და ტე­რორს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, კამ­პა­ნია "ეს შენ გე­ხე­ბას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ პრე­ზი­დენ­ტის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა

"ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ იმ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კლი­მა­ტის გამო, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბის გამ­ხე­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც შან­ტა­ჟით ემუქ­რე­ბი­ან, ვი­საც ემუქ­რე­ბა ეს ბნე­ლი ძალა - ჩემო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, მე ვდგა­ვარ თქვენს გვერ­დით და მუ­დამ და­გი­ცავთ და მუ­დამ სო­ლი­და­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვის ჩაგ­ვრა­საც ვინ­მე ცდი­ლობს. ამის სა­ბუ­თად შე­მიძ­ლია დღეს ღიად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ სექ­სი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა არ არის სა­მარ­ცხვი­ნო.

მე პი­რა­დად მაქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, მქო­ნია ძა­ლი­ან მდი­და­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და მექ­ნე­ბა კი­დევ მო­მა­ვალ­ში. იცო­დეთ, რომ ყო­ველ­თვის და­გი­ცავთ თქვენ და ამ თე­მას მო­ვა­შო­რებ უაზ­რო, შავ­ბნელ სტიგ­მას. ახლა იმ შავ­ბნე­ლებს, ვინც აპი­რებთ, რომ აშან­ტა­ჟოთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თი­თო­ე­ულს გი­პო­ვით და ვერ გა­ი­ტანთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ში­ნე­ბას, ძა­ლა­დო­ბას და ტე­რორს. თქვე­ნი შავ­ბნე­ლი იდე­ე­ბით არას­დროს ცხოვ­რობ­და ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და უნდა გავ­ხდეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ნიშ­ნავს მათ შო­რის იმას, რომ არ გვე­ში­ნო­დეს და იმის­თვის, რომ არ გვე­ში­ნო­დეს, არაფ­რის დი­დე­ბით არ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შან­ტაჟ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ამაზ­რზენ ვი­დე­ო­ებს (ამაზ­რზე­ნი არა იმი­ტომ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ამაზ­რზე­ნია, არა­მედ იმი­ტომ, რომ მისი გა­და­ღე­ბაა ამაზ­რზე­ნი) და ამ ამაზ­რზენ პრო­ცესს რა­მე­ნა­ი­რად და­აკ­ვირ­დე­ბა, უნდა იცო­დეს, რომ მო­რა­ლუ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა ამ ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლის და მი­ყუ­რა­დე­ბის", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია ამ თე­მის გან­ხილ­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა თა­ვი­სი რე­სურ­სით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და კო­ორ­დი­ნე­ბუ­ლად მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი

"მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" - გიორგი მარგველაშვილი

"იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების კომენტირებისას, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

იხილეთ პრეზიდენტის ვიდეომიმართვა

"ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატის გამო, რომელიც არის საქართველოში, პირადი ცხოვრების კადრების გამხელასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც შანტაჟით ემუქრებიან, ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო.

მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას. ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფალი. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი არა იმიტომ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ, რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი) და ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ძალიან აქტიურად ჩართულია ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მთელი სახელმწიფო სისტემა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინებულად მუშაობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."