ხუხაშვილი: "ზოგი ისეთი უკითხავს მორალს IPN-ს, რომელიც ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული"

ხუხაშვილი: "ზოგი ისეთი უკითხავს მორალს IPN-ს, რომელიც ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული"

"ზოგი ისეთი ადამიანი უკითხავს "ინტერპრესნიუსს" მორალს, რომელიც მთელი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოში ამ ფსევდო მორალიზმმა ისე მოიკიდა ფეხი, რომ ამის ყურება აუტანელია. როგორც მითხრეს, ეს ვიდეო "ფეისბუქში" უკვე გავრცელდა და ვისაც ნახვა უნდოდა, ნახა. სააგენტოზე ინფორმაციის გაშვებას რაღაც კატასტროფა არ გამოუწვევია. გასაგებია, რომ სააგენტომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოდიში მოიხადა. გამოშვებაზე პასუხისმგებელი პირი გაათავისუფლეს. საკმარისი არ არის? ზოგი ისეთი ადამიანი უკითხავს "ინტერპრესნიუსს" მორალს, რომელიც მთელი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული. ძალიან მძიმე საყურებელია. ეს შესევა უფრო შური და ბოღმაა და სხვა არაფერი, იმიტომ, რომ "ინტერპრესნიუსს" ვერც ერთი სხვა მედიასაშუალება ინფორმაციის დისტრიბუციაში ვერ უწევდა რეალურ კონკურენციას და ყვავ-ყორნებივით შეესივნენ", - განაცხადა ექსპერტმა.

- მინისტრების - წულუკიანისა და ხიდაშელის ბოიკოტირება რამდენად ადეკვატური იყო, მაშინ როდესაც საჯარო მოხელეები აწყობდნენ წამების კადრების საჯაროდ ჩვენებას და ერთხელაც არ გამოუხატავთ ასეთი მწვავე კრიტიკა და დაგმობა?

- მათი მხრიდან ბოიკოტირება ფსევო მორალიზმი და ფსევდო სოლიდარობა იყო. რა ბოღმა ჰქონდათ ამ სააგენტოს მიმართ, ამის იდენტიფიცირება მიჭირს. ფაქტია, რომ წმინდა სუბიექტური მიზეზებით აკეთებენ ამას. წულუკიანი, რომლისკენაც იგივე სახის დანაშაულის გამო იშვერენ ხელს, სერიოზული პასუხის ნაცვლად აბუჩად იგდებს თემას, ახლა ასეთი ადამიანისგან კონტრაქტების გაწყვეტა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. იმ წამების კადრების ჩვენებაც არასწორი იყო და სწორედ ასეთი ქცევა ახდენს დანაშაულის პროვოცირებას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილმა.

"რეზონანსი"

ეკატერინე ბასილაია

ასევე წაიკითხეთ: "თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი