სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ში სიტუაცია მწვავდება - სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა
თსუ-ში სიტუაცია მწვავდება - სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი შეკ­რე­ბილ­ნი იყ­ვნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, რა დრო­საც სტუ­დენ­ტთა ერთი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან, და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩა­რე­ვით და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა დრო­უ­ლად მოხ­და. ად­გი­ლი ჰქონ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ასე­ვე ტე­ლე­კა­მე­რე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქტს. დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის დე­რე­ფა­ნი გა­ა­კე­თეს.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი კად­რე­ბი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ორი პა­რა­ლე­ლუ­რი აქ­ცია 12:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­ებ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ, ხოლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის და გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში.

სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­ში ღა­მეს ათე­ნებს, მო­ი­თხოვს უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ტო­ვონ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე, გა­უქ­მდეს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი; ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი­სა და კან­ცლე­რის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში მოხ­დეს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თსუ-ში სიტუაცია მწვავდება - სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

თსუ-ში სიტუაცია მწვავდება - სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები შეკრებილნი იყვნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტთან, რა დროსაც სტუდენტთა ერთი ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობის მხარდამჭერები არიან, დაუპირისპირდნენ.

საპატრულო პოლიციის და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების ჩარევით დაპირისპირებული მხარეების გაშველება დროულად მოხდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ტელეკამერებისთვის ხელის შეშლის ფაქტს. დაცვის თანამშრომლებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დერეფანი გააკეთეს.

იხილეთ დაპირისპირების პირველი კადრები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ორი პარალელური აქცია 12:00 საათიდან დაიწყო. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები - უნივერსიტეტის ეზოში.

სტუდენტების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, მოითხოვს უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია