მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი - მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ ისევ ერთად არიან. უკვე ერთი თვეა, დამოუკიდებლად ცხოვრობენ პატარა დემეტრესთან ერთად.
მარიამი ამბობს, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.
მარიამ ხორგუაშვილი:
- დემეტრე დაახლოებით ერთი თვის იყო, როცა მე და ლაშა დავშორდით. ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ლაშა შორიდან მაინც ცდილობდა, დამხმარებოდა და მეგობრის როლში ყოფილიყო ჩემ გვერდით. მთავარი, ვისი დახმარებითაც ეს პერიოდი შედარებით ადვილად გადავიტანე, დემეტრე იყო. ახალდაბადებული შვილი მყავდა და ჩემთვის უმთავრესი იყო, მისთვის არაფერი მომეკლო. სხვა რამეზე კი იმდენად აღარ ვფიქრობდი.
შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, ჩვენს ქორწინებას რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და მერე დავშორდით, ვამბობდი, გაგვთვალეს, თვალი გვეცა-მეთქი. ეს ყველაფერი ხალხის სალაპარაკო თემად რომ იქცა, ვფიქრობდი, რომ მათი ბრალი იყო ჩვენი დაშორება (იცინის). ახლა ვხედავ, უხარიათ, ისევ ერთად რომ ვართ. თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც ჩვენი შერიგება არ გაუხარდა: წერენ - რატომ შერიგდითო. ეს არც გამკვირვებია, რადგან, შეყვარებულები რომ ვიყავით, იმ პერიოდიდან მოყოლებული გვხვდებოდნენ ასეთი ადამიანები.
ქეთი კაპანაძე
ჟურნალი "თბილისელები"