Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე თვალჭრელიძე - იუსტიციის მინისტრმა მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - იუსტიციის მინისტრმა მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა

ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­და, - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" და­უშ­ვა შეც­დო­მა, აღი­ა­რა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და რე­დაქ­ტო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მი­სი­ვე თქმით, ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რი იყო "რუს­თა­ვი 2"-ისა და მისი უფ­რო­სის ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ზი­ცია.

"მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ზე. ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რი იყო "რუს­თა­ვი 2"-ისა და მისი უფ­რო­სის ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ზი­ცია. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" და­უშ­ვა შეც­დო­მა, აღი­ა­რა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და რე­დაქ­ტო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც ვიცი, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ნი­უ­სი იმის შე­სა­ხებ, რომ ჩა­ნა­წე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. გვა­რა­მია, რო­მე­ლიც თა­ვად იყო ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნა­შე­მოქ­მე­დი, ვინ­მეს რომ გა­აკ­რი­ტი­კებს, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­სა­ცი­ლოა. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნას გა­ნიც­დი­და, ის ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბას, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

ექ­სპერ­ტის თქმით, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად თავ­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­აკ­ვირ­ვა.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მაკ­ვირ­ვა თინა ხი­და­შე­ლი­სა და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებ­მა. მა­გა­ლი­თად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა ისე არ მო­მე­წო­ნა, რომ ბო­ლომ­დე არც წა­ვი­კი­თხე. ეს იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აშ­კა­რად ჩან­და, რომ მომ­ხდარ­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვერ და­ი­ნა­ხა და სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა სცა­და. მისი გან­ცხა­დე­ბა ინ­ფან­ტი­ლუ­რად მო­მეჩ­ვე­ნა, რა­საც ვერ ვი­ტყვით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბაც ძა­ლი­ან აწო­ნი­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ.

მა­სა­ლა სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 14 მარ­ტის ნო­მერ­ში

ალექსანდრე თვალჭრელიძე - იუსტიციის მინისტრმა მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - იუსტიციის მინისტრმა მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა

ზოგიერთი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის, რომ "ინტერპრესნიუსი" ოდესმე რომელიმე ხელისუფლების გავლენას განიცდიდა, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე თვალჭრელიძემ აღნიშნა, "ინტერპრესნიუსმა" დაუშვა შეცდომა, აღიარა, ბოდიშიც მოიხადა და რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მისივე თქმით, ამ პროცესში ყველაზე ცინიკური იყო "რუსთავი 2"-ისა და მისი უფროსის ნიკა გვარამიას პოზიცია.

"მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა "ინტერპრესნიუსის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე. ამ პროცესში ყველაზე ცინიკური იყო "რუსთავი 2"-ისა და მისი უფროსის ნიკა გვარამიას პოზიცია. "ინტერპრესნიუსმა" დაუშვა შეცდომა, აღიარა, ბოდიშიც მოიხადა და რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც ვიცი, სულ რამდენიმე წუთით იყო განთავსებული ნიუსი იმის შესახებ, რომ ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. გვარამია, რომელიც თავად იყო ფარული ჩანაწერების თანაშემოქმედი, ვინმეს რომ გააკრიტიკებს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის, რომ "ინტერპრესნიუსი" ოდესმე რომელიმე ხელისუფლების გავლენას განიცდიდა, ის ყოველთვის ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ობიექტურობას, რითაც საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ასეც გაგრძელდება", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

ექსპერტის თქმით, ის ყველაზე მეტად თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების განცხადებებმა გააკვირვა.

"სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად გამაკვირვა თინა ხიდაშელისა და თეა წულუკიანის განცხადებებმა. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის განცხადება ისე არ მომეწონა, რომ ბოლომდე არც წავიკითხე. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული განცხადება, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა. მისი განცხადება ინფანტილურად მომეჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით პრემიერ-მინისტრზე, რომლის განცხადებაც ძალიან აწონილი იყო", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 14 მარტის ნომერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."