მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს
9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს

წარ­მო­გიდ­გენთ შემ­თხვე­ვებს და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში, რო­დე­საც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­ე­პა­რათ.

1. "ნიუ-იორკ პოსტმა" 2013 წელს ბოს­ტო­ნის მა­რა­თონ­ზე მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, გა­ზე­თის პირ­ველ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლი იყო ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. სა­თა­უ­რი იუ­წყე­ბო­და, რომ სწო­რედ ეს ორი ადა­მი­ა­ნი იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბებ­ში. რო­გორც გა­ირ­კვა, მათ არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღო­დათ მომ­ხდარ­ში და ახალ­გაზ­რდებ­მა გა­მო­ცე­მას უჩივ­ლეს.

2. კა­ნა­დურ­მა გა­ზეთ­მა The Globe and Mail ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მა­იკლ ჰა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ და­წე­რა, რომ ის აე­რო­პორ­ტში სრო­ლი­სას და­ი­ღუ­პა. მე­დია "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ეყ­რდნო.

3. 2000 წელს Associated Press-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლი იყო და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და პო­ლი­ცი­ე­ლი ჯო­ხით ხელ­ში. ფო­ტოს ახ­ლდა წარ­წე­რა: "ის­რა­ლის პო­ლი­ცია და პა­ლეს­ტი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი". ფოტო და წარ­წე­რა ერ­თად აღიქ­მე­ბო­და ისე, თით­ქოს პო­ლი­ცი­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ცემა. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ამე­რი­კე­ლი ებ­რა­ე­ლი ტუვა გროს­მა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლიმ­ში გავ­ლით მოხ­ვდა და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის გან­რის­ხე­ბუ­ლი ჯგუ­ფის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი იყო ის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა მა­მა­კა­ცი გა­და­არ­ჩი­ნა.

4. გა­მო­ცე­მამ The Sun გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია ჯო­ა­ნა იე­ით­სის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა და და­ახ­რჩვეს. გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა დამ­ნა­შა­ვის ფოტო, სა­დაც ჭა­ღა­რა მა­მა­კაც­ზე წერ­დნენ, რომ ის გახ­ლდათ მკვლე­ლი და მო­ძა­ლა­დე. სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ცე­მამ შეც­დო­მა და­უშ­ვა და რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე სულ სხვა პი­როვ­ნე­ბა იყო.

5. 1983 წელს გა­მოჩ­ნდა "ჰიტ­ლე­რის დღი­უ­რე­ბი", მისი პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბის დიდი არ­ქი­ვი. დღი­უ­რე­ბი 9.3 მი­ლი­ონ გერ­მა­ნულ მარ­კად და­სავ­ლეთ გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა "სტერნ­მა" შე­ი­ძი­ნა. შემ­დეგ მან ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ყი­და ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა The Sunday times-ს. რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცი­ის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი ყალ­ბი იყო. შე­დე­გად, ყალ­თა­ბან­დო­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში ჩას­ვეს, გა­ზე­თე­ბის რე­დაქ­ტო­რებ­მა კი სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს.

6. 2006 წელს "რო­ი­ტერ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პა­ლეს­ტი­ნის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის ფოტო, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის დარ­ტყმი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რაფ­მა მეტი დრა­მა­ტიზ­მის­თვის, სუ­რა­თი ფო­ტო­შო­პით და­ა­მუ­შა­ვა. ეს მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც "რო­ი­ტე­რის" ფოტო უმ­სხვი­ლეს­მა გა­მო­ცე­მებ­მა გა­და­ბეჭ­დეს. სა­ა­გენ­ტომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მისი 920 ფოტო კი სა­ი­ტი­დან წა­შა­ლა. ასე­ვე, "რო­ი­ტერ­მა" რამ­დე­ნი­მე წლის წინ შეც­დო­მით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჯორჯ სო­რო­სის ნეკ­რო­ლო­გი, რა­ზეც ასე­ვე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

7. 2011 წელს "ბლუმ­ბერ­გმა" აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ფრა­ზა, რო­მე­ლიც სა­თა­ურ­ში იყო გა­ტა­ნი­ლი, ალი­ევს არ უთ­ქვამს. სა­ა­გენ­ტომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და მომ­ხდა­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზით ახ­სნა.

8. 2003 წელს "ნიუ იორკ თა­იმსში" სკან­და­ლი ატყდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ჯე­ი­სონ ბლე­რი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­დაქ­ტო­რებს და მკი­თხველს ატყუ­ებ­და. კერ­ძოდ, სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან მით­ვი­სე­ბულ მა­სა­ლებს თა­ვის ექ­სკლუ­ზი­ურ რე­პორ­ტა­ჟე­ბად ასა­ღებ­და და აქ­ვეყ­ნებ­და ყალბ ინ­ტერ­ვი­უ­ებს. გა­ზე­თი­დან არა მხო­ლოდ თვით­მარ­ქვია ჟურ­ნა­ლის­ტი მი­აბ­რძა­ნეს, არა­მედ ორი რე­დაქ­ტო­რიც.

9. ბო­დი­შის მოხ­და ამე­რი­კულ "ენ­ბი­სი­საც" მო­უხ­და. ტე­ლე­ვარ­სკვლავ­მა ბრა­ი­ან უი­ლი­ამსმა პირ­და­პირ ეთერ­ში მოჰ­ყვა, თუ რო­გორ ჩა­მო­აგ­დეს ერა­ყელ­მა მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ის ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტი იჯდა და რო­გორ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო. ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cracked.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს

9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს

წარმოგიდგენთ შემთხვევებს დასავლურ მედიაში, როდესაც მედიასაშუალებებს სერიოზული შეცდომები გაეპარათ.

1. "ნიუ-იორკ პოსტმა" 2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი. სათაური იუწყებოდა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი იყო პასუხისმგებელი აფეთქებებში. როგორც გაირკვა, მათ არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ მომხდარში და ახალგაზრდებმა გამოცემას უჩივლეს.

2. კანადურმა გაზეთმა The Globe and Mail ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მაიკლ ჰაიდენის შესახებ დაწერა, რომ ის აეროპორტში სროლისას დაიღუპა. მედია "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ყალბ ინფორმაციას დაეყრდნო.

3. 2000 წელს Associated Press-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო დასისხლიანებული მამაკაცი და პოლიციელი ჯოხით ხელში. ფოტოს ახლდა წარწერა: "ისრალის პოლიცია და პალესტინელი მამაკაცი". ფოტო და წარწერა ერთად აღიქმებოდა ისე, თითქოს პოლიციელმა პალესტინელი ცემა. მაგრამ სინამდვილეში დასისხლიანებული მამაკაცი ამერიკელი ებრაელი ტუვა გროსმანი გახლდათ, რომელიც იერუსალიმში გავლით მოხვდა და პალესტინელების განრისხებული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ის ეპიზოდი, როდესაც პოლიციელმა მამაკაცი გადაარჩინა.

4. გამოცემამ The Sun გამოაქვეყნა სტატია ჯოანა იეითსის შესახებ, რომელზეც განახორციელეს სექსუალური ძალადობა და დაახრჩვეს. გაზეთში გამოქვეყნდა დამნაშავის ფოტო, სადაც ჭაღარა მამაკაცზე წერდნენ, რომ ის გახლდათ მკვლელი და მოძალადე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გამოცემამ შეცდომა დაუშვა და რეალური დამნაშავე სულ სხვა პიროვნება იყო.

5. 1983 წელს გამოჩნდა "ჰიტლერის დღიურები", მისი პირადი ჩანაწერების დიდი არქივი. დღიურები 9.3 მილიონ გერმანულ მარკად დასავლეთ გერმანულმა გამოცემა "სტერნმა" შეიძინა. შემდეგ მან ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება მიყიდა ამერიკულ გამოცემა The Sunday times-ს. რამდენიმე პუბლიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ჩანაწერები ყალბი იყო. შედეგად, ყალთაბანდობისთვის რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს, გაზეთების რედაქტორებმა კი სამსახური დაკარგეს.

6. 2006 წელს "როიტერმა" გამოაქვეყნა პალესტინის ერთ-ერთი ქალაქის ფოტო, რომელიც ისრაელის ავიაციის დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იყო გადაღებული. სააგენტოს ფოტოგრაფმა მეტი დრამატიზმისთვის, სურათი ფოტოშოპით დაამუშავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "როიტერის" ფოტო უმსხვილესმა გამოცემებმა გადაბეჭდეს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და ფოტორეპორტიორი სამსახურიდან გაათავისუფლა, მისი 920 ფოტო კი საიტიდან წაშალა. ასევე, "როიტერმა" რამდენიმე წლის წინ შეცდომით გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ნეკროლოგი, რაზეც ასევე ბოდიში მოიხადა.

7. 2011 წელს "ბლუმბერგმა" აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინტერვიუ გამოაქვეყნა. აზერბაიჯანულმა მხარემ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაზა, რომელიც სათაურში იყო გატანილი, ალიევს არ უთქვამს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

8. 2003 წელს "ნიუ იორკ თაიმსში" სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ჯეისონ ბლერი 4 წლის განმავლობაში რედაქტორებს და მკითხველს ატყუებდა. კერძოდ, სხვა მედიასაშუალებებიდან მითვისებულ მასალებს თავის ექსკლუზიურ რეპორტაჟებად ასაღებდა და აქვეყნებდა ყალბ ინტერვიუებს. გაზეთიდან არა მხოლოდ თვითმარქვია ჟურნალისტი მიაბრძანეს, არამედ ორი რედაქტორიც.

9. ბოდიშის მოხდა ამერიკულ "ენბისისაც" მოუხდა. ტელევარსკვლავმა ბრაიან უილიამსმა პირდაპირ ეთერში მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაგდეს ერაყელმა მეამბოხეებმა ის ვერტმფრენი, რომელშიც ჟურნალისტი იჯდა და როგორ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო. ტელევარსკვლავი სამსახურიდან გაუშვეს.

მომზადებულია cracked.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა